არქივი

უჩა ჩაჩხიანი (ჯგუფი 69)

a80fe4158f51

90-იანი წლების ერთ ერთი საუკეთესო ქართველო როკ მომღეარლი და მისი ჯგუფი 69. სიმღერები იხილეთ სრულიადში..

90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში არსებობდა ჯგუფი 69 და მეც აქტიურად ვუსმენდი. ამასწინად წავაწყდი ფეისბუკზე უჩა ჩაჩხიანის გვერდს და მომინდა რომ დამეწერა ეს მცირე სტატია. მე მქონდა ბედნიერება და ასე თუ ისე შორიდან მაინც ვიცნობდი უჩას. სამწუხაროდ იგი გარდაიცვალა…

ჯგუფი 69 შეიქმნა 90-იან წლებში. 69 ერთ ერთი პიონერი იყო ქართულ როკ მუსიკაში. მისი წევრები იყვნენ: უჩა ჩაჩხიანი(ჯგუფის ლიდერი, ვოკალი და სიმღერების ავტორი ასევე უკრავდა კლავიშზეც და გიტარაზე) კოტე ფალავანდიშვილი (კლავიში) ზაზა სახამბერიძე (გიტარა) სამწუხაროდ დრამერის სახელი აღარ მახსოვს (ბოდიში მას:X). ჯგუფმა გამოსცა ორი ალბომი: “ტრიუმფალური სვლა მზიზკენ” და “ჩვენი ცა”. როგორც ჩემთვის არის ცნობილი უჩა ჩაჩხიანი აპირებდა ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებას მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა… 2006 წელს უჩა ჩაჩხიანის გარდაცვალების შემდეგ 69-მ შეწყვიტა არსებობა.

ჯგუფი 90-იან წლებში საკმაოდ პოპულარული იყო.. იმ პირობებშიც კი რომ იმ დროს საკმაოდ ცოტა უსმენდა ამ ჟანრის მუსიკას. არეულობისა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო სამწუხაროდ საკადრისი დაფასება ვერ ჰპოვეს. მე ძალიან მომწონდა ეს ჯგუფი და დიდი გულშემატკივარი ვიყავი. დღესაც ხანდახან რომ მოვსმენ ხოლმე მათ სიმღერებს ძველი დრო მახსენდება. დღეს დღეობით იშვიათია ადამიანები ამ ჯგუფის სიმღერებს რომ უსმენდენ რაც ჩემი აზრით ძალიან ცუდია. მე უბრლაოდ მინდოდა გამეხსენებინა ეს შესანიშნავი ჯგუფი თქვენთვის და ვინც არ იცით აუცილებლად მოუსმინეთ.

წყარო: FB Page

იხილეთ ასევე
Close
Back to top button