გასართობისაკითხავიუცნაური

ჯგუფები უცნაური სახელებით


პოსტში იხილავთ რამოდენიმე ჯგუფს, რომელთა სახელწოდებებიც ძალზედ უცნაურად გამოიყურება

Dananananaykroyd

Dananananaykroyd არის ექვსწევრიანი indie-rock ჯგუფი, რომელიც დაარსდა გლაზგოში, შოტლანდიაში, 2006 წელს. მათი ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს კანადელი მსახიობის Dan Aykroyd-ის სახელისგან. ჯგუფის შემადგენლობა შემდეგნაირია: Duncan Robertson-გიტარა, David Roy-გიტარა, Calum Gunn-ვოკალი, John Baillie Jnr-ვოკალი, Paul Carlin-დასარტყამი ინსტრუმენტი, Ryan McGinness-ბასი.

!!! (chk chk chk)

!!! არის ამერიკული dance-punk ჯგუფი საკრამენტოდან, რომელიც დაარსდა 1996 წლის შემოდგომაზე, ყოფილი ჯგუფების: Yah Mos, Black Liquorice და popesmashers-ის წევრების მიერ. ჯგუფის სახელი შთაგონებულ იქნა ფილმის The Gods Must Be Crazy-ის სუბტიტრებიდან, სადაც ბუშმენის დაწკაპუნების ხმა წარმოდგენილი იყო, როგორც !. Chk Chk Chk არის ყველაზე გავრცელებული გამოთქმა, მაგრამ მათ ასევე შეეძლოთ დაერქვათ Pow Pow Pow, Bam Bam Bam, Uh Uh Uh და ა.შ.

Butthole Surfers

Butthole Surfers არის ამერიკული ალტერნატიული როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბეს გიბი ჰაინესმა და პოლ ლირიმ სან ანტონიოში, ტეხასში 1981 წელს. ჯგუფი ცნობილია მათი ქაოტური და შემაშფოთებელი შოუებით, შავი იუმორით, ხმაში აერთიანებენ punk rock, psychedelia, heavy metal, noise rock, და electronica-ს ელემენტებს. Butthole Surfers-ის წევრებს აქვთ მშვენიერი მადა ნარკოტიკების მიმართ, რომელიც მათ ხმაზეც აისახება.

ჯგუფის სახელი მომდინარეობს მათი ერთ-ერთი სიმღერიდან, რომელსაც Butthole Surfers ერქვა. სახელი ბევრი უსიამოვნების წყარო გახდა ჯგუფისთვის. ბევრი კლუბი, გაზეთები, რადიო და ტელეკომპანიები უარს აცხადებდნენ მათი სრული სახელის დაბეჭდვაზე და გაშუქებაზე, ამის ნაცვლად ირჩევდნენ “BH Surfers” და სხვა შემოკლებებს.

Gay for Johnny Depp

Gay for Johnny Depp არის hardcore ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ნიუ იორკში. ჯგუფის წევრები არიან: Sid Jagger (Joe Grillo), Marty Leopard (Arty Shepherd), Chelsea Piers, JJ Samanen. მათი სიმღერები ცნობილია ლირიკული შინაარსით, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ჯგუფის ჰომოეროტიკულ აკვიატებასთან – მსახიობ ჯონი დეპთან.

Paracoccidioidomicosisproctitissarcomucosis

ჯგუფი 1999 წელს დაარსდა nfection Cutane და Sensation Genital (ვოკალი/გიტარა/ბასი) და Ginecologic Cryptococcidioidomicosis (ვოკალი/დრამი) მიერ მექსიკის ქალაქ ქუერეტაროში. 2002 წელს გამოვიდა მათი სრული ალბომი სახელწოდებით: Satyriasis And Nymphomania. ჯგუფის სიმღერების ლირიკული თემები შემდეგნაირია: სიკვდილი, წამება, პორნო და ა.შ.

Anal Cunt

Anal Cunt არის noisegrind ჯგუფი ბოსტონიდან. ისინი ხშირად მოიხსენიებენ ინიციალებით A.C. ბევრ ალბომზე ზუსტად ასე გამოისახება მათი სახელი. მათი სიმღერები შემდეგი შინაარსის თემებს შეიცავს: ჰომოფობია, ანტი-სემიტიზმი, რასიზმი, შეურაწმყოფელი მიმართვები სხვა ჯგუფების და ჟანრის მიმართ. ზოგიერთი სიმღერის სახელწოდებაც საკამათო ხასიათისაა: “Hitler Was A Sensitive Man”, “I Hope You Get Deported”, და “Your Kid Committed Suicide Because You Suck”.

http://www.youtube.com/watch?v=1oaypp7r2_g

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close