გასართობისაკითხავისურათები

კომიქსების სუპერგმირები…


ალბათ ყველა დიდი სიამოვნებით კითხულობთ ანდაც უყურებთ კომიქსებს.. :P ხო და კომიქსების სუპერგმირებზეა ეს პოსტიც ზუსტად.. ;)

საქართველოში კომიქსები არც თუ ისე პოპულარულია, როდესაც ამერიკაში ყოველი მეორე ბავშვი კითხულობს ამას.

ამერიკაში მოქმედებს ორი კომიქსების უდიდესი კომპანია “Marvel Comics” და “DC Comics” ხო და ეს სუპერგმირებიც მათი გამოგონილია..

1.სუპერმენი:

სუპერმენი (ინგლ. Superman) — DC კომიქსების გამოგონილი სუპერგმირი, შეიქმნა 1936 წელს, მეგობრების ჯო შუსტერის და ჯერი სიგალის მიერ. სუპერმენის კომიქსებზე მუშაობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც ემონდ ჰამილტონი და ალფრედ ბესტერია.

წარმოშობა:

1938 წლის ივნისში გამოჩნდა სუპერმენის პირველი კომიქსი. სუპერმენი — სამართლიანობისათვის მებრძოლი გმირია. ის – უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა ქრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მისმა მშობლება ის კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისაკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები არიან მარტა და ჯონათან კენტები, დედამიწელმა მშობლებმა კალ-ელს სახელი შეუცვალეს და მისი ვინაობაც გაასაიდუმლოეს, თქვეს რომ ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს. სუპერმენი ლურჯ-წითელ კოსტუმშია გამოწყობილი, რომელსაც მკერდზე გიგანტური ასო „ს“ ამშვენებს. ვერანაირი იარაღი მას ვერ ავნებს. მისი მოკვლა მხოლოდ ქრიპტონის ქვას შეუძლია, ეს რადიოაქტიური ნივთიერება სუპერმენის პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდა და მომაკვდინებელია სუპერმენისთვის, ხოლო ადამიანიზე კი მისი ზემოქმედება მუტირებას იწვევს

ძალები და შესაძლებლობები:

სრული ხელშეუხებლობა (თუ ქრიპტონიტს არ ჩავთვლით), რენტგენის მზერა, ლაზერული გამოხედვა, სუპერძალა, სუპერსისწრაფე, სუპერრეაქცია, ფრენის უნარი, სუნთქვის დიდხან შეკავების უნარი, ზესმენა, დიდი ინტელექტი

2.ბეტმენი:

ბეტმენი (ინგლ. ადამიანი-ღამურა, ორიგინალური სახელი იყო the Bat-Man და დღემდე ნახსენებია ხოლმე, როგორც the Batman) არის ბეტმენის კომიქსების პერსონაჟი, რომელიც შექმნეს მხატვარმა ბობ კეინმა და სცენარისტმა ბილ ფინგერმა. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა სერიის დეტექტივური კომიქსები 27-ე ნომერში (1939 წლის მაისი).ბეტმენის ვინაობა ცნობილია – ეს არის ბრიუს უეინი, მდიდარი ინდუსტრიალისტი, პლეიბოი და ქველმოქმედი. ბავშვობაში უეინის თვალების წინ მოკლეს მშობლები და მან გადაწყვიტა კრიმინალს შერკინებოდა. ბეტმენი ცხოვრობს და მოქმედებს მოგონილ ამერიკულ ქალაქში გოტემ სიტიში. მას ეხმარება რამდენიმე პერსონაჟი — მაგალითად, რობინი და მისი მოსამსახურე, ალფრედ პენიუორტი. ბეტმენი ებრძვის ჩვეულებრივ კრიმინალებს და განსხვავებულ ბოროტმოქმედებს, როგორიც არის ჯოკერი. ბევრი სუპერგმირისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია სუპერძალა, იგი ავლენს ინტელექტს, გამოძიების ნიჭს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კარგად ცოდნას და ფიზიკურ ძალებს.ბეტმენი პირველი გამოჩენიდან იქცა პოპულარულ პერსონაჟად და 1940 წლიდან გამოდის მისი თავგადასავლების ამსახველი კომიქსი, ბეტმენი. მოგვიანებით, 1960-იან წლებში გამოჩნდა ტელესერიალი ბეტმენი. 1986 წელს იგი კვლავ გამოჩნდა კომიქსების მინისერიაში ბეტმენი:ბნელი რაინდის დაბრუნება, რომელიც შექმნა მხატვარმა ფრენკ მილერი. ტიმ ბარტონის მიერ 1989 წელს გადაღებული იქნა ფილმი ბეტმენი, რომელმაც კვლავ გააღვიძა ინტერესი ბეტმენის მიმართ. საერთო ჯამში, ბეტმენის ინსცენირება და ადაპტაცია შედგა სხვადასხვა მედია-საშუალებით, როგორიც არის ტელევიზია და რადიო. ბეტმენი რჩება კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად.

