გართობა

ძუძოლოგია (16+)

boobs videos1
ორი მეცნიერების, ანატომიისა და ნატომიის გასაყარზე, საფუძველი ჩაეყარა ახალ სამეცნიერო დისციპლინას – ძუძოლოგიას. ტერმინი “ძუძოლოგია წარმოადგენს კომბინაციას რომაული სიტყვისა “ძუძოს”, რაც ქართულად მკერდს  და ბერძნული “ლოგოს”, რაც მოძღვრებას ნიშნავს. იგი შეისწავლის სუსტი სქესისათვის დამახასიათებელ ორივე, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნიშანს.

ტერმინი ”ძუძოლოგია” პირველად ქართველმა სიმპათიურმა სტუდენტმა, დავით ქურდაძემ გააჟღერა თავის ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც ამავე სახელწოდებას ატარებს და ქართული მხატვრული ბლოგის არქივში მოიძებნება. თუკი გადავხედავთ სამეცნიერო წინამძღვრებს, აღმოვაჩენთ, რომ ”ძუძოლოგია”, როგორც პროექტი, საწყისი ეტაპიდანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამოირჩეოდა ძუძუების კვლევისა და მასზე დაკვირვების, უნიკალური, ინდივიდუალური მეთოდებით. პროექტს განსაკუთრებით მხარს უჭერენ 13-14 წლის ბიჭები.

ძუძოლოგიას, ისევე, როგორც ყველა მეცნიერებას, გააჩნია შესასწავლი საგანი, ასპექტი და კვლევის ობიექტი, რაც ორ სფეროსებულ სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ. ჭეშმარიტ ძუძოლოგს უნდა შეეძლოს ლიფის მარტივად, სასურველია ცალი ხელით გახსნა (აქ ვსარგებლობ მომენტით და მივიწერ ამ თვისებას, რადგან, ვვარაუდობ, რომ არც ერთი გოგო არ მოისურვებს გაამჟღავნოს იმის ცოდნა, თუ როგორი უნიჭო ვარ ამ საქმეში).

როგორც მოგეხსენებათ, ეს პირველი სტატიაა ძუძოლოგიის შესახებ და შეუძლებელია ამ ერთ პატარა ნარკვევში თავი მოუყარო და ამომწურავად ისაუბრო ხსენებულ მეცნიერებაზე, თუმცა მასში აუცილებლად განვიხილავთ ძუძუს 4 კატეგორიას:

1. პატარა მკვრივი მკერდი – ამ კატეგორიაში ერთიანდება 2-დან 2.5-მდე ზომის მკერდი, რომელიც გამოირჩევა სიმკვრივით, რაც ბევრის აზრით (მათ შორის ჩემი), საკმაოდ მიმზიდველია. თუმცა, აქვე ვაწყდებით ერთ არასასიამოვნო ფაქტს: ასეთი ზომის მკერდი ძალიან სასიამოვნოა და ძნელია მასთან განშორება.

2. რბილი მკერდი – რბილი მკერდი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საგანია, რადგან მეცნიერები ვერ თანხმდებიან, კარგია იგი თუ ცუდი, ამიტომაც ამის განხილვას არ დავიწყებ, დაე ყველამ თავის ძუძუში ჩაიხედოს.

3. დიდი მკერდი – დიდი მკერდი, ჩემი აზრით, სასურველია მანამდე, სანამ პირველად იხილავ მკერდს რეალურ ცხოვრებაში. იგი გამოირჩევა მოუხერხებლობით, არაკომფორტულობითა და დიდი დიამეტრით.

4. სხვა რამეზე საორიენტაციო მკერდი – ამ კატეგორიას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ”ცუდ ძუძუს”, ასეთ მკერდთან შეხებისას, ხდება ყურადღების გადატანა სხეულის რაიმე უფრო საინტერესო და მიმზიდველ ნაწილზე.

მიუხედავად წარმატებული სამეცნიერო სტარტისა, ძუძოლოგია ხშირად ვერ უძლებს კრიტიკას და არ მოეპოვება პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორებიცაა: ”რატომ აქვს ქალს ორი ძუძუ და რატომ გვიწევს ყოველთვის მეორეზე ”ზაკამპანიუ” ფერება”, ”რატომ მიყვარს მკვრივი მკერდი”, ”რატომ ვარ მახინჯი?” და ა.შ.

წყარო: http://notes.ge/dzudzology/

მსგავსი ამბები

Back to top button