რა არსებაა ?? მღრღნელი ? ფრინველი ? ძუძუმწოვარი ? თევზი ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია ..
ეს უნიკალური არსებები ბინადრობენ აღმოსავლეთ ავსტრალიაში . ცხოვრობენ მდინარის ნაპირთან ახლოს სოროებში, სადაც დღის განმავლობაში ისვენებენ. ისინი აქტიურობენ დაღამებიდან გათენებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში. არიან საუკეთესო მოცურავეები და მყვინთავები. იკვებებიან ჭიებით, კრევეტებითა და მატლებით. იხვნისკარტას შეუძლია ერთ ღამეში შეჭამოს თავისი წონა საკვები.
და მაინც რა არის განსაკუთრებული ამ არსებაში ? მას აქვს მღრღნელისმაგვარი ტანი და კუდი , იხვის ნისკარტი , მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მამალი იხვნისკარტა არის შხამიანი. მას შეუძლია ძალიან ძლიერი ტოქსინის გამოყოფა, რითაც თავს იცავს მტაცებლებისგან. ეს შხამი არის საკმარისად ძლიერი , რომ მოკლას ძაღლი და მიაყენოს მტანჯველი ტკივილი ადამიანს.
მამალი იხვნისკარტა ზომით დედალზე გაცილებით დიდია. შეჯვარება ხდება წელიწადში ერთხელ : ჩრდილოეთ ნაწილში ივნისში , ხოლო სამხრეთ ნაწილში – ოქტომბერში. დედალი “მუცელში ინახავს” შვილს როგორც ყველა ძუძუმწოვარი და დებს 2-4 კვერცხს , როგორც ფრინველი.
ამ არსების ძირითადი მტრები არიან : გველები , “წყლის ვირთხები” და მელიები.
წყარო:australian-animals.net ეს არის ჩემი პირველი პოსტი, ასე რომ , ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ :))
დამატებითი ვიდეო იხვნისკარტაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ :