კულტურაუცნაური

2 ტყუპი, 2 მამა

006f2e1c00e4

მიუხედავად იმისა რომ დალასელი (ტეხასი) ტყუპები ერთდროულად დაიბადნენ და საერთო დედა ჰყავთ, ჯასტინი და ჯორდანი არაფრით გვანან ერთმანეთს გარდა იმის რო შავკანიანები არიან. ტყუპები იმდენად განსხვავდებიან რომ მათ “მამამ” (სინამდვილეში მხოლოდ ერთერთის) მოითხოვა ჩაეტარებინათ ტესტი “მამობაზე”. :D მართლაც ინტუიციამ არ უმტყუნა და დნმ-ის ტესტმა დაადგინა 99.99%-ით, რომ ტყუპები ჩაისახნენ სხვადასხვა კაცისგან.

ამის შემდეგ ტეხასელი მია ვაშინგტონი იძულებული იყო ეღარებინა რომ უღალატა “საქმრო” ჯეიმსს, თუმცა ქალბატონს აზრადაც არ მოსვლია მანამდე რომ მისი ტყუპები შეიძლებოდა 2 სხვადასხვა სპერმატოზოიდისგან ჩასახულიყვნენ.  :D

e0a145c1a331

ასეთ ინციდენტს Heteropaternal superfecundation ეწოდება და ბიოლოგიურად ეწოდება შემთხვევას როდესაც 1-ზე მეტი კვერცხუჯრედი განაყოფიერდება 2 მამაკაცის მიერ იგივე ოვულაციის (კვერცხუჯრედების მზაობა განაყოფიერებისთვის) პერიოდში (დაახლ. 2-4 დღე). ასეთი რამ ძალიან იშვიათია ადამიანებში. მსოფლიოში ასეთი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელია. თუმცა heteropaternal superfecundation ხშირია ცხოველებში, განსაკუთრებით ძაღლებში. ყოველი ლეკვი შეიძლება სხვადასხვა მამრი ძაღლისგან იყოს.

ასეთი შემთხვევების იშვიათობა ადამიანებში გამოწვეულია იმ ფაქტით რომ უმეტესად ქალბატონები უპირატესობას ანიჭებენ 1 პარტნიორთან ყოფნას. თორემ ცხოველებივით 1 ოვულაციის პერიოდში რომ რამდენიმე პარტნიორი ყავდეს ქალს მაშინ იცოცხლე, ადამიანებშიც დაგროვდებოდა ტყუპები სხვადასხვა მამისგან :D

პირველი ასეთი შემთხვევა რომელზეც ჩანაწერები მოიპოვება თარიღდება 1810 წლით. ამერიკელმა ექიმმა ჯონ არჩერმა დაწერა ერთ თეთრკანიან ქალზე რომელსაც “ურთიერთობა” ჰქონდა თეთრ და შავკანიან მამაკაცთან დროის მცირე ინტერვალში და ამიტომ დაბადა თეთრი და შავკანიანი ტყუპები.

ჯორდანს და ჯასტინს – ნახევარძმა ტყუპებს რომელთაც სხვადასხვა დნმ აქვთ და სხვადასხვა მამა ყავთ მეცნიერების სასწაულებს ეძახიან. ლაბორატორიაში, სადაც დნმ-ის ტესტი გაუკეთეს პატარებს, თქვეს რომ ასეთი შემთხვევა მათ არ უნახავთ და ეჭვი ეპარებათ ოდესმე წააწყდნენ მომავალში.

მიას საქმრო ჰარისონი აცხადებს რომ პატიობს ღალატს ტყუპების დედას და ფიცი მისცა რომ ორივეს საკუთარი შვილებივით გაზრდის.

თავის მხრივ მია აცხადებს რომ გააცნობიერა თავისი ქცევა და მომავალში აპირებს ტყუპებს გააგებონოს მათი დნმ-ის სხვაობის შესახებ. თუმცა არანაირად არ აპირებს მეორე მამას აცნობოს მამობის შესახებ :D

მსგავსი ამბები

Back to top button