არქივი

ვისკი

2249ee9dbcb1

რა შეიძლება ითქვას ვისკზე, მის წარმოშობაზე და საიდან იღებს ის ფესვებს?

მისი წარმოშობის ისტორიის დაწყებას, სულ მცირე, ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეს მიაწერენ.
ამბობენ, რომ “მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით, მისიონერმა ბერებმა ჩამოიტანეს იორდანიიდან, სადაც ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ. თუ გავიხსენებთ იმასაც რომ St.Patrick-ი კონკრეტულად ირლანდიის მფარველია, ეს უფრო სარწმუნო ხდება. ამ ვერსიას გაცხარებით არ ეთანხმებიან შოტლანდიელები და მუდამ აპროტესტებენ.

396bd3f15b6b

მაგრამ შოტლანდიელების”გულის გასახეთქად” ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ლეგენდის გარდა, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი ლიცენზია რომელიც დისტილაციის უფლებას იძლეოდა ღვინის
საამქრო Old Bushmills-ს ეკუთვნის, ხოლო ეს საამქრო ირლანდიაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1608 წლით, ვისკის შესახებ სკოტურ-კელტური მძაფრი კამათი დღემდე არ წყდება.
საინტერესოა ამ პროდუქტის სახელწოდების წარმოშობაც, რომელსაც შოტლანდიელები ეძახიან whisky (უფრო ხშირად კი – “სკოჩს”), ხოლო ირლანდიელები ოდნავ განსხვავებით –whiskey.
სხვათა შორის, მოგვიანებით უკვე კანადაში და იაპონიაში Whisky-მოხსენიება დაიწყეს, ხოლო ვისკის რომელიც იწარმოება ამერიკაში, ირლანდიულ სტილში, Whiskey-ს უწოდებენ.

3e8c52efd4c0

af7b82bbd011

თავად ტერმინს რაც შეეხება: აქაც, მონასტრის კედლებს ვერ ავცდებით. ზუსტად მონასტრები აღმოჩნდნენ ვისკის პირველი მწარმოებლები, რომელსაც ლათინურად “Aqua vitae”-ს (სიცოცხლის წყალი) უწოდებდნენ და ძირითადად სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ. ძველ შოტლანდიურ ენაზე “სიცოცხლის წყალი” ჟღერს როგორც “uisque baugh“, რომელმაც რამოდენიმე სახეცვლილების შემდეგ დაიმკვიდრა საბოლოო სახელი და უკვე ასე ნაცნობად ჟღერს – ვისკი.
აი ამას კი, უკვე ირლანდიელები აპროტესტებენ, რომლებიც სიცხარით არაფრით არ ჩამოუვარდებიან შოტლანდილებს და ისევ და ისევ წმინდა პატრიკის ლეგენდასთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ ხოლმე თავიანთ თანამემამულე იენეს კოფის, რომელმაც 1830 წელს საბოლოოდ დახვეწა და დანერგა ვისკის ახალი ტიპის სახდელი, რომელიც მომავალში გახდება ყველა თანამედროვე სახდელების ანალოგი და რომელიც თავის მხრივ პირდაპირ სამრეწველო დონეზე დააყენებს ვისკის წარმოებას. ამაზე შოტლანდიელები პირქუშად უპასუხებენ, რომ კოფიმ მხოლოდ და მხოლოდ შოტლანდიელი რობერტ სტეინის გამოგონებული სახდელი აპარატი გააუმჯობესა სამაგიეროდ ირლანდიელები დღემდე შემორჩენილ 1556 წლის საპარლამენტო აქტს აუფრიალებენ ცხვირწინ, სადაც ვისკი, ქრონოლოგიურად პირველად, კონკრეტულად ირლანდიის კონტექსტშია მოხსენიებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შოტლანდიელებსაც აქვთ დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო ადრე 1505 წლით არის დათარიღებული და სადაც ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს ამოვიკითხავთ – თურმე, ასე ვთქვათ, ვისკის წარმოების მონოპოლიური უფლება ქალაქ ედინბურგის მაშინდელი საბჭოს, ქირურგების და დალაქების გილდიისთვის მიუცია. ეს ჯერ კიდევ ის ეპოქაა, როდესაც ყველა დარწმუნებული იყო ვისკის სამედიცონო თვისებებში.

461f21f11359

d0876cf56d53

როგორ დავლიოთ ვისკი? მკაცრად განსაზღვრული წესები ვისკის სმას, პირნციპში, არც აქვს, მაგრამ თუნდაც ფილმებიდან ხომ გვახსოვს ვისკის დალევის ერთი სტილი – whisky on the rocks “ვისკი ყინულით”, რომელსაც შოტლანდიაში არავინ იყენებს, შოტლანდიაში არ ცხელა და ვისკის ყინულით სმა ამერიკიდან არის შემოსული და ზუსტად ამერიკიდან გავრცელდა ესეთი წესიც. ოკეანისგაღმური ვისკი არც ისე სასიამოვნო დასალევია თუ რამეში არ გააზავე, რაც არანაირად არ ჭირდება ირლანდიულ (რომელსაც თავისი “სინაზის” გამო, საერთოდ არ საჭიროებს გაზავებას) და შოტლანდიურ ვისკებს. შოტლანდიაში მაინც არსებობს ეგრეთ წოდებული ვისკის სმის “ხუთი შ”-ის წესი, რომელიც ძალიან მოკლედ ასე ჟღერს : Sight (აღტაცებით ყურება), Smell (არომატის ჩასუნთქვა), Swish (გემოს გასინჯვა), Swallow (პატარა ყლუპით დალევა) და ხანდახან Splash (წყლით გაზავება).
6ef089890191

5a9b7877daa7

წყარო: kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button