3.ადამიანი-ობობა:

ადამიანი-ობობა (ინგლ. Spider-man) — კომპანია მარველის კომიქსების სუპერგმირი. მისი პირველი შემქნელები იყვნენ სტენ ლი და სტივ დიტკო. 1962 წელს, პირველი გამოჩენისთანავე (კომიქსი გასაოცარი ფანტაზია № 15) იგი იქცა ერთ-ერთ პოპულარულ სუპერგმირად.

გამოცემების ისტორია

1962 წელს, ფანტასტიური ოთხეულისა და სხვა სუპერგმირების წარმატების შემდეგ სტენ ლიმ, რედაქტორმა და სცენარისტმა, მოიგონა ახალი გმირი. მისი თქმით, ადამიანი-ობობის იდეა დაებადა იმიტომ, რომ მოზარდებს მოსწონთ კომიქსები და მას სურდა, რომ მთავარი გმირიც მოზარდი ყოფილიყო. თავის ავტობიოგრაფიაში ლიმ ახსენა, რომ მთავარი ბიძგი მისცა ბუზმა, რომელიც კედელზე დადიოდა. სტივ დიტკოს თქმით, ისტორია უფრო საინტერესოდ ვითარდებოდა — „ადამიან-ობობამდე“ პარკერს „ადამიანი-ქორი“ ერქვა, მაგრამ კონკურენტ კომპანიას, DC Comics უკვე ჰყავდა ანალოგიური გმირი. შემდეგი ვარიანტი იყო „ადამიანი-ჭიანჭველა“ და „ადამიანი-ბზიკი“, მაგრამ სწორედ მაშინ, სტივ დიტკომ მოიგონა „ადამიანი-ობობა“.

კომერციული წარმატება

ადამიან-ობობის გამოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ გუდმენი თავად დარწმუნდა, რომ ახალგაზრდობა დაინტერესებულია პერსონაჟით. სულ მალე „ადამიანი-ობობა“ იქცა „მარველის“ ყველაზე წარმატებულ გამოცემად, ხოლო მისი მთავარი პერსონაჟი — საკულტო გმირად. ერთ-ერთმა მკითხველმა ზუსტად ახსნა, თუ რატომ მოიპოვა მან ასეთი წარმატება — „მას ბევრი უბედურება ატყდება, აქვს ბევრი ცხოვრებისეული პრობლემა. მოკლედ, ერთ-ერთი ჩვენგანია“.

