გართობა

ჩემი თვალით დანახული საქართველო

df26086639bb
ჩემი თვალით დანახული საქართველო, ანუ მიხეილ სამხარაძის (ჩემი) ფოტოგრაფია

ბოლო დროს უცნაური.კომ-ზე ხშირად ვხედავდი უცხოელი ფოტოგრაფების შესახებ გახსნილ თემებს და გული მწყდება, რომ ამ თემების ავტორებმა არც კი იციან, რომ საქართველოში არათუ მათნაირი, არამედ მათზე ბევრად კარგი ფოტოგრაფები გვყავს.

კადნიერებაში არ ჩამომართვათ და ამჯერად ვეცდები ჩემი საკუთარი ნამუშევრებით მოვიწონო თავი. ჩემს ფოტოებს ნელ-ნელა თავს ვუყრი ჩემს პერსონალურ საიტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვიგე ერთ-ერთ ფოტოკონკურსში.

1. სამეგრელო (სერიიდან: Georgia From Above) – გადაღებულია ვერტმფრენიდან. 2010
04440cf63631

2. აჭარა (სერიიდან: Georgia From Above) – გადაღებულია ვერტმფრენიდან. 2010

df26086639bb

3. სამეგრელო (სერიიდან: Georgia From Above) – გადაღებულია ვერტმფრენიდან. 2010

cde10d91cb9c

4. უშბა, სვანეთი (სერიიდან: Georgia From Above) – გადაღებულია ვერტმფრენიდან. 2010

a3ec71d504d5

5. ჭაუხები და მწვანე ტბა. 2010 (აბუდელაურის ტბების ნაწილი) სოფელ როშკას მხარე. გადაღებულია მზის ამოსვლისას 05:30 AM

44eec5f3fea2

6. სოფელი როშკა. 2010 წელი მზის ჩასვლა

e3e683927804

7. თეთნულდის ქედი, სვანეთი (სერიიდან: Georgia From Above) – გადაღებულია ვერტმფრენიდან. 2010

e371b281dbee

8. ჭაუხები და კარვები.. 2010 სოფელ როშკას მხარე. გადაღებულია 03:40 AM

c5c8d9cdc8c4

9. მავთულხლართები. 2008

08721c7515ac

10. ყუროს ქედი და არწივები (სტეფანწმინდა) 2008

6aae9fdefdf2

ვცდილობ საქართველო დავანახო ხალხს ისე, როგორც არავის უნახავს. ძალიან ბევრი ადგილია რაც ქართველების 90%-ს არც კი უნახავს და რაღაც უაზრობების დასათვალიერებლად დარბიან საზღვარგარეთ. არ აფასებენ იმას, რაც აქვთ საკუთარ ქვეყანაში. დააფასეთ და გაურთხილდით. დაათვალიერეთ რაც ასე ახლოსაა თქვენთან. თუ მოგეწონებათ მომავალში კიდევ დავდებ სხვა ფოტოებს.

 

პ.ს.

ფოტოების ნებისმიერი სახით გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე არის საავტორო უფლებების დარღვევა და ისჯება კანონით. სხვათაშორის ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და სოლიდური კომპენსაციაც გადაიხადეს. ბევრ ჩემს მეგობარ ფოტოგრაფსაც გავუწიე დახმარება კომპენსაციის მოპოვებასთან დაკავშირებით.

ასე, რომ ისიამოვნეთ ფოტოგრაფიით და ნუ ეცდებით სხვა საიტებზე ამის გადაწერას. თუ მოგწონთ პატივი ეცით ამ ფოტოების ავორტსაც და მის შრომასაც. თუ მოუნდება ის თვითონ ატვირთავს სხვა საიტზე ამ ფოტოებს, არ საჭიროებს სხვების დახმარებას.

www.samkharadze.inf.ge

ფოტოგრაფი: მიხეილ სამხარაძე (მე)

მსგავსი ამბები

Back to top button