გასართობისასარგებლო

კომპიუტერები

დღევანდელ რეალობაში კომპიუტერი იმდენად დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ლამის იგი მეორე ბუნებად გვექცეს, ,,უფროსობა” (ბებია,ბაბუა,მამა,დედა) ფიქრობს, რომ ეს ცუდია ჩვენ რომ გვკითხოს კაცმა ამაზე უკეთესი არაფერია!!! (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ). ისე მართლებიც არიან, კომპიუტერი ხომ ჩვენს მხედველობას უშლის ხელს. ეს მათ გარეშეც კარგად ვიცით მაგრამ ერთი ყურიდან შევუშვებთ მეორედან გამოვუშვებთ და არა ერთხელ ვიმეორებთ ამას. თუ გინდათ მეტი იცოდეთ კომპიუტერის შესახებ ყველანი შევდივართ გაგრძელებაში

რაც უფრო ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოგია მით უფრო შეხვდებით იმ აზრს რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ის აზრი რომ კომპიუტერი საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ძალიან აქტუალური ხდება საზოგადოებაში და ამ ფაქტმა საკმაოდ დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეპოვა რომელიმე სამედიცინო ცენტრიდან ინფორმაციები.

ამერიკის სამედიცინო ექსპერტებს მიაჩნიათ რომ…

ინტერნეტისა და ვიდეოთამაშებისადმი მიდრეკილება აზარტის ერთ-ერთი ფორმაა და ეს დაავადება დაემუქრება იმათ ვინც დღეში ვიდეოთამაშებზე ორ საათზე მეტ დროს ხარჯავს. ასევე მათ ვინც საათობით დროს ხარჯავს ინტერნეტში.

ამერიკელმა ფსიქოთერაპევტებმა გააკეთეს განცხადება რომ – „კომპიუტერის წინააღმდეგი არავინაა, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მის გარეშე. ამ დაავადებაში კომპიუტერი კი არ არის დამნაშავე, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. ორსაათიანი ვიდეოთამაში საკმარისია ავადმყოფური ტრანსისა და ნერვული სისტემის გადაღლის გამოსაწვევად. კომპიუტერთან საათობით ჯდომა მხედველობის დაქვეითებას და კუნთების ატროფიას იწვევს, სასტიკი თამაშები კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მასში აგრესიას იწვევს. ამიტომაც მსოფლიოში საკმაოდ გამრავლდა მოზარდთა შორის ძალადობის შემთხვევები. “

ექსპერტები ასევე ამბობენ რომ – ამ სახის ავადმყოფთა მკურნალობა საკმაოდ რთულია. ავადმყოფს მკურნალობა უწევს სტაციონარში 2-3 კვირის განმავლობაში შედარებით მძიმე შემთხვევებში. ექიმები უნიშნავენ ფსიქოტერაპულ პრეპარატებს: ანტიდეპრესანტებს, ტრანკვილიზატორებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძილის რეგულირებას და ფიზიკურ დატვირთვას, უტარდებათ ფსიქოლოგიური ტრენინგები, თამაშები, რომლითაც ისინი თვითრეგულირებას სწავლობენ. მკურნალობის ძირითადი მიზანია, ავადმყოფში გამოიწვიოს რეალური ცხოვრებისადმი ინტერესი. ექსპერტების აზრით ამ დაავადებების მქონე ადამიანის გამოჯანმრთელება ბოლომდე შეუძლებელია და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან ძალით ინტერნეტდამოკიდებულების განკურნება შეუძლებელია.


კომპიუტერთან ვათევთ ღამეებს და ზოგჯერ ისე შორს შევტოპავთ რომ თუ დედამ არ შეგახსენა და მამაშენმა არ დაგიყვირა (ჩემს შემთხვევაში ასეა) მანამ არ ავდგებით მაგრამ ყველაფერი მის შესახებ მაინც არ ვიცით

კომპიუტერები:

დღეს კომპიუტერებით მართავენ ბიზნესს, ასრულებენ საშინაო დავალებებს და რათქმა უნდა თამაშობენ. კომპიუტერს იყენებენ ინტერნეტში სამუშაოდ ან ციფრული სურათების დასათვალიერებლად

კომპიუტერი ჩვენი ყოფის ნაწილია, თუმცა დიდი ხანი არაა რაც გაჩნდა. 1980-იან წლებამდე კომპიუტერით მხოლოდ მეცნიერები და ინჟინრები სარგებლობდნენ.

კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამები:

კომპიუტერი ტექნიკური და პროგრამული ნაწილაკებისგან შედგება. ტექნიკური ნაწილია ის ობიექტები, რომელსაც შეიძლება შეეხოთ მაგალითად: მონიტორი, მაუსი, კლავიატურა( ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით მარა მაინც). პროგრამული ნაწილი გულისხმობს იმ პროგრამებს, რომელსაც კომპიუტერი სხვადასხვა დავალების შესასრულებლად იყენებს.


ეს არის მობილურის მიკროჩიპი ბოდიში მაგრამ კომპიუტერის მიკროჩიპი რომელიც ამაზე ბევრად უფრო პატარაა ზომით ვერ ვიპოვე (სურათი)

კომპიუტერული ჩიპი

ყოველი კომპიუტერის გულში პაწია მიკროჩიპი, ანუ მიკროპროცესორია. ეს არის სიცილიუმის ფირფიტა, რომელზეც უაღრესად რთული ელექტრონული სქემაა მოთავსებული. მიკროჩიპი პროგრამის მიერ მისთვის გაგზავნილ ინფრომაციას გადაამუშავებს. კომპიუტერს აქვს მეხსიერების ჩიპიც, რომელიც ინფორმაციის შესანახად არის განკუთვნილი


მოსწავლეები იყენებენ ინტერნეტს

ვებსაიტები:

მსოფლიო ქსელი (Www – world wide web) ინტერნეტის ნაწილია. იგი ათასობით დამოუკიდებელი კომპიუტერისაგან შედგება. ამ კომპიუტერებს ქსელის სერევრები ჰქვია და ინფორმაციას ვებსაიტებად წოდებულ ფაილებში ინახავენ.
ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ვიდეო კლიპებს, ანიმაციებს და სურატებს. ზოგიერთი ვებსაიტი მაღაზიაა სადაც სხვადასხვა პროდუქციას, მაგალითად მუსიკას ყიდიან.

იცოდიით?

ფრაზა ,,ინტერნეტ სერფინგი” (ინტერნეტში გვერდების თვალიერება) 1992 წელს გაჩნდა

წყარო – ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close