არქივი

ოქროს ხიდი :) ………

f33d2fc0d54c

ჩვენი წელთაღრიცხვის 495 წელს ბუდისტმა ბერმა ბატუომ ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინცია ხენანში დააარსა მონასტერი რომელიც დღესაც არსებობს და რომლის შესახებაც ყველამ იცის ეს არის შაოლინის მონასტერი სადაც წარმოიშვა და განვითარდა კუნგ-ფუ.

შაოლინის მონასტერი ცნობილია ბერებით რომლებიც ინახავენ და შთAმომავლობას გადასცემენ კუნგ-ფუს საიდუმლოებებს, მაგრამ ცოტამ რო იცის რომ ბუდისტი ბერები უფრო ფილოსოფოსები და მეცნიერნი არიან ხოლო კუნგ-ფუ ამ ფილოსოფიის ნაწილია, ალბათ ცხოვრების მკაცრმა ხასიათმა მოიტანა ის რომ ეს ფილოსოფია საბრძოლო ხელოვნების ხასიათად გამოვლინდა. არადა კუნგ-ფუს სათავეში ამ დროს გასხივოსნებული ოსტატები იდგნენ. ისტორია მათ შესახებ მწირ ცნობებს გვინახავს:

527 წელს შაოლინის მონასტერში გასხივოსნებული ბოდჰირჰარმა მივიდა
რომელმაც ბერებს დაუტოვა სხვადასხვა კომპლექსები, მაგრამ მისი დატოვებული ილეთები არა მარტო კუნგ-ფუს ოსტატებისთვისაა განკუთვნილი არამედ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისახ მათ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.

ეხლა კი შემოგთავაზებთ ყველასათვის კარგად ცნობილ კუნგ-ფუს საბრძოლო მდგომარეობას “ოქროს ხიდს”.(იხ.სურათი)

ერთი შეხედვიტ ეს მარტივი პოზაა მაგრამ მას ადამიანისთვის დიდი ძალის მიცემა სეუძლია, თანამედროვე მეცნიერებმა ერთხელ სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს: თუკი ადამიაანი ხელის ყველა კუნთს დაძაბავს მას მიეცემა ისეთი ძალა რომ თავისუფლად შეძლებს ლოკომოტივის აწევას :). ეს უტოპიაა ყველა კუნთის დაძაბვა შეუძლებელია,
მაგრამ ოქროს ხიდში ხელის კუნთების დაჭიმვა და მოდუნება ჰარმონიულადაა შენაცვლებული.

შესრულება მარტივია, მაგრამ ხერხემალი გამართული უნდა იყოს, მენჯი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხელის მტევნები მაქსიმალურად ვერტიკალურად უნდა იყოს იატაკთან მიმართებაში. მთააავარი ყურადღება კი თითებს ეთმობა : საჩვენებელი თითი ზემოთაა აღმართული ხოლო დანარჩენი თითები კი მეორე სახსარშია მოხრილი. მთავარია სხადოთ, ტავიდან 1 წუთსაც ვერ გაჩერდებით მაგრამ დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ შეძლებთ 10 წუთი რომ დარჩეთ ამ მდგონარეობაში.

წარმატებები :)……………

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button