არქივი

Engine (ძრავი)

ff1246acf7cf

Engine (ძრავი) ზოგადად გახლავთ ერთ ერთი უდიდესი ინჟინერული მიღწევა დედამიწაზე. მე ამ თემაში გიამბობთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. ვისთვის რთული, ვისთვის მარტივი. მოგახსენებთ მისი მუშაობის პრინციპზე. რითი იწყებს მუშაობას, და ზოგადად ყველაფერს. იმედია კმაყოფილები დარჩებით. მაშასადამე, თუ მზად ხართ, დავიწყოთ. ძირითადად თემაში შევეხებით ავტომობილის ძრავს, მის ცილინდრებს, პორშინებს, დგუშებს, კალენვალს, რასპრედვალს, და ასე შემდეგ…..

bdee5f8041bb

petrol engine – ბენზინის ძრავი: ამერიკაში ცნობილია როგორც gasoline engine. შემუშავდა იმისთვის რომ ძრავმა იმუშაოს ბენზინის დახმარებით. დიზელის ძრავისგან განსხვავდება ბევრი რმაით თუმცა, მთავარი ის არის რომ ბენზინის ძრავი საწვავის აფეთქებისთვის იყენებს სანთლებს ანუ სვეჩებს. ხოლო დიზელის ძრავში ყველაფერი სხვანაირადაა, ჯერ მიდის საწვავი და შემდეგ მაქსიმალურად გახურებული ჰაერის მასა და თვითფეთქებადი ხდება. ბენზინის ძრავში სანამ კომპრესია მოხდება მანამდე ირევა ერთმანეთში საწვავი და ჰაერი და შემდეგ ხდება კომპრესია, ხოლო დიზელის ძრავში პირიქითა ყველაფერი მოწყობილი. სწორედ ამიტომაც ალბათ გაგიგით თუ აურია დიზელის ძრავმა გაკეთება ცოტა რთული, იმიტომ რომ თვითფეთქებადია და იწვევს განსაკუთრებით მძიმე შედეგებს. პირველად ბენზინის და ჰაერის შერევა კომპრესის გარეშე ინჟინერებმა მოახერხეს კარბურატორში, თუმცა ეხლა უკვე განვითგარდა მსოფლიო და ამ ყველაფერს ეგრედ წოდებული პრისკი ასრულებს (ელექტრონულად მართვადი შემშვები). ზოგადად აჩქარებას ბენზინის ძრავი უფრო სწრაფად ახდენს ვიდრე დიზელი. ბენზინზე მომუშავე ძრავის პორშინები, კალენვალი, დგუშები ბევრად მჩატეა და უფრო სწრაფად ბრუნავს დაწყების რეჟიმში, ასევე ამაზე გავლენას ახდენს სანთლებიც რომელიც უფრო მარტივად და სწრაფად ახდენს აფეთქებას ვიდრე დიზელის ძრავი სანამ დიზელის ძრავში მოხდება ჰაერის და საწვავის რეაქცია დრო გადის და სწორედ ამიტომ ბენზინის ძრავი უფრო სწრაფად ახდენს აქსელერაციას თუმცა ყველამ კარგათ იცის რომ როცა დიზელი ესე ვთქვათ გახურდება და დაიწყებს ლიმიტურ რეჟიმში მუშაობას არანაკლებ სიმძლავრეს გამოიმუშავებს და არანაკლებ ძლიერია ბენზინის ძრავზე. არსებობს ორი ტიპის ბენზინის ძრავი ყველა კარგათ ვიცნობთ ეგრედ წოდებულ პლიტა ძრავს. და ასევე გაგვიგია V ეაბრაზნი ძრავი. მარტივად თუ გინდათ გაარჩიოთ პლიტა V ესგან უნდა იცოდეთ რომ V ვერსიას გააჩნია ორი ეგრედ წოდებული გალოვკა. ხოლო პლიტას გააჩნია მხოლოდ ერთი, ასევე პლიტა ძრავის ცილინდრები განთავსებულია მხოლოდ სიგრძეზე ან სიგანეზე, ხოლო V ეაბრაზნი ძრავების ცილინდრები განთავსებულია ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს. ბენზინის ძრავები განთავსებულია ბევრ ეგზემპლიარში მაგალითად:

მანქანებში
მოტოციკლებში
თვითფრინავებში
კატერებში
და მცირე ზომის მექნიზმებში: ხერხი, ”დვიჟოკი,, …..

