სისხლიანი სახლი
გიყვართ საშინელებათა ფილმები?! გიოცნებიათ მოხვედრილიყავით ან გქონოდათ ისეთი სახლი, სადაც შიშსგან ჟრუანტელი დაგივლიდათ? მაშინ ამ ოცნების ასახდენად გამოგადგენათ შემდეგი ნივთები,რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
პირველ რიგში სახლის მოწყობა დავიწყოთ სასადილო ოთახით. გამოვიყენებთ ემი ლაუს დიზაინით შექმნილ ამ არაჩვეულებრივ სკამებს, რომელიც მთლიანად თეთრია, საზურგზეზე კი თითოეულ მათგანს წითელი ფერი ამშვენებს. ალბათ ამის შემხედვარეს ნათლად გაგახსენდებათ რომელიმე საშინელებათა ფილმის სცენა, როდესაც მკვლელი დანას უყრის მსხვერპლს და სისხლი სკამზე რჩება. თურმე დიზაინერს ეს ყოველივე პოპულარული სერიალის ,,დექსტერის” შთაგონებით შეუქმნია.
რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიზრუნოთ სუფრაზე განწყობის შესანარჩუნებლად. ამისთვის კი მას სპეციალური ნივთები უნდა ამშვენებდეს. მაგალითად ანტონიო მურადო სალომეს ეს მშვენიერი სერვიზი, რომელიც ესპანეთში დამზადდა ექსკლუზიურად ახალი მუზეუმისთვის.
სერვიზი 500$ ღირს.
არ დაგავიწყდეთ თეფშების დალაგება, ოღონდ განსაკუთრებული თეფშების, ისეთის როგორიც ქვემოთაა სურათზე მოცემული
იგი 3 თეფშისგან შედგება: პატარა დიდი და საშუალო, თითოეული სხვადასხვანაირადაა ,,მოხატული”. დაამზადა კომპანია ,,neoyorkinaa Nadeige Choplet”-მა. დესერტის თეფშზე თითქოს ვენები და გაწყვეტილი კაპილარებია გამოსახული, ძირითად თეფშს რაც შეეხება, გეგონებათ უმ ხორცზე დრენაჟით აშრობს სისხლსო. სულ ქვედა თეფშზე კი თითქოს ადამიანის კუნთების ასახული.
როგორ შეიძლება სისხლიანი სახლის მფლობელი იყო და სამზარეულოში ერთი ასეთი დანა არ გეგდოს?! არამც და არამც. თანაც თუ სერიალ დექსტერს უყურებთ, ისიც ასეთი დანით კლავს ხოლმე მსხვერპლს. მთლად დექსტერობას ნუ დაიბრალებთ და ვინმეს შესაშინებლად ბოსტნეულის დაჭრით შემოიფარგლეთ : )
ამ დანის შეძენა შეგიძლიათ 15 დოლარად აქ: ბმული
მაგიდაზე და ოთახში სასურველია დადოთ აი ასეთი სანთლები
იგი თავდაპირველად ჩვეულებრივ სანთელს ჰგავს, როდესაც აანთებთ, თანდათანობით წითელი გულსართი გამოუჩნდება და წითლად დაიწყებს ღვენთას, შიგნით წითელია და მხოლოდ გარედანაა დაფარული თეთრი ცვილით.
შეგიძლიათ მისი ყიდვა ამაზონზე: ბმული
ოთახს უნდა ანათებდეს ეს სანათი
იგი იაპონურმა კომპანიამ გამოუშვა. საკმაოდ საინტერესო დიზაინისაა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დასადგამი საერთოდ არ დგას და სისხლი ქვევით ღვენთავს. სულ ორი ფერია გამოშვებული, წითელი და თეთრი. ჩვენს შემთხვევაში რა თქმა უნდა წითელს ავირჩევთ. შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: ბმული
უნდა ვიზრუნოთ მაგიდის გადასაფარებელზეც, მე უკვე შევარჩიე სუფრა
აი ეს, სისხლიანი ხელებით დამშვენებული სუფრა მართლაც რომ დაამშვენებს ჩვენს სახლს. ამის შეძენა ამაზონზე შეგიძლიათ: ბმული
არც გაბედოთ და ჩვეულებრივი აბაზანა არ დამანახოთ, ეს ადგილიც ჩვენებურად უნდა მოვრთით და მოვკაზმოთ : ))
რას იტყვით მაგალითად აბაზანის ასეთ ფარდაზე? შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: ბმული
ახლა ქეჩაზე უნდა გადავიდეთ
ეს ქეჩა მართლაც რომ ჩვენი სახლისთვისაა შექმნილი, ზედ სისხლიანი ფეხის ანაბეჭდებია გამოსახული. 15$ ღირს და აქ შეგიძლიათ ყიდვა: ბმული
თუ სახლში მეორე აბაზანაც გაქვთ, არ ღირს ერთი და იგივე ფარდის ჩამოკიდება, როცა საქმე ჩვენ გვეხება, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და არ უნდა ,,განვმეორდეთ”.
