გასართობისაკითხავი

ადამიანები და ფერები (+გამოკითხვა)


დამეთანხმებით რომ ადამიანის ჩაცმულობა მის ხასიათზე ბევრი რამის მთქმელია, არააქვს მნიშვნელობა ადამიანს ეს თუ ის კონკრეტული სამოსი გამიზნულად (ძალით მოდის გულისთვის) აცვია თუ ნებით და ყოველგვარი მიზნების გარეშე, ფაქტია რომ თუ ოდნავ ჩახედული ხარ ზოგად ფსიქოლოგიაში ან უბრალოდ ხშირად აკვირდები ადამიანის ჩაცმულობას და მის ფერებს, მაშინ გაგიადვილდება ადამიანზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, თანაც ულაპარაკოდ და გაცნობის გარეშე.

სანამ ადამიანს გაიცნობ ყოველთვის ცდილობ წინასწარ განჭვრიტო როგორი ხასიათის და ბუნების ადამიანია, სანდოა თუ არა და ა.შ. ზუსტად ამ დროს  შეიძლება მისმა ჩაცმულობამ და ტანსაცმლის ფერებმა “გაყიდოს” და მასზე ზემოთ ხსენებული ინფორმაცია მოგაპოვებინოთ, თუმცა შეიძლება სულ სხვა ინფორმაციის მატარებელიც აღმოჩნდეს მისი სამოსი, აქ უკვე ის ცოდნაა საჭირო რომელიც მე ჯერ ბოლომდე და სრულად არ შემიძენია, ალბათ იმიტომ რომ მზგავსი რამის ცოდნას, ცხოვრებისეული გამოცდილება და ფსიქოლოგიის საფუძვლიანი სწავლა უნდა! როგორც უკვე ვთქვი  ჩემი გამოცდილება და ცოდნა ამ საკითხთან მიმართებაში არც თუ ისე დიდია, ამიტომ  მინდა რომ  მოკლედ და ზოგადად ვისაუბრო ამ თემაზე რასაც ფერების ფსიქოლოგია ჰქვია.

საერთოდ როდესაც ვუყურებთ ადამიანის ჩაცმულობას პირველრიგში აღვიქვავთ ტანისამოსის ფერებს: ქუდის, მაისურის, ქურთუკის, შარვლის, კაბის და ა.შ. ძირთადად ფერები გვეუბნებიან ამ ადამიანებზე, მათ ხასიათებზე კარგს ან ცუდს. მოდით დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ფერების ეგრეწოდებულ ერთ-ერთ ტაბულას რომელიც ბევრ თქვენგანს ალბათ გამოადგება

არვიცი რამდენად დაგეხმარებათ ეს ტაბულა მაგრამ მე მაინც დავწერე:). მოდის სამყაროში ფერები ფსიქოლოგია ძალიან ხშირად გამოიყენება და ძირითადათ ამას ვხედავთ ამა თუ იმ დიზაინერის მიერ შეკერილ კოლექციებში, მართალია დღეს ყველა ისე იცვამს როგორ მოესურვება, თუმცა მაინც არსებობს ფერთა კომბინაციის უკვდავი წესები! საირთოდ ცნობილია რომ, რაც უფრო ღია, გამომწვევი ფერის ტანისამოსი გაცვია ადამიანს, მითუ უფრო დაბალია შენი სოციალური მაჩვენებელი, მეორესმხრივ შენს ტანსაცმელში რაც უფრო მეტი სერი ან შავი ფერი დომინირებს, მით უფრო მაღალ სოციალურ ფენას განეკუთვნები. ასეთი ხალხი ძირითადათ არიან ბიზნესმენები, ინტელიგენტები და ა.შ. რომლებსაც უმეტესად აცვიათ კოსტუმები და უკეთიათ ჰალსტუხები.

