ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

“მოსიარულე კაქტუსი”

მეცნიერების კიდევ ერთი აღმოჩენა…

მეცნიერებმა კემბრიის ზღვაში აღმოაჩინეს არსება სახელად „მოსიარულე კაქტუსი“, რომელიც სავარაუდოდ, ფეხსახსრიანების შთამომავალია. პირველად ამ უცნაური ცხოველის ნაშთები ჩინეთის პროვინცია იუნანში აღმოაჩინეს, სწავლულებმა ეს არსება Diania cactiformis სახეობას მიაკუთვნეს, მაგრამ არაოფიციალურად მოსიარულე კაქტუსად მოიხსენიებენ.

რაც შეეხება მის გარეგნობას, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მას გააჩნდა რბილი სხეული, რამდენიმე ათეული სახსრიანი ფეხები, დაფარული ქიტინით და მყარი საფარველით. ნაშთები დაახლოებით 520 მილიონი წლით თარიღდება, ეს კამბრიული პერიოდის პირველ ნაწილს მიეკუთვნება.

cactiformis_ის ზომა დაახლოებით 6 სანტიმეტრამდე იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის იკვებებოდა პლანქტონებით და წვრილი ორგანიზმებით, რომლებიც ზღვის ფსკერზე ბინადრობდნენ. ისინი ითვლებიან პირდაპირ შთამომავლებად ფეხსახსრიანებისა, მაგრამ ჯერ არ მოიპოვება ისეთი მასალები და ექსპერტების დასკვნა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

რამდენიმე დღის წინათ სხვა მეცნიერების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახეობის ერთ–ერთი წარმომადგენელი ანომალოკარისი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კემბრიის ზღვების რისხვად ითვლებოდა, სულაც არ ყოფილა მტაცებელი, არამედ იკვებებოდა პლაქტონებით.

ჩემმა კაკტუსმა სიარული რომ დაიწყოს : |

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close