არქივი

პიტერ დრუკერი

d127b970ab88

კაცი, რომელმაც მენეჯმენტი (ხელმძღვანელობა, მართვა) გამოიგონა…

d0594c24e026

უმეტესი თეორიები და იდეები რომლებიც გამოქვეყნებულია მენეჯმენტის დარგში ეკუთვნის პიტერ ფერდინანდ დრუკერს. ეს კაცი აღიარებულია მენეჯმენტის დამფუძნებლად. (Peter Drucker-The man who invented Management). ის ითვლებოდა ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ამ დარგში. მსოფლიოში კარგად დამკვიდრებული პირობითი ბრძნული და ბანალური მენეჯერული თეორიები და აზრები წარმოდგენილია პიტერ დრუკერის მიერ და მან არაერთ ბიზნესმენზე თუ პოლიტიკოსზე მოახდინა გავლენა მსოფლიოს მაშტაბით. ბილ გეითსი – “მაიკროსოფტი”, ანდრიუ გროუვი – “ინტელი”, ჯეკ ველჩი – “ჯენერალ ელექტრიკი”, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, პრეზიდენტი გინგრიჩი, აღმასრულებელი მართველები, ამ ხალხისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო თითოეული დრუკერის იდეა.

73c48a1d2b15

დრუკერის 1945 წელში “ჯენერალ მოტორსზე” დაინტერესებით შექმნა საერთო წარმოდგენა კორპორაციაზე (The Concept of Corporation), დრუკერმა ორგანიზაციის ერთერთ პრინციპად წარმოადგნია ორგანიზაციის დეცენტრალიზაცია, რომელიც 1980 წლიდან მასიურად გამოიყენებოდა ამერიკის კომპანიებში.
1954 წელში გამოცემულ წოგნში (The practice of Managment), მან პირველმა დასვა ბუნებრივი, უბრალო მაგრამ მნიშვნელოვანი კითხვები: რა ბიზნესში ვართ? ვინ არის ჩვენი მომხმარებელი? რას მიიჩნევს მომხმარებელი ფასეულად? ამ წიგნში დურკერმა ასევე ხაზი გაუსვა მენეჯერების მნიშვნელობას და ხანგრძლივი მიზნების არსებობას, რომლებზე დამყარებით უნდა შეიქმნას სავალდებულო და დაუყოვნებელი მიზნების ასრულების ხერხები.

63e9d65efb3d

1966 წლის წიგნში (The effective Executive-მართალი, სასარგებლო აღმასრულებელი) დრუკერმა დაწერა, რომ მენეჯერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მნიშვნელოვან საკითხებზე იმისთვის რომ თავიდან აიცილოს არარსებულზე დროის ფლანგვა,ყურადღება გაამახვილოს რეალურ ღირებულებებზე ვიდრე მოხდენილობაზე, ქარისმატულ და გაკულტებულ ლიდერებზე ინსტიტუციალიზირებული ინსტრუქციების დამყარებაზე. ამ წიგნის მიხედვით და დრუკერთან ცონსულტაციიტ ჯეკ ველჩი გახდა “ჯენერალ ელეკტრიკის” აღმასრულებელი დირექტორი.

eb92300bbcaa

სხვა მნიშვნელოვანი მენეჯერული პრინციპები რომელიც დრუკერმა დააყენა საზოგადოების წინაშე წარმატებით გამოიყენება დღევანდელ ცხოვრებაშიც. უფლებამოსილი მუშების აუცილებლობა და მათზე მოპყრობა, მსოფლიოს გადასვლა საქონლის ეკონომიკიდან ცოდნის ეკონომიკაზე, სადაც ღირებულება ენიჭება ჭკვიან და განათლებულ მუშებს, კორპორაცია არის საზოგადოებრივი კავშირი დამყარებული რწმენაზე, პატივისცემაზე, მუშათა სურვილების დაკმაყოფილებაზე, მათი გრძელვადიანი ტრეინინგებით, ცვლილება არის შესაძლებლობა ვიდრე შიში, ყველა გადაწყველება არის რისკი, ხოლო რისკის შემცირება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ მენეჯერმა იცის რომელი გადაწყვეტილებაა აუცილებელი, ეს კი მაშინ არის შესაძლებელი როცა მენეჯერს ნაპოვნი აქვს გზა რაც გაამართლებს გადაწყვეტილებას.

cec3e60945ae

წყარო:  საერთაშორისო ფინანსური ეკონომიკა

Qiitii

1990 wlis 19 marti chemi dabadebis tarigia...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button