შავი და თეთრი ფერი ყველაზე ნეიტრალური და პოპულარული ფერებია. ადრე თუ შავი ეცვათ ძირითადათ მგლოვიარეებს, დღეს უკვე შავი ფერი მოდის წამყვანი ფერია და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ყოვველდღიურ ჩაცმულობაში. შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ თეთრი როგორც ტაბულაში წერია ასოცირედება უკარება ადამიანთან და ამიტომაა რომ ქორწილში პატარძალს სიმბოლურად თეთრი ფერის კაბა უნდა ეცვას (ძირითადათ საქართველოში) რაც ხაზს უსვამს გოგოს “ქალიშვილობას”

რაც შეეხება ყვითელ ფერს ის იშვიათა გვხვდება ტანსაცმელში რადგან ყვითელი ძალიან გამაღიზიანებელი ფერია და ამიტომაც ძირითადათ მას მხოლოდ დეტალებში თუ გაურევენ ხოლმე. აგრეთვე იშვიათია წითელი ფერიც, თუმცა განსხვავებით ყვითელისგან ის უფრო გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გინდათ რომ ხაზი გაუსვათ თქვენს სილამაზეს ან მიიქციოთ ყურადღება ოღონდ დადებითათ, მაგრამ წითელი ხშირია ისევ და ისევ დეტალებში (ჩანთა, ჰალსტუხი, ყელსაბამი, ქუდი, შარფი და ა.შ.).

რაც შეეხება მწვანეს და ცისფერს ჩვეული ფერებია და ხშირად შეხვდებით, თუმცა არა თეთრზე და შავზე ხშირად მართლა ძალიან საინტერესოა რომ ზოგადად ძალაინ იშვიათად შეხვდებით ადამიანებს რომლებსაც აცვიათ ვარდისფერი სტაფილოსფერიი, სალათისფერ და ღაჟღაჟა წითელი ფერის ტანსაცმელი, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ ჩაიცვამენ ხოლმე მზგავსი ფერების ტანისამოსს, რომ დააფიქსირონ მათი განსხვავებულობა და იყვნენ გამორჩეულები. აი ამ უბრალო და მარტივი ფსიქოლოგიით ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მეხმარება ეს ფერთა ფსიქოლოგი  და ვცდილობ უფრო ღრმად გავეცნო აქედან გამომდინარე მომიტევეთ თუ რამე ვერ ან არ დავწერე……….


წყარო: http://leonsio.ge/

loading...
თეგები

pinkfloyd

I am Me. In all the world, there is no one else exactly like me. Everything that comes out of me is authentically mine, because I alone chose it -- I own everything about me: my body, my feelings, my mouth, my voice, all my actions, whether they be to others or myself. I own my fantasies, my dreams, my hopes, my fears. I own my triumphs and successes, all my failures and mistakes. Because I own all of me, I can become intimately acquainted with me. By so doing, I can love me and be friendly with all my parts. I know there are aspects about myself that puzzle me, and other aspects that I do not know -- but as long as I am friendly and loving to myself, I can courageously and hopefully look for solutions to the puzzles and ways to find out more about me. However I look and sound, whatever I say and do, and whatever I think and feel at a given moment in time is authentically me. If later some parts of how I looked, sounded, thought, and felt turn out to be unfitting, I can discard that which is unfitting, keep the rest, and invent something new for that which I discarded. I can see, hear, feel, think, say, and do. I have the tools to survive, to be close to others, to be productive, and to make sense and order out of the world of people and things outside of me. I own me, and therefore, I can engineer me. I am me, and I am Okay. მიყვარს ...დილით მზის სხივი რომ დამთამაშებს ახლადგაღვიძებულ ჯერ კიდევ დასიებულ სახეზე... მეთამაშება, მიყვარს სურნელი ყველა დღის, თავისებური სხვადასხვანაირი, მიყვარს შეგრძნება რომ ისევ ცხოვრობ, რომ უნდა იცხოვრო... მიყვარს ალუბლისფერი გრძნობები,თითქოს ბოლომდე შეისუნთქავ, გადაყლაპავო, მიყვარს ყაყაჩოს სიფრიფანა ფურცლები...ტუჩთან ახლოს მიტანისას რომ გეკრობა, თავს გადებს და გაკვდება...

მსგავსი ამბები

Close
Close