ახალი ამბებიუცნაური

10 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა


რუმინელი, ბოშა ქალის შვილმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 10 წლისაა ბავშვი ესპანეთში გააჩინა. გოგონას დედა რეპორტიორებს გაეცნო და თქვა, რომ მას ოლიმპია ჰქვია, იგი არ ასახელებს თავის ასაკს, მაგრამ ჟურნალისტებმა იციან რომ დაახლოებით 30 წლისაა. ოლიმპია ამბობს, რომ ბედნიერია შვილიშვილის შეძენით და ვერ იგებს, რატომ ჩააგდო საზოგადოება შოკში ამ ამბავმა.
ესპანეთის ხელისოფლება მკაცრად იცავს 10 წლის გოგონას კონფედენციალურობას და მხოლოდ რამდენიმე დეტალი გაახმაურა საქმიდან.

სამაგიეროდ ოლიმპიამ საკმაოდ ბევრი იქაქანა და ჟურნალისტებს ისიც მოუყვა, რომ ბავშვის მამა 13 წლის ბიჭია, რომელიც ახლაც რუმინეთში ცხოვრობს და მის ქალიშვილთან მცირეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა. თავად 10 წლის დედას ელენა ჰქვია, იგი თურმე ესპანეთში აპირებს ცხოვრებას ბავშვთან ერთად.

ოლიმპია გაკვირვებულია მედიის გადამეტებული ყურადღებით, იგი მომხდარ ამბავს ჩვეულებრივად უყურებს და ამატებს, რომ რუმინელი ბოშების ტრადიციებით ეს მიღებულია. არადა რუმინეთის კანონი ამგვარ რამეს კრძალავს.

ადგილობრივი ინტერნეტ საიტები და გაზეთები დაპყრო ახალ ამბავზე ცნობების გავრცელებამ. გაზეთებმა ორ გვერდიანი სტატიები მიუძღვნეს ამას და თითქმის ყველა ჟურნალზე სკანდალური სათაურები გამოაკრეს.

როგორც ამბობს ოლიმპია, მშობიარობისას პრობლემები არ ჰქონია მის შვილს და ორივენი კარგად არიან.

დედა და შვილი ბებიასთან ცხოვრობენ, სანამ ესპანეთის სოციალური მმართველობა ადგენს, თუ რით შეიძლება უზრუნველყონ ქვეყნად მოვლენილი უდანაშაულო პატარა.

მედიის განცხადებით პროკურორმა ბრძანა, რომ აუცილებლად უნდა გამოიძიონ მშობლების ბრალი ამ საკითხში, კერძოდ ის, დაყავდათ თუ არა სკოლაში 10 წლის გოგონა, ან მიიყვანეს თუ არა ექიმთან ფეხმძიმობის დროს.

,,ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო” – თქვა ესპანეთის ომბუცმენმა Maria Luisa Cava del Llano-მა.

ესპანეთის კანონმდებლობით, 13 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კავშირის დამყარება ძალადობად კლასიფიცირდება. თუმცა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლა რთულ შემთხვევასთან აქვთ საქმე. ჯერ ერთი მამა ესპანეთში არ იმყოფება, თანაც იცის მცირეწლოვანია, ასე რომ ჯერ არ იციან შეძლებენ თუ არა მისთვის ბრალის წაყენებას.

მოკლედ 10 წლის გოგონა ყველაზე ახალგაზრდა დედაა ევროპაში.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close