არქივი

ბენგალის ვეფხვი

a0a813fd4444

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია და იგი გამოირჩევა თავისი ძალით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში.

საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-6 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა “ვეფხვი” აღნიშნავდა ჯიქს.

1a5572460d28

არსებობდა მისი რვა სახეობა, მაგრამ სამი მათგანი XX საუკუნეში გადაშენდა. დაახლოებით 100 წლის განმავლობაში ამ ცხოველზე ნადირობისა და ტყეების განადგურების შედეგად ასიოდე ათასიდან მათი რიცხვი 3000 მდე შემცირდა. მათზე ნადირობის უმთავრესი მიზეზი იყო “ფიტულის” დამზადება, ასევე მათი სხეულის რაღაც ნაწილები გამოიყენებოდა ჩინურ მედიცინაში. დანარჩენი 5 სახეობა იმყოფება ზრუნვის ქვეშ და აკრძალულია მათზე ნადირობა.

edd05fb1db11

ბენგალის ვეფხვი ბინადრობს ინდოეთში და ამიტომ მას ხანდახან ინდურ ვეფხვსაც უწოდებენ. ისინი არიან ყველაზე გავრცელებულები სხვა სახეობებთან შედარებით და მათი ზომები მართლა შთამბეჭდავია. მისი ტანის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს, ხოლო კუდისამ – 1 მეტრს. ყველაზე დიდი წონა რაც დაფიქსირებულა არის 227 კილოგრამი. აღსანიშნავია ისაც რომ მას იმხელა ხმა აქვს, რომ შესაძლებელია 4 კილომეტრის რადიუსში გაგება.

ისინი ძირითადად მარტონი ცხოვრობენ და იცავენ საკუთარ ტერიტორიებს. ნუ ყველამ ვიცით რომ მტაცებლები არიან და მათ ნადირობის დროს შეუძლიათ რამოდენიმე საათი შეუსვენებლივ იმოძრაონ რათა მიაგნონ ნადავლს, რაც ძირითადად არის ირემი, ტახი და ხარი. როდესაც დაინახავენ მსხვერპლს, წვებიან და ნელ-ნელა ეპარებიან. შეუმჩნევლობაში სხეულის ფერებიც უწყობენ ხელს, შეიძლება ითქვას რომ მათი სხეული დაფარულია კომუფლიაჟით.

1c10a24b9763

2c6a8e1e89db

04deb2d1c1bc

735782925f06

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button