ამიტომ ეს ფარდა შევარჩიე
მგონი ამის შეხედვა ჰიჩკოკის ფილმს მოგვაგონებს : ))) შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: ბმული
თუკი აბაზანაში ისეთი ბრა გაქვთ,რომელიც ხელით ჩამოსაქაჩი თოკით ინთება, მაშინ ეს გამოგადგებათ
პატარა ჩამომხრჩვალი კაცუნა, აქ შეგიძლიათ იყიდოთ: ბმული
სამზარეულო უნდა დავამშვენოთ აი ამ ლამაზი დანების ჩასარჭობით
ზედ 5 დანასაც მიაკოპწიავებთ.. 70$ ღირს და თუ გნებავთ აქ შეიძენთ: ბმული
მწეველებს სიურპრიზი ელით, აგერ მშვენიერი საფერფლე დახვდებათ
ამის დანახვის შემდგომ, ვეჭვობ სტუმარს მოწევა აღარ მოუნდება.
შემოსასვლელში აუცილებლად უნდა გვქონდეს რამე ჩვენებური, სტუმარს წინასწარვე რომ შეექმნას შესაბამისი განწყობა. მაგალითად ეს ძალიან მომწონს
ტანსაცმლის ჩამოსაკიდი, გეგონება რომ სისხლი ღვენთავს.
ასევე შემოსასვლელში დავდგამთ ერთ განსაკუთრებულ სანათს, რომელიც ასე გამოიყურება
ნამდვილ გულს ჰგავს და მინისაა, რომ გაანათებს, წარმომიდგენია რა ლამაზი სანახავი იქნება.
კიდევ ერთი რამ გამახსენდა აბაზანაზე. ძალიან საინტერესო იქნება თუკი ტუალეტის ჩარეცხვისას თეთრი წყლის მაგივრად წითელი წამოვა.
მაგალითისთვის იხილეთ ეს ვიდეო
რა გვჭირდება სუფრაზე დასადები კოქტეილისთვის თუ არა ყინული.. ოღონდ განსაკუთრებული ყინული
ამ ფორმის საშუალებით თქვენ თავის ქალის ფორმის ყინულს მიიღებთ, რომელიც განსაკუთრებით მოუხდება წითელი ფერის კოქტეილს. გემრიელად მიირთვით : ))
კარგი იქნება სამზარეულოში ერთ-ორ ასეთ თეფშს თუ დადებთ
იგი Re Jin Lee-ს ხელითაა მოხატული და მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს, რადგან აქედან შეჭმა სავარაუდოდ არავის მოუნდება.
წიგნის კითხვა გიყვართ? თუმცა იმდენი დრო და ნებისყოფა არ გაქვთ,რომ დაიწყოთ და მაშინვე ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოთ სქელტანიანი წიგნები? მაშინ სანიშნი აუცილებლად დაგჭირდებათ. მაგრამ ხომ იცით ამ სახლში ჩვეულებრივი სანიშნიც არაჩვეულებრივი უნდა იყოს.
გთავაზობთ აი ასეთ სანიშნს, იგი ხელითაა შექმნილი და თითოეული მათგანი უნიკალურია. შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: ბმული
თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საძინებელი? აი მაგალითად როგორ ბალიშს ისურვებდით ასეთ სახლში. მე ასეთი შევარჩიე
მართლაც რომ მშვენიერი ნამუშევარია, ბევრს სისხლის გუბე ეგონება.
მაგრამ აი ესეთი ბალიშიც ძალიან მომწონს
შეძენა შეგიძლიათ აქ: ბმული
ყველა სახლში აქვთ საათი, ჩვენც ნუ ვიქნებით გამონაკლისები და ავარჩიოთ ,,ჩვენებური” დიზაინის საათი, აი ეს საუკეთესოა მემგონი
თან ხერხს ჰგავს და თან სისხლისფერი საღებავიც ამშვენებს..
ეს პატარა მაგიდა ჩემი აზრით სახლს ძალიან მოუხდება. მისი განსაკუთრებული ფეხები,რომელიც სისხლისფრადაა შეღებილი, თურმე ხისგან ყოფილა დამზადებული. დიზაინერი James Ian Killinger.
თუ ასეთი მაგიდა გვიდგას, ეს სკამიც აუცილებლად მოგვეწონება. ჯერ ერთი რომ მრგვალია და კომფორტული, ამასთანავე სისხლისფერი საღებავი განსაკუთრებულ ეფექტს სძენს.
როგორი იქნება კარი? აი ასეთი, ზედ დიდი თვალით, რომელშიც თურმე კამერაცაა ჩამონტაჟებული.
თვალს შეუძლია წითლად და მწვანედ ანთება, პატრონის ბრძანების გათვალისწინებით.
სახლში აქა-იქ უნდა მიმოფანტოთ აი ასეთი სხეულის ნაწილები
რომელთა შეძენა შეგიძლიათ აქ: ბმული
ფანჯარაზე როგორ შეიძლება რომ ერთი-ორი ხელის ანაბეჭდი არ იყოს წითლად?
ჰოდა ამის ყიდვა 5$-ად შეგიძლიათ აქ: ბმული
ისღა დაგვრჩენია,რომ ჩვენს შესაბამისად გამოვეწყოთ. აი ასე
ტანსაცმლის შეძენა შეგიძლიათ აქ: ბმული
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ სისხლიან სახლში..
…………………………………………………………………………………………………………………..