066ba541f63d

პირველად V ეაბრაზნი ძრავი ჩაიდგა ფოლცვაგენის ტიპის ავტომობილში. თავიდან V ებრაზნი ძრავები იყო ან 8 ცილინდრიანი ან 12 ცილინდრიანი. თუმცა პორშემ და სუბარუმ გააკეთეს Vეაბრაზნი 6 ცილინდრიანიც, ანუ უფრო დახვეწეს. ძრავში ბენზინი და ჰაერი ხვდება მარტივად: ჰაერს მანქანა იღებს საჰაერო სისტემით რომელიც მიმაგრებულია პრისკზე ანუ შემრევ კამერაზე, როდესაც ჰაერი და ბენზინი რომელიც მოხვდება პრისკში ელექტრონიკის დახმარებით აირევა ერთმანეთში ელექტრონუოლად მართვადი კომპიუტერი ინჟექტორების დამხარებით ბენზინი მიაქვს კლაპანამდე. მას უშვებს ეგრედ წოდებულ კლაპნებში ბენზინი გაივლის კლაპანს და შედის ცილინდრში მას უერთდება ჰაერიც ხოლო როდესაც ცილინდრში მოთავსდება ბენზინი და ჰაერი შემდეგ დგუში, პორშინი აკეთებს თავის საქმეს წნეხავს ჰაერს. დგუშები მოძრაობს კალენვალის საშვალებით კალენვალი პირდაპირ დაკავშირებულია ავტომობილი გადაცემის კოლოფზე რაც უფრო მეტად დააწვებით გაზს მით უფრო სწრაფად ბრუნავს კალენვალი შესაბამისად დგუში, პორშინი და მით უფრო მალე წნეხავს ჰაერს შესაბამისად წარმოიქმნება წნევა შემდეგ კი ხდება სანთლის და პორშინის მეშვეობით აფეთქება. ის ნამწვი აირი რომელმაც ვერ მოასწრო წვა დიფუზორის დახმარებით იგზავნება ეგრედ წოდებული კოლექტორებისკენ და შემდეგ გადის ვიხლოპში სწორედ ამას უწოდებენ გამონაბოლქვს. მოდით შევეხოთ კლაპნებსაც. კლაპნები არ გაიხსნება თუ ავტომობილს არ გააჩნია ეგრედ წოდებული გიდრო ტალკატელები, რომლებიც აწვებიან კლაპნებს. რასპრედავალი რომელიც არის მოგრძო და წააგავს ტრუბას ამოძრავებს გიდრო ტალკატელს გიდრო ტალკატელი აწვება კლაპანს და ხსნის, კლაპანს გააჩნია ზამბარა რომელიც ერთგვარ ამორტიზაციას ახორციელებს და სწორედ ამ ზამბარების დახმარებით არ რჩება ერთ პოზიციაში და არის მოძრავი. ალბათ გაგიგიათ გიდრო ტალკატელებს ხმა აქვს. ეს იმიტომ ხდება რომ ძრავი მუშაობს ან ნაკლებ ზეთზე ან ცუდი ხარისხის ზეთზე. ზეთი როცა ნაკლებია ძრავში ტალკატელები ვერ სველდება ზეთში ისე როგორც საჭიროა შესაბამისად ხდება ცვეთა და ტალკატელი დროთა განმავლობში ფუჭდება. ანუ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას ისე როგორც საჭიროა ვერ ხსნის ბოლომდე კლაპანს. როცა კლაპანი არ იხსნება ძრავში ხვდება ნაკლები საწვავი და დროთა განმავლობაში აფუჭებს. მგონი ზოგადად მიმიხვდით, აღარ დავკონკრეტდები რატომ ფუჭდება ამ შმეთხვევაში ძრავი. ძრავს ცილინდრზე შეიძლება ქონდეს 2 ან 4 კლაპანი რა საკვირველია 4 კლაპნიანი უკეთესია. შეიძლება იკითხოთ მერე როგორ მიდის ავტომობილი ან როგორ ახდენს აჩქარებას. მარტივად აფეთქების შემდეგ რა სიმძლავრეც წარმოიქმნება ცილინდრში შესაბამისად ზრდის კიდევ უფრო ბრუნვის მომენტს და ეს სიმძლავრე მიეწოდება ხიდს ხიდი კი ყუმბარების AXLE დახმარებით რაც შეიძლება სწრაფად აბრუნებს საბურავებს. რაც უფრო სწრაფად ხდება აფეთქება მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება სიმძლავრე. ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული ბენზო ნასოსზე რომლსაც გააჩნია თავისი პატარ ესე ვთქვათ ჩიპი რომელიც იმართება Engine Control Unit ანუ ECU თი.

