გასართობისაკითხავისასარგებლო

სპილოს ისტორია

სრულიადში გაიგებთ, თუ რა განსხვავებაა დღევანდელსა და პრეისტორიულ სპილოებს შორის.

დღევანდელი სპილოების წინაპრები ღორისხელა, მოგრძო ტანის ძუძუმწოვრები იყვნენ, რომლებიც დაახლოებით 40 მილიონი წლის წინათ აფრიკის ჭაობებში ბინადრობდნენ და რბილი მცენარეებით იკვებებოდნენ.

მერითერიუმი – ადრეული სპილო – დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებდა. ის შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

თანდათან სპილოების ზომები გაიზარდა,რის გამოც ცხოველებს დაბალი მცენარეებით კვება გაუძნელდათ. დროთა განმავლობაში მათი ზედა ტუჩი და ცხვირი გრძელდებოდა და ბოლოს მოკლე ხორთუმად იქცა. ჩამოყალიბდა შედარებით დიდი ზომის სპილო სახელად ფიომია, რომელსაც პატარა მოღუნული ეშვები ჰქონდა და ბინადრობდა 30 მილიონი წლის წინათ (სპილო ხორთუმს წყლისა და საკვების მისაღებად იყენებს, საკვების მოსაპოვებლად მას მოხრილი ეშვებიც განუვითარდა).

აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ამერიკაში მრავალი სახის სპილო განვითარდა. ზოგიერთს უცნაური ფორმის კბილები, ეშვები და ხორთუმი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით ხუთი მილიონი წლის წინათ გაჩნდა სტეგოდონი – ცხოველი, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე სპილოს.

20 მილიონი წლის წინათ გაჩნდა დინოთერიუმი, მას ქვემოთ დახრილი ეშვები ჰქონდა.

შემდეგ კი ჩამოყალიბდა პლატიბელოდონი (დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ). ის გამოირჩეოდა ნიჩბისებრი კბილებით.

5 მილიონი წლის წინ გაჩნდა სტეგოდონი.

დაახლოებით ორი მილიონი წლის წინათ გაჩნდა უზარმაზარი სპილო – მამონტი. ის სიმაღლეში 4,5 მეტრს აღწევდა და დიდი მოხრილი ეშვები ჰქონდა.

დაახლოებით 10 ათასი წლის წინ მამონტები გადაშენდნენ. ეს ან ამინდის დათბობამ გამოიწვია, ან იმან, რომ მათზე პირველყოფილი ადამიანები ნადირობდნენ. დღეს სპილოების მხოლოდ ორი სახეობა ბინადრობს აფრიკასა და აზიაში. აფრიკული სპილო 4 მილიონი წლის წინათ აფრიკაში მცხოვრები სპილოების შთამომავალია.

პ.ს. საქართველოში ნაპოვნია სამხრეთის სპილოს ჩონჩხი,რომელიც 2მილიონი წლის წინ ბინადრობდა.

The End.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close