არქივი

რამდენიმე გადაშენებული ცხოველი

ნაკლებად ცნობილი გიგანტური ცხოველები, რომლებიც მადლობა ღმერთს, გადაშენდნენ.


Meganeura, გიგანტური ნემსიყლაპია. მწერი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძეც 75 სმ-ს აღწევდა, რითაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტაცებელი მწერის ტიტული დაიმსახურა. ცხოვრობდა დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ და მისი დიეტა შედგებოდა სხვა მწერებისა და ამფიბიებისგან.


Jaekelopterus rhenaniae, წყლის გიგანტური მორიელი. მას ჰქონდა ყველა ის თვისება, რომ შემზარავი და საშიში მხეცი ყოფილიყო. ცხოვრობდა მტკნარ წყლებში. მართალია, მორიელს ეძახიან, მაგრამ უფრო მეტად ზღვის კიბოს მიაგავდა. მისი მარწუხები ზრდასრული ადამიანის თავის ზომის იყო.


Argentavis magnificens, გიგანტური ფრინველი. ეს ფრინველი იყო ყველაზე დიდი თავის თანამოძმეებთან შედარებით, რაც კი დღეს ცნობილია. მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 6-10 მ-ს აღწევდა და საკმაოდ დიდი ზომის მსხვერპლს ხშირად პირდაპირ ყლაპავდა.

mten6
Arctodus simus, გიგანტური დათვი. ფეხებზე შედგომისას მისი სიმაღლე 3.5 მეტრიდან იწყებოდა, ხოლო წონა ზოგჯერ 1 ტონამდე აღწევდა. ამ მონაცემებით ხმელეთის ცხოველების დღეს არსებული სახეობების უმეტესობას თავისუფლად დაგლეჯდა. გადაშენდა 12 000 წლის წინ. მეცნეირებს ამის ერთ-ერთ მიზეზად ის მიაჩნიათ, