კულტურა

MikroRaptor – ყველაზე პატარა დინოზავრი

fec8b9ec0800

“მიკრორაპტორის” ჩონჩხი, რაც ნიშნავს პატარა მძარცველს, აღმოაჩინეს ჩინეთში 2000 წელს (დინოზავრებიც პატარები ყოფილან :D)

მისი ზომა არის სულ რაღაც 40 სანტიმეტრი, მისი ფეხები ადაპტირებული იყო ძრომიალისათვის. ვარაუდობენ რომ იგი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებდა. ამ პატარა მტაცებელ დინოზავრს, გააჩნდა ფრინველის დამახასითებელი რამოდენიმე ნიშანიც, გამოსარჩევია კბილები, რაც უთანხმოებას იწვევს იმის შესახებ, შეეძლო თუ არა მას ფრენა…

ამ დავის მიუხედავად ყველანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ამ დინოზავრს გააჩნია ფრინველის დამახასიათებელი ნიშნები და ხეზე ცხოვრობდა. ჩემი აზრით მართლა დიდი ალბათობაა იმისა რომ დაფრინავდა კიდეც :)

ფრენა რომ შეძლებოდა ასეთი სახე ექნებოდა
948b76f7115b

ეს გახლავთ ყველაზე პატარა, აღმოჩენილია კიდევ რამოდენიმე, რომლებიც არ აღემატებიან 1 მეტრს…

ერთ-ერთი მათგანია “კომპსოგნატუსი” (ხორცის მჭამელი). რომლის სიგრძე არის 60 სანტიმეტრი და მისი წონა არ აღემატება 3 კილოგრამს
a48d135c8cb8

შემდეგია “სალტოპუსი” (მწერიჭამია). მისი სიგრძე არ აღემატებოდა 60-65 სანტიმეტრს
d0d132e2215f

“ლესოტასაურუსი”. იგი არ იყო მტაცებელი. მისი სიგრძე აღწევდა 90 სანტიმეტრს
63d4ec6b8921

“ვანანოსაურუსი”, აგრეთვე ცნობილია როგორც “ფაქიცეფალოზავრი”. იგიც ვეგეტარიანელი გახლდათ და მისი სიგრძე არ აღემატებოდა 1 მეტრს
ced659cfd538

მსგავსი ამბები

Back to top button