არქივი

პალეოვიზიტი,კოსმოსური ცივილიზაციები თუ ფანტასტიკა?

2cdb18ae2e7a

იდუმალი,იდუმალი და კიდევ ერთხელ იდუმალი ფაქტები :)

ადამიანს უსაზღვროდ აინტერესებს,არსებობს თუ არა ამ უზარმაზარ სამყაროში სხვა ჩვენთვის უცხო ცივილიზაცია …ბევრს სურს ირწმუნოს პალეოვიზიტის-დედამიწელებთან უცხოპლანეტელთა სტუმრობის შესახებ.ზოგი კი წარსულიდან შემორჩენილ უამრავ არქიტექტურულ საოცრებას თუ ცოდნის მაღალ დონეს უკავშირებს უცხოებს.თუმცა დღეს უკვე აშკარაა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ ნებისმიერ სფეროში ისეთი გასაოცარი შედეგებისთვის მიეღწიათ,რაც ჩვენ უდიდესი ტექნიკური რევოლუციის ეპოქის შვილებსაც გვაოცებს..ანუ ამ პოსტში გაგაცნობთ რამდენიმე ბურუსით მოცულ ისტორიას…

87647adac636

მესოპოტამიის იგივე შუამდინარეთის მდებარეობა(ადგილი სადაც ჩაისახა შუმერული ცივილიზაცია)

არქეოლოგთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ დაახლ.6000წლის წინათ გაჩენილ შუმერულ ცივილიზაციას საფუძვლად სწორედ არამიწიერი,კოსმოსური ცივილიზაცია დაედო.

ba8281e67209

შუმერთა თქმულებებით,ღმერთები დედამიწაზე პლანეტა ნიბრუდან ჩამოვიდნენ.შესაძლოა ეს იყო ის მეათე პლანეტა,რომელსაც თანამედროვე ასტრონომები მზის სისტემის მიღმა ეძებენ.

c44ef2b50fca

შუმერული ზიკურათი

პროფესორ სტივენ ლენგდონის აზრით,შუმერები ჯერ კიდევ 6500 წლის წინ კარგად იცნობდნენ დედამიწის ღერძის პრეცესიული მოძრაობის მოვლენას.

bc3678188322

შუმერული კოსმოლოგიის ცალკეული ელემენტები ძველ ეგვიპტელებთან და ინდიელებთანაც გვხვდება.
ზოგიერთ შუმერულ ბეჭედზე გამოსახულია მზე თავისი 11 პლანეტით და კიდევ ერთი ციური სხეულით(ასევე აქადელებთანაც)თანამედროვე მეცნიერთა აზრით ეს მეთორმეტე ციური სხეული იყო პალნეტა ნიბრუ-მარდუქი.მისი ორბიტული პერიოდი დედამიწის 3600 წელს უტოლდება.3600 კი მნიშვნელოვანი რიცხვია შუმერთა თვლის სისტემაში.

d70875b977fa

ცნობილი ბრიტანელი ასტროფიზიკოსის ფრედ ჰოილის აზრით სიცოცხლე და გონი არამიწიერი წარმომავლობისაა.ის ფიქრობს რომ ადამიანი კოსმოსის უზარმაზარ სივრცეში გაბნეული ადრე არსებული სიცოცხლის გონიერი ფორმების გამეორებაა.

ზოგიერთმა შუმერულმა ტექსტმა შემოგვინახა ცნობები დიდი კატასტროფის შესახებ და ასევე განადგურებული ქალაქების სია.
„მიწაზე ჩამოდგა უბედურება,მანამდე გაუგონარი კაცთაგან.ყველა ხედავდა რაღაც ისეთს,რისგანაც შეუძლებელი იყო თავის დახსნა.არავის შეეძლო დამალვა ამ ბოროტისაგან დედამიწას მოჩვენებასავით რომ დასცხრომოდა თავს…მოძვრებოდა…ყველაზე მაღალი და სქელი კედლებითაც,როგორც წყალი,ვერავითარი კარი ვერ აკავებდა,ვერავითარი ურდული ვერ აჩერებდა.“

de92b9a3ad3b

დაახლოებით იგივე პროცესია აღწერილი ინდურ რამაიანაში-ანუ ღმერთების ომის ეპოპეაში.ის გვიამბობს საომარი მფრინავი ობიექტების,მასობრივად გამანადგურებელი სხივების,ბომბების,რაკეტების შესახებ.ღმერთების იარაღი არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლზე არამედ მის შთამომავლობაზეც მომაკვდინებლად მოქმედებდა.

1ffd66d1b3b2

5372246a9ae4

თქვენი არ ვიცი მაგრამ ამ ათასწლეულების წინანდელმა მითებმა მე თანამედროვე ომები და ატომური ბომბი მომაგონა.რა უცნაურია, საიდან უნდა სცოდნოდათ დაახლ.5000 წლის წინ მცხოვრებ ადამიანებს მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ.იქნებ მართალც უცხოპლანეტელების ხელი ურევია…

c37fc1c7a363

6d7000e66621

ნინევიასა და მესოპოტამიაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები უზარმაზარ ინფორმაციას გვაწვდიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროზე.მათ შორის უმნიშვნელოვანესია „ენუმა ელიში“-კოსმოგონიური ეპოპეა,პირველი და ერთადერთი ტექსტი ,რომელშიც აღწერილია ჩვენი მზის სისტემის შექმნის დასაწყისი,ანუ 4,6 მილიარდი წლის წინათ მიმდინარე კოსმოსური პროცესები:“ენუმა ელიშ ლა ნაბუ სამამუ-ვიდრემდე ცათა არ ჰქონდათ სახელი“ე.ი. პოემა იწყება მზის სისტემის შექმნის წინადღეს.