245911fb7105

ბენზონასოსი წარმოქნის წნევას რომელიც მილების საშვალებით გასტყორცნის საწვავს სისტემაში და მიიტანს ინჟექტორებამდე. ბევრი რამ არის დამოკიდებული ბენზინის ფილტრზეც. როდესაც საწვავი გაისტყორცნება მილებში, ინჟექტორებამდე მას ხვდება ფილტრი სადაც საწვავი გადის ფილტრაცის ზონას და იწმინდება თუ ფილტრი არ ვარგა ძრავში მოხვდება ჭუჭყი შედეგები ძალიან ცუდია. შავ სამუშაოს ასრულებს კალენვალი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული კალენვალი ამოძრავებს დგუშებს, ასევე რემნის დახმარებით ამოძრავებს რასპრედვალებს რომელიც კლაპნების გული და სულია. ამ ყველაფრის შემდეგ ყენდება ძრვავზე დინამო და სხვა დეტალები რომლებსაც ისევ და ისევ კალენვალი ეხმარება მუშაობაში რემნის დახმარებით. რაც ყველაზე მთავარია დაიმახსოვრეთ რომ ბენზინი და ჰაერი ერთმანეთში მაინც და მაინც შემშვებ კოლექტორებში არ ირევა ანუ პრისკის შუაში არ ირევა როცა ჰაერი მოხვდება პრისკში და გაივლის მას პრისკის ბოლოში ფაქტობრივად იმ ადგილას სადაც უდნა გმაოვიდეს ჰაერი და მივიდეს ცილინდრამდე იქვე ერევიან ბენზინი და ჰაერი ერთმანეთს და ისე მიეწოდება ცილინდრს, სწორედ ამიტომ დაარქვეს ამ შემშვებ კოლექტორებს პრისკი ანუ ცოტა გასაგებად რომ ვთქვათ პრისკის დასაწყისში ხვდება ჰაერი და დასასრულს ხვდება ბენზინი ერევა ერთმანეთს და მიეწოდება ცილინდრს ინჟექტორების საშვალებით. მგონი გასაგებად დავწერე თუ ვერ გაიგეთ მკითხეთ. დავამატებ კითხვები რომ არ გაგიჩნდეთ ხომ გაიგიგიათ დროსელი რომელიც მოთავსებულია ვოზდუხა მერთან. ხოდა მსგავსი მილი გააჩნია პრისკს მეორე მხრიდანაც სადაინაც უდნა გავიდეს ჰაერი სწორედ ამ მილთან ხვდებიან ბენზინი და ჰაერი ერთმანეთს. ამ რთული მუშაობის პროცესისას რა თქმა უნდა ძრავი ცხელდება და იგი გრილდება ზეთის საშვალებით, ამ დროს მის ბლოკში მთლიანად გარშემო განთავსებულია ზეთი რომელიც ახდენს ეგრედ წოდებული Cooling ფუნქციას ახდენს გაგრილებას. რავიცი მგონი გასაგებად დავწერე თუ ვერ გაიგებთ მკითხეთ. ხშირად როცა ახსენებ ბენზინს და ჰაერის შერევას პრისკში ყველას გონია რომ რატომღაც ეს პროცესი მაინც და მაინც წინა დროსელთან ახლოს ხდება რაც მცდარია. იმედია რამეში მაინც დაგეხმარეთ. კინაღამ გამომრჩა ზოგჯერ დილას როდესაც ვამოწმებთ ზეთის დონეს შუპის დახმარებით ბევრჯერ გამიგია სულელური ფრაზა ვითომ და ზომავს ბლოკში რამდენია ზეთი, დაიმახსოვრეთ როცა ძრავი აღარ მუშაობს ზეთი იღვრება კარტერში. დილას ჩვენ ვამოწმებთ შუპის საშვალებით თუ რამდენი ზეთია კარტერში. შუპს გააჩნია საზომი ზოლები. ნორმა, მაქსიმუმი, როცა ნორმაზეა შუპი ესეგი როდესაც მანქანა დაიწყებს მუშაობას ძრავს მიეწოდება ნორმალური რაოდენობის ზეთი და იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. დაიმახსოვრეთ მაქსიმუმი არ არის რეკომენდირებული შეიძლება პრობლემები მოყვეს მაგ ამბავს.

