საკითხავისასარგებლოსურათები

ქველმოქმედი მომღერლები

ქველმოქმედი მომღერლები..


დიდსულოვანი მაიკლი
მაიკლ ჯექსონი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ქველმოქმედი პოპ ვარსკვლავი. მომღერალმა ქველმოქმედებას მოახმარა 1.5 მილიონი დოლარი, რომელიც მიიღო პეპსის რეკლამირებაში.

მაიკლს ძალიან უყვარდა ბავშვები. Neverland -ში მომღერალს დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური ოთახები ჰქონდა განკუთვნილი.

მაიკლ ჯექსონი გაერთიანებული იყო 40 საქველმოქმედო ორგანიზაციაში. პოპის მეფე ფულს ურიცხავდა შიდსისა და კიბოს საწინაამღმდეგო ორგანიზაციებს, დამწვრობის ცენტრებს, დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვებს და სხვა მრავალ ფონდებს

1984 წლის 9 აპრილს 14 წლის დევიდ სმიტი, რომელიც სიცოცხლის ბოლო თვეებს ითვლიდა მაიკლმა საკუთარ სახლში დაპატიჯა. ეს ბიჭის ბოლო სურვილი იყო. იგი 7 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

1988 წლის 1 მარტს მაიკლმა გაერთიანებულ კოლეჯს 600 000 დოლარი გადაურიცხა.

1988 წლის 22 მაისს მაიკლი ეწვია კიბოთი დაავაებულ ბავშვებს რომში. მან დაარიგა ავტოგრაფები, საავადმყოფოს კი 100 000 გირვანქა სტერლინგი გადასცა.

1990 წლის 6 იანვარს 82 ბავშვი მიიწვია თავის რეზიდენციაში და მათთან ერთად მთელი დღე გაატარა. ამავე წლის 18 აგვისტოს 130 ბავშვი წაიყვანა თავის რეზიდენციაში.

1991 წლის დეკემბერში გაჭირვებულს ოჯახებს ლოს ანჟელესში მოუწყო სადილი.

1992 წელს მაიკლმა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს 400 000 გირვანქა გადასცა.

1994 წლის 6 აგვისტოს მაიკლი ბუდაპეშტში ეწვია დაავადებულ ბავშებს და მათ სათამაშოები დაურიგა.

1997 წლის18 ივნის ეწვია კიბოთი დაავადებულ 5 წლის გოგონას და შემდეგ თავის რეზიდენციაში წაიყვანა რამოდენიმე დღით.

2003 წლის ივნისში მომღერალმა წყალდიდობით დაზარალებული ოჯახი თავის რეზიდენციაში დაპატიჟა. მათ იქ სამი დღე მაიკლთან და მის შვილებთან ერთად გაატარეს.


ლეიდი გაგა – 2 გრემის მფლობელი,კომპოზიტორი და მომღერალი ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედია “სელებრითებს” შორის. მომღერალმა უსახლკარო ბავშვებს 80 000 დოლარი ჩაურიცხა. იგი თავადაც დადის ბავშვებთან,მათთან ერთად მღერის, ცეკვავს და მხიარულობს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით .. მობილურები უნდა იყოს გათიშული !
ლეიდი გაგამ ასევე ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი და ჰაიტის მთავრობას უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 500 000 დოლარი ჩაურიცხა.


თინეიჯერი ვარსკვლავი ჯასთინ ბიბერი ალბომებიდან შემოსული თანხის ნაწილს ამერიკის ბავშვთა საავადმყოფოებს ურიცხავს. “ყოველთვის მინდოდა სხვებს დავხმარებოდი.. ახლა ეს შემიძლია და მადლობას ვუხდი ღმერთს და ჩემს თაყვანისმცემლებს.”
მან ქველმოქმედებისთვის თმაც კი შეიჭრა, რომელსაც ასე უვლის და უფრთხილდება.

რიანამ დაადასტურა თავისი ერთგულება ბავშვებისადმი, როცა 2006 წელს ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად ფონდი დაარსა. ის ასევე ეხმარება კიბოთი დაავადებულ ადამიანებს.


მაილი საირუსი, ბევრისთვის ცნობილი როგორც ჰანა მონტანა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდაა.

საირუსი გაწევრიანებულია კიბოსა და სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო ფონდში.
მომღერალს ჟურნალისტებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ის ძალიან დარდობს სიღატაკეზე. ” სიმართლეს ვამბობ, ღამით ვერ ვიძინებ.. აღფრთოვანებული ვარ რომ შემიძლია ამდენი სიკეთის გაკეთება”
მას ასევე სურს ქველმოქმედება განაგრძოს ინდონეზიაში, სადაც ძალიან ღარიბიი ხალხი ცხოვრობს. ის აპირებს სოფლებში გაიყვანოს სუფთა წყალი და სოფლის მოსახლეობას დაეხმაროს.


სელენა გომესი არის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 17 წლის ასაკში გახდა იუნისეფის კეთილი ნების ელჩი. სელენა განელ ბავშვებთან მუშაობდა რათა მათთვის ცნობიერება აემაღლებინა.


მადონა გაერთიანებულია სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში. იგი ეხმარება ობოლ ბავშვებს, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს კი უზრუნველყოფს საკვებით, სასკოლო ნივთებითა და სუფთა სასმელი წყლით.

მომღერალი გაერთიანებულაი ორგანიზაციაში გადავარჩინოთ ბავშვები. ის მოგზაურობს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა უგანდა, კენია, სამზრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ის ესაუბრება მოზრდილებს რომლებმაც დაკარგეს მშობლები.


ელტონ ჯონმა 1992 წელს დაარსა საქვემოქმედო ორგანიზაცია და გადასცა 125 მილიონი დოლარი მსოფლიოს 55 ქვეყნისთვის.


ბარბრა ჯოან სტრეიზანდმა დიდი სიმპათია დაიმსახურა, როდესაც 2008 წლის გაზაფხულზე გულით დაავადებულ ქალთა კლინიკას ლოს ანჟელესში 5 მილიონი დოლარი გადასცა. მან ასევე დაარსა მეორე საქვემოქმედო ორგანიზაცია რომლის ანგარიშზეც 1.7 მილიონი დოლარი ჩარიცხა.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close