საკითხავისურათებიუცნაური

ფჰუკეტის ვეგეტარიანული ფესტივალი (+16)

მთვარის კალენდრის მეცხრე თვის პირველ საღამოს ჩინელი ხალხი რელიგიური თემებიდან მიემგზავრება ფჰუკეტში, ტაილანდში. ისინი მონაწილეობენ მიმდინარე დღესასწაულში, რომელიც ცხრა დღე გრძელდება. ფესტივალს ვეგეტარიანული ეწოდება. ფესტივალის დროს მომლოცველები თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან, ალკოჰოლის მიღებისგან, სექსისგან და გინებისგან. ეს პრაქტიკა შექმნილია იმისთვის, რომ მართონ ბოროტი სულები, რათა უზრუნველყონ ჯამრთელობა და მშვიდობა

ეს რიტუალი თარიღდება ადრეული მეცხრამეტე საუკუნით, როდესაც 1825 წელს ჩინური ოპერის ჯგუფი ეწვია ქალაქ კატუს ტაილანდში, ჩინელი მაღაროელების გასართობათ, რომლებიც იქ მუშაობდნენ. ჯგუფის წევრებს დაემართათ მალარია, ხოლო დაავადების სამართავად, მათ მიმართეს ვეგეტარიანულ დიეტას.

ფესტივალის დროს ათასობით ადამიანი იხვრეტავს სხვადასხვა ნაწილს სხეულისას, განსაკუთრებით ლოყებს, დადიან ცხელ ნახშირზე, ყველა უხმობს ღმერთს. ითვლება, რომ ეს ადამიანები მიიღებენ ღვთაებრივ კურთხევას, და იმიტომ ისინი არ განიცდიან სერიოზულ სისხლდენას, ინფექციას და მნიშვნელოვან ნაიარევს. ყოველწლიურად თვითდასახიჩრება უფრო და უფრო საშინელი ხდება, რადგან მონაწილეები ამ რიტუალის უჩვეულო ნივთებით იხვრეტენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close