eeba98e5bc95

როგორ აგრილებს ზეთი ძრავს: თუ გინახავთ დაშლილი ძრავი შემჩნევდით რომ მას გარშემო გააჩნია ძალინ ბევრი ხვრელი და მილის მსგავსი ნახვრეტები, როცა ძრავი იწყებს მუშაობას ზეთი მთლიანად ამ მილებში გადის და ახდენს ცირკულაციას. უწყვეტად მოძრაობს ერთგვარ კრუგს აკეთებს. მანქანის დაქოქვის თანავე ძრავი ეგრედწოდებული ნასოსით იღებს ზეთს და აგრილებს გახურებულ ძრავს. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ზეთზე, თუ ზეთი თვითონ არ გაგრილდა ძრავის გაგრილების შემდეგ, ძრავის ეგრედწოდებული ბლოკი გასკდება. ეხლა მოდით გეტყვით ზეთის ტიპებს: არსებობს 3 ძირითადი სახის ზეთი. 1. სინთეტიკა რომელიც არის ძალიან თხელი და იყენებენ ახალი მანქანებისთვის. 2. პოლუ სინთეტიკა რომელიც შედარებით სქელია და იყენებენ ძრავებზე რომლებსაც გარბენი 100 ათასი აქვს. 3. მინერალი ყველაზე ცუდი ზეთი რომელიც გმაოიყენება უკიდურეს შემთხვევაში როცა ძრავი უვკე გაფუჭების პირასა და როცა გარბენი ძალიან ბევრი აქვს. ეს სამივე ზეთი მიიღება ერთიდან სინთეთიკიდან. ამუშავებენ სინთეტიკას და მიიღება პოლუ სინთეთიკა, შმედეგ ისევ მუშავდება და მიიღება მინერალი. აი როცა უკვე მინერალიც ნახმარია მაშIნ უკვე თქვენ შეგიძლიათ ეს ნახმარი ზეთი ჩაასხათ დიზელის ძრავში ოღონდ ძველ ძრავებში რომლის გაკეთებასაც უკვე აზრი არ ააქვს. თუ გიანტერესებთ მკითხეთ და დავწერ რომელია სინთეტიკა რამდენი რამდენზეა რომელია პოლუ სინთეტიკა და მინერალი. მადლობა ყურადღებისათვის იმედია კმაყოფილები დარჩებით.

პ.ს ეს არის ზოგადად ძრავი წარმოდგენა რომ გქონდეთ თორემ ისე ძალიან ბევრი სასაუბროა. თუ დაინტერესდებით არ დაგზარდებით და სრულ მიმოხილვასაც გავაკეთებ.

მსგავსი ამბები

Back to top button