საკითხავისასარგებლოუცნაური

სინდრომები!

რამდენიმე საინტერესო სინდრომი

აჰასფერის სინდრომი

აჰასფერის სინდრომი (იგივე აღასფერის სინდრომი) ახასიათებს ტოქსიკომანიასა და ნარკომანიას. სინდრომი არ წარმოადგენს ორგანოპათოლოგიას და მასში თავმოყრილია მენტალური აშლილობის ნიშნები: პაციენტი გამუდმებით მიმართავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ექიმიდან ექიმთან, თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს, ხშირად მიმართავს თვითდაზიანებას, ოღონდაც დაარწმუნოს მკურნალი მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაში და დაიკაყოფილოს ამა თუ იმ მედიკამენტის მიღების მოთხოვნილება, თუნდაც ქირურგიული ოპერაცია გაუკეთონ.
სინდრომის ეპონიმია აჰასფერი (ლათ. Ahasverus), შუასაუკუნეების ქრისტიანული ლეგენდის პერსონაჟი. ლეგენდა მოგვითხრობს აჰასფერზე, რომელსაც ღმერთმა მიუსაჯა მარადიული ლტოლვილობა, რადგან მან არ მისცა იესო ქრისტეს დასვენების საშუალება ჯვარცმის წინ.
აჰასფერის სინდრომი – Ahasuerus’ Syndrome – პირველად აღწერა ექიმმა პაულ ვინგეითმა (Paul Wingate) 1951 წ.
აჰასფერის სინდრომის სხვა ვარიანტებია: ბარონ მიუნჰაუზენის სინდრომი, მიუნჰაუზენის რეაქცია.

მარფანის სინდრომი

გენეტიკური დაავადება, რომლის მიზეზიც მე–15 ქრომოსომაზე არსებული ფიბრილინის გენის მუტაციაა. ფიბრილინი სისხლძარღვების კედლების, თვალის, ფილტვის, მყესებისა და ლიგამენტების მნიშვნელოვანი შემადგენელი ცილაა, აქედან გამომდინარე მარფანის სინდრომის დროს ზიანდება გული, თვალი, ჩონჩხი. მარფანის სინდრომით დაავადებული ადამიანები ძალიან მაღლები და გამხდრები არიან და გააჩნიათ ჰიპერმობილური სახსრები…

ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი

ალისა საოცარ ქვეყანაში სინდრომი ანუ თოდის სინდრომი ხასიათდება ქრონიკული თავის ტკივილით, გარემოსა და დროის ილუზიური აღქმით (დისორიენტაციით), სხეულის შეგძნების დარღვევით (მიკროფსია ან მაკროფსია), ფსიქო-სენსორული ცვლილებებით, დეპერსონალიზაციით. უმთავრესად ვლინდება აურის სახით დაავადების პროდრომულ პერიოდში.
სინდრომის ეპონიმია ინგლისელი მწერლის ლუის კეროლის (27 იანვარი, 1832 – 14 იანვარი, 1898) ნაწარმოები ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. პირველად აღწერა კანადელმა ექიმმა თოდმა (Todd, J.) 1955 წ.

ვან გოგის სინდრომი

ვან გოგის სინდრომი არის ფსიქიური აშლილობა, რომელიც დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთა, ჭრილობის მიყენება ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლიებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შიძლება იყოს ინტოქსიკაცია.

სინდრომი პირველად აღწერა ფსიქიატრმა აბრამმა 1966 წ. და მისი ეპონიმია ჰოლანდიელი ფერმწერი, ვინსენტ ვან გოგი (30 მარტი, 1853 – 29 ივლისი, 1890), რომელმაც ფსიქიური აშლილობის დროს (23 დეკემბერი, 1888 წ.) თვითდაზიანება მიიყენა და ყური მოიჭრა. სავარაუდო მიზეზი იყო ფუტკარა ყვავილით ინტოქსიკაცია.

წყარო: ვიკიპედია

Facebook

Ere Artს მოსწონს

.

loading...
თეგები

ereart

http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373 http://urakparaki.com/?m=7&WUID=6357

მსგავსი ამბები

Close
Close