შესაძლებლობები

დასხივებული ობობის ნაკბენის შემდეგ პარკერის სხეული და ორგანიზმი შეიცვალა, შეიძინა ზეთვისებები. ორიგინალურ ისტორიებში (ლისა და დიტკოს ავტორობით) ადამიანი-ობობა დადის კედლებზე, ზეადამიანური ძალა აქვს, გააჩნია „მეექვსე გრძნობა“ (ობობის გრძნობა), რომელიც საშიშროების შესახებ დროულად აუწყებს. პიტერს გააჩნია წონასწორობის გრძნობა, არაჩვეულებრივი სისწრაფე და მოხერხებულობა. 2005 და 2006 წლის სიუჟეტებში იგი დამატებით თვისებებს იძენს — მაგალითად, ბიოლოგიური ქსელის გამოშვება მექანიკურის მაგივრად, მაგრამ 2007 წლის სტორილაინში „One More Day“ პიტერი კარგავს ბიოლოგიური ქსელის გამოშვების უნარს და უბრუნდება მექანიკურ ვებ-შუტერებს.პიტერი მაღალი ინტელექტით დაჯილდოვებული ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ქიმიაში, ფიზიკაში და სხვა მეცნიერებებში. ფიზიკურად პიტერი ყველაზე განვითარებულია „მარველის“ გმირებიდან.
„მარველის“ მთლიანი ისტორიის მანძილზე ადამიანმა ობობამ რამდენჯერმე შეიცვალა კოსტიუმი. თუმცა ყველაზე მეტად ცნობილი მისი ცნობილი კოსტიუმი — წითელ-ლურჯ ფერებში, შავ-თეთრი კოსტიუმი და ტექნოლოგიურად სრულყოფილი, რომელიც დამზადებულია ტონი სტარკის მიერ შექმნილი ჯავშნისგან.

მტრები

ადამიან-ობობას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს. ყველა მათგანი ცდილობს, გზიდან მოიშოროს პიტერი, რათა ბოროტი გეგმები განახორციელოს. მისი მტრებიდან ყველაზე ცნობილებია: მწვანე გობლინი, დოქტორი რვაფეხა და ვენომი. აგრეთვე მტრებს შორის არიან: ხვლიკი, ქამელეონი, ჰობგობლინი, მონადირე კრეივენი, სკორპიონი, ქვიშის კაცი, რინო, მისტერიო, სვავი, ელექტრო, კარნაჟი, კინგპინი, შოკერი, ადამიანი-ჰიდრო და მორლანი. მათი წარმოშობა ან ევოლუცია დაკავშირებულია სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტთან და მათი უმრავლესობა ცხოველების დნმ-ის გამოყენებით შეიქმნა. დრო და დრო ისინი ერთ ჯგუფად ერთიანდებიან, რათა გაუმკლავდნენ ადამიან-ობობას.

მოგონილი ბიოგრაფია

ორიგინალური ვერსიით, პიტერი უნიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ნიუ-იორკელი მოზარდი იყო. იგი იზრდებოდა ბიძიასთან და ბიცოლთან. ერთხელ მას უკბინა რადიოაქტიულმა ობობამ და პიტერის ორგანიზმმა დაიწყო გარდაქმნა. აღმოაჩინა რა საკუთარ თავში ობობისათვის დამახასიათებელი თვისებები (კედლებზე ცოცვა, აბლაბუდის ქსოვა), პიტერმა დაიწყო ბრძოლა ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროსთან. ერთხელ მან ვერ დაიჭირა ქურდი, რომელმაც მოგვიანებით მისი ბიძია ბენ პარკერი მოკლა. ასე რომ, პიტერს კიდევ ერთი საზრუნავი გაუჩნდა — უნდა ეპოვა ბენის მკვლელი. პარალელურად მან დაიწყო გაზეთ „Daily Bugle“-ში მუშაობა, დაქირავებულ ფოტოგრაფად, რომელიც გამოცემას აწვდიდა ფოტოების სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევებიდან. სულ მალე მან აღმოაჩინა, რომ რთულია, ერთმანეთს შეუთავსო პირადი და სუპერგმირის ცხოვრება. მისმა მთავარმა მტერმა, მწვანე გობლინმა შეიტყო, რომ პიტერის საყვარელია გვენ სტეისი. მან მოკლა გვენი. სულიერი ტრავმის შემდეგ პიტერი დაქორწინდა მერი ჯეინ უოტსონზე, ხოლო გამოცემაში Civil War (#2, 2006) მთელ მსოფლიოს გამოუტყდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში.

წყარო: ვიკიპედია

მგონი ძაან მაგარი პოსტი გამომივიდა არა? გავაგრძელო?

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close