თელ-ჰაუსული
ოდესღაც მდ.იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულა ისტორიამდელი იერიქონის მსგავსი დასახლება,მაგრამ აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მეცნიერების გაოცება გამოიწვია,თუმცა ამის შესახებ მეცნიერთა ვიწრო წრის გარდა არავინ იცის.მოკლედ ვიტყვი:გათხრებისას აღმოჩნდა რომ კედლები რაღაც უცნობი ძალის ზემოქმედებით მთლიანად გადაქცეული და ჩანგრეული იყო.მეცნიერებმა მოახდინეს ფრესკების რესატვრირება და აღმოჩნდა რომ იქ გამოსახული იყო ადამიანები,რომლებიც ეგებებოდნენ უცნობი მფრინავი ობიექტიდან გადმოსულ კაცს.დაუჯერებელია მაგრამ არქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი საკულტო ნაგებობის ნაშთები,ნივთები,ღმერთთა ფიგურები.მკვლევარებს ეჭვი გაუჩნდათ რომ თელ ჰაუსულის მკვიდრნი თვითონ იყვნენ თაყვანისცემის ობიექტნი.ამ მოსაზრებას ამყარებს რუსი აღმოსავლეთმცოდნე ზ.სიტჩინი და ბიბლიასაც კი იმოწმებს.

P.S. სამწუხაროდ თელ-ჰაუსულის ვერცერთი ფოტო ან ილუსტრაცია ვერ აღმოვაჩინე ინტერნეტში.

დოგონების მითი

დოგონების ქანდაკებები

f842985bf166

7a3e8a14e56a

3192af6dfabe

ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს ასეთი მცირერიცხოვანი ხალხი-დოგონები,რომელთა მითსაც ზოგიერთი მკვლევარი პალეოვიზიტის დადასტურებად მიიჩნევს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დოგონებმა ათასწლეულების წინ იცოდნენ თეთრი ჯუჯის არსებობა,ასევე იცოდნენ სირიუსი საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნავს,ჩვენი გალაქტიკა კი სპირალურია.მათ იცოდნენ,ისიც რომ სირიუსB სირიუს A-ს ირგვლივ შემობრუნებას 50 წელს ანდომებს.რაც ყველაზე გასაკვირია მათ იცოდნენ მესამე სირიუს C არსებობის შესახებ,რომლის შესახებაც თანამედროვე ასტრონომიულმა მეცნიერებამ არაფერი უწყის.დოგონთა მითოლოგიით,ეს ცნობები მათ სირიუსიდან ჩამოსულმა უცხო არსებებმა გადასცეს.

203b0c8c7946

და ბოლოს მინდა გიამბოთ ნასკას იდუმალებით მოცული ნახაზების შესახებ.

c31d1bd034af

4f6c1bc6db40

ისინი სამხრეთ პერუში,წყნარი ოკეანის სანაპიროდან 50კმ.დაშორებით სწორ პლატოზე მდებარეობს.მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან მის დანიშნულებაზე,ასაკზე და შემქმნელებზე.ზოგის აზრით ის 500-1500 წლის წინ შეიქმნა ზოგი მათ 4000 წლის წინანდელად მიიჩნევს.ნასკას ხაზების რაოდენობა 13 000 აღწევს.მრავალი მათგანი კილომეტრებზეა გადაჭიმული.

aefafe913d9e

7e50d542f2d7

ბევრი მეცნიერი ეთანხმება აზრს,რომ ეს ნახაზები სირიუსელებმა საკუთარი კოსმოსური ხომალდებიდან შექმნეს ლაზერული სხივებით.ქვები ამ სხივების ზემოქმედების შედეგად ისე გამოიყურება თითქოს თერმულად დაემუშავებინოთ,ხოლო ხაზთა გადაკვეთის წერტილებში(სადაც ლაზერული სხივი რამდენჯერმე მოხვდა) წარმოქმნილია ორმოები.

a5bb0cbef477

c467d100cfe4

1e2ec3d0117b

ნასკას ხაზთა მარცხენა ნაწილი ქმნის ჩრდ.აფრიკის კონტურს.ვარაუდობენ რომ ნასკა ეს არის რუკა,რომელზეც ჩვენი პლანეტის ენერგეტიკული ცენტრები და არამიწიერი ცივილიზაციის კერებია მითითებული.

06d4a1282789

დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის..მაგრამ ჩემი აზრით ჩვენს წინაპრებს მითები ჰაერიდან არ მოჰქონდათ..ალბათ მათ შექმნას გარკვეული საფუძველი ჰქონდა..ერთდროულად ამდენი დამთხვევა და ამდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა გროვდება…და უამრავი იდუმალებით მოცული ადგილი,რომლებიც მათი საიდუმლოს გაშიფვრას ითხოვენ.

გმადლობთ ყურადღებისთვის :)

მსგავსი ამბები

Back to top button