გასართობივიდეოებისასარგებლო

კაპუჩინი – კაკალზე დახელოვნებული მაიმუნი

ბოა–ვისტა, ცენტრალური ბრაზილია. ამ მიდამოებში არის უამრავი უცნაური ფორმის კლდოვანი ქვები, რაც მეტყველებს ერთი ცხოველის არსებობაზე. ყავისფერი კაპუჩინი – ასე ეწოდებათ იმ მაიმუნებს, რომლებიც ცხოვობენ ამ მხარეში. ისინი არიან ერთ–ერთი ყველაზე ჭკვიანი და განვითარებული ცხოველები დედამიწაზე

ღამით ისინი იმალებიან უსაფრთხო გამოქვაბულში, ხოლო დღისით გამოდიან საკვების მოსაძიებლად

ყველა ცხოველი როდია მტაცებელი, ზოგი იკვებება მცენარეებითა და მათი ნაყოფით, ისევე როგორც ეს მაიმუნები, მაგრამ, ნაყოფის მოპოვება ზოგ შემთხვევაში ნადირობაზე რთულია.

აქ იზრდება კაპუჩინების საყვარელი პირის ჩასატკბარუნებელი ნაყოფი. ეს არის კაკალი, რომელსაც ისხამს პალმა. ეს კაკლები ხეზე მყარად არიან მიმაგრებულნი და მათი მოწყვეტა არც თუ ისე მატრივი საქმეა. მაიმუნებისათვის ეს არის გამოცდა გამძლეობაზე

ისინი არჩევენ მარცვლებს, რომლებიც შედარებით მარტივი მოსაწყვეტია, ატრიალებენ მათ, ყუნწებს უღრღნიან და საბოლოოდ დიდი ძალისხმევით წყვეტენ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მისი მოწყვეტა მხოლოდ დასაწყისია

მოწყვეტის შემდეგ პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ კაკლების გარჩევა კანისაკან. მაიმუნები აშორებენ კანს, რომელიც კადაკრულია კაკალზე. გარჩევის შემდეგ კაპუჩინი არ ცდილობს მის გატეხვას ვინაიდან იცის, რომ ეს კაკალი უნდა გამოშრეს სანამ საჭმელად ვარგისი არ გახდება, რასაც დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება, ამიტომ იგი უბრალოდ მზეზე ყრის გარჩეულ კაკლებს.

ვიანიდან მსგავსი პროცესი ხორციელდება ყოველდღიურად, მაიმუნს ეგულება მის მიერ ადრე დაყრილი კაკლები. მიდის და იღებს მათ

შემდეგ თავისი კაკლებითურთ მიდის ერთ ადგილას, სადაც დევს ერთი დიდი ზომის ზვა და ზედ ადევს მეორე – მომცრო და აი აქ იწყება რაღაც არაჩვეულებრივი. დიდი ქვა ასრულებს სატეხის ფუნქციას, ხოლო მომცრო – ჩაქუჩისას

მაიმუნი დიდ ქვაზე დებს თავის კაკალს, იღებს მომცრო ქვას და იწყებს ამ კაკლის ტეხვას.

რამოდენიმე დარტყმის შედეგად კაკალი ტყდება და მაიმუნი მიირთმევს მის შიგთავსს

ამ ცხოველზე დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ ამ შედეგის მისაღწევად მაიმუნს ესაჭიროება დაახლოებით 8 წლიანი შრომა.

იხილეთ ვიდეო, რომელშიც აღწერილია მთელი ეს პროცესი:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close