არქივი

ტუნგუსკის კატასტროფა და ნიკოლა ტესლა

wrmhr

1908 წელს ციმბირში მომხდარი კატასტროფის ასახსნელად სხვადასხვა დროს ბევრი ჰიპოთეზა წამოჭრეს, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს ყველაფერი ნიკოლა ტესლას ექსპერიმენტებმა გამოიწვია – სერბი მეცნიერი იმ პერიოდში რამდენიმე საინტერესო პროექტზე მუშაობდა.

ტუნგუსკის კატასტროფაზე ზოგად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ნიკოლა ტესლას ცხოვრებასა და ბიოგრაფიულ ცნობებს – აქ.

ტუნგუსკის კატასტროფა ეწოდება იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1908 წლის 30 ივნისს ციმბირის რეგიონ ტუნგუსკაში. ამ მოვლენამ 2000 კვ.კმ-ზე მეტი ფართობის არეალში ნგრევა და სეისმური ტალღები გამოიწვია. ღამით ცა განათდა და ამას ხედავდნენ საკმაოდ დაშორებული მანძილებიდან, ხმა კი 1000 კმ-ის მოშორებითაც გაიგეს. სავარაუდოდ ამ მომენტში რაღაც ძალიან დიდი “გასკდა” დედამიწის ზედაპირიდან 5-10 კმ-ის სიმაღლეზე, რამაც გამოათავისუფლა 10-15 მეგატონის ოდენობა ენერგიისა. ის სხეული, რაც გასკდა, უკვალოდ აორთქლდა, მის ნაწილებს ვერსად მიაგნეს. ამის გამო ჯერ კიდევ დებატების საგანია, ასტეროიდი იყო, კომეტა, მფრინავი თეფში თუ სხვა რამ.

ნიკოლა ტესლა მუშაობდა ახალ პროექტზე, შორი მანძილიდან კონტროლირებად ნავზე, რომელსაც შეეძლო ტორპედოების გადატანა სასურველ წერტილში. დასრულების შემდეგ მის შეთავაზებას აპირებდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის. პარალელურად კი მუშაობდა იგივე მოწყობილობის საჰაერო ვერსიაზე. ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ მოწყობილობის გამოცდის შედეგიც იყო ტუნგუსკის კატასტროფა, თუმცა ბევრი შეუსაბამობა გვხვდება. ჯერ ერთი, დროის პერიოდები არ ემთხვევა ამ პროექტზე მუშაობისა და კატასტროფისა. მეორეც, ნაკლებად სავარაუდოა, ტორპედოს აფეთქებას ამხელა მასშტაბები მოჰყოლოდა. და მესამე, ამხელა მანძილზე გადატანაც (ტესლა იმ დროს აშშ-ში იყო) საეჭვოა.

თუმცა არის სხვა ვერსიაც, უფრო დამაჯერებელი. მეცნიერი ყველაზე მეტად ცნობილია ცვლადი დენის სისტემის შექმნით. ის მუდმივად ატარებდა ექსპერიმენტებს ელექტროენერგიაზე და მისი გამოყენების გზების დახვეწაზე მუშაობდა. მას ამ პერიოდში შექმნილი ჰქონდა გადამცემი, რომელსაც შეეძლო გამოემუშავებინა 100 მილიონი ვოლტის ოდენობის წნევა და 1000 ამპერის ძალის ნაკადი. სიმძლავრე კი აღწევდა ათეულობით მილიარდ ვატს. ამ რაოდენობის ენერგია რომ გაშვებულიყო დროის მოკლე პერიოდში, მიიღებოდა მილიონობით ტონა ტროტილის, ანუ ათასობით მეგატონის რაოდენობის ტროტილის აფეთქების სიმძლავრე.

4w8a3

უსადენო გადამცემი კოშკის მშენებლობა ტესლამ 1900 წელს დაიწყო. კოშკის დიზაინი მთლიანად შექმნა იმ დროს ცნობილმა არქიტექტორმა სენფორ უაითმა (1853-1906). ტესლა აკვირდებოდა კოშკის ყოველი წახნაგის აგებას. ნაგებობის ასაშენებლად დამატებითი თანხებისთვის ტესლამ ამერიკელ ფინანსისტსა და ბანკირს, ჯონ მორგანს მიაკითხა. მაგრამ ეს იყო უდიდესი შეცდომა.. მორგანი შეეკრა ტესლას კონკურენტს, მეცნიერ ტომას ედისონს, რის შედეგადაც ტესლა ფინანსურად გაანადგურა, როცა “ვესტინგჰაუს კომპანის” აიძულა, მისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ. ასევე მორგანმა ედისონთან ერთად გადაწვა ტესლას ლაბორატორია, სადაც უამრავი საჭირო და მნიშვნელოვანი ნაშრომი ინახებოდა. მათ შორის იყო მოწყობილობები, რომლებიც ადამიანს ასულიერებდა და რიგ შემთხვევებში, სიკვდილისგან იხსნიდა ხოლმე. პირადი შუღლით გამოწვეულმა ამ ბარბაროსულმა საქციელმა კაცობრიობას დიდი ზარალი მიაყენა სამედიცინო და სამეცნიერო კუთხით. მორგანს მეტსახელად “რვაფეხას” ეძახდნენ, რადგან მრეწველობის ბევრ დარგს ასე თუ ისე, აკონტროლებდა.

კოშკში ტესლა ინახავდა სამ მოწყობილობას:

  • უსადენო კომუნიკაციის სისტემას.
  • ელექტროენერგიის გადამცემს.
  • დამცავ სისტემას თავდასხმისგან.
  • ტესლა მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო და ის გეგმავდა ელექტროენერგიის კიდევ ერთი ხერხით გამოყენებას: დამცავი ფარის შექმნას, რომელიც აშშ-ს შეტევებისგან დაიფარავდა. ამით კი წესით ბოლო უნდა მოღებოდა ომებს. მან დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელსაც უწოდებდა “მშვიდობის სხივს”, მედიამ კი მონათლა როგორც “სასიკვდილო სხივი”.

    ტესლას კოშკს ჰქონდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ეწარმოებინა 100 მილიარდი ვატი ელექტროობა !!

    ამერიკელი მწერლის, ჯერი სმიტის წიგნში “HAARP: შეთქმულების უძლიერესი იარაღი” ვკითხულობთ:

    სხვაობა იმ ნაკადს, რომელიც ამუშავებს საკერავ მანქანას და იმ ნაკადს შორის, რომელიც განადგურების იარაღია, ძალიან მცირეა და დროის ამბავია. საკერავი მანქანის 1 საათით ასამუშავებლად საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიას თუკი გავუშვებთ წამის მემილიონედში, მივიღებთ ძალიან განსხვავებულ და ნეგატიურ ეფექტს.

    როგორც ტესლა ამბობდა, მისი გადამცემი ამუშავებდა 100 მილიონი ვოლტის წნევას, ადიოდა 1000 ამპერზე და მიიღებოდა 100 მილიარდი ვატის სიმძლავრე.

    თუკი მოხდებოდა ამ ნაკადის რეზონაცია 2 მეგაჰერცის სიხშირით, გამოშვებული ენერგია ააღწევდა 100 მილიარდ მეგაჯოულს, რაც უხეშად 10 მეგატონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი იქნებოდა. ეს კი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილს ააორთქლებდა სინათლის სიჩქარით.

    მორგანმა და ედისონმა წამოიწყეს მწვავე ბრძოლა – ედისონის მუდმივი დენი (DC) ტესლას ცვლადი დენის (AC) წინააღმდეგ. DC-ს ეწოდებოდა მდიდარი ხალხის დენი, რადგან მას უფრო მეტი ხარჯი სჭირდებოდა, ვიდრე ტესლას სისტემას. ამიტომ რიგითი მოკვდავები მას ვერ შესწვდებოდნენ. 1904 წელს მორგანმა ტესლას შეუწყვიტა კოშკის ასაშენებლად საჭირო ფინანსების მიწოდება. მეცნიერის პროექტი მშვიდობის სხივის შესახებ ანათემას გადაეცა. მორგანს რომის პაპის მიერ მართვადი სახელმწიფო სისტემის დაბრუნება სურდა, რაც იცოდა, რომ ომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ტესლას ოცნებები მშვიდობიანი მსოფლიოს შესახებ მისთვის კოშმარის ტოლფასი იყო.

    იმ პერიოდში ჩრდილოეთ პოლუსზე გამგზავრებას აპირებდა ამერიკელი მოგზაური და მკვლევარი რობერტ პიერი. უკაცრიელი დასახლება ქვეყნის დასალიერში შესანიშნავი ადგილი იყო ახალი იარაღის გამოსაცდელად. მსხვერპლი არ იქნებოდა, ამიტომ გაყინული ტუნდრები მშვენიერი სამიზნე იყო. გადმოცემით, ნიუ-იორკიდან წასვლამდე პიერის ტესლა დაუკავშირდა და სთხოვა, ყურადღებით დაკვირვებოდა გარემოს მოგზაურობის დროს, რადგანაც შესაძლებელი იყო რაიმე უჩვეულო ფენომენის მომსწრე გამხდარიყო.

    ტესლას ჰქონდა ყველა ის თვისება, რაც შეიძლება სუპერგენიოს ადამიანს ახასიათებდეს. ნებისმიერ გამოთვლას ზეპირად ასრულებდა, გონებაში. პროექტებშიც როგორც წესი, ყველაფერი დეტალებში ჰქონდა გათვლილი… თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ტუნგუსკის კატასტროფა მისი ექსპერიმენტების შედეგია, მაშინ გათვლებში შეცდომა მოუვიდა და ჩრდილოეთ პოლუსს ააცილა, აფეთქება ციმბირში მოხდა. ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი მიზანი ყურადღების გადატანაც უნდა ყოფილიყო – იეზუიტები ომის დასაწყებად მძლავრ იარაღებს ეძებდნენ, რათა ძველი სისტემა აღედგინათ, ვატიკანის მიერ მართვადი სახელმწიფოები. აფეთქება კი სენსაციას გამოიწვევდა და ომისთვის აღარავის ეცლებოდა. მაგრამ ტუნგუსკის მოვლენამ ფართო მასებამდე მხოლოდ 1927 წელს მიაღწია. გადამცემი აფეთქების მომენტში დამონტაჟებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-იორკში, ლონგ აილენდის ტერიტორიაზე.

    0tfzi

    ტესლას იარაღის გამოყენებით იეზუიტებს შეეძლოთ თავიანთი მიზნის მიღწევა, მაგრამ ამის შანსი არ მისცემიათ. მათ სერბი ფიზიკოსი შერაცხეს საშიშ ექსპერიმენტატორად, შეშლილ მეცნიერად. მორგანის აგენტებმა მისი გაკოტრება მოახერხეს და ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გენიოსს სიღარიბეში ამოხდა სული.

    j3owm

    XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა წამოიწყო ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ტესლას სისტემაზე დაფუძნებით თავდაცვითი იარაღის შექმნას. იარაღის მიზანი იყო, მოეგერიებინა ბალისტიკური რაკეტები. ასევე მიდიოდა მუშაობა სხვა პროექტებზეც, ისეთი იარაღების შექმნაზე, რომელიც გამოიყენებდა ლაზერსა და კინეტიკური ენერგიის ტექნოლოგიას. ამ პროექტების დახვეწა დღესაც მიმდინარეობს.

    დასასრული.

    მსგავსი ამბები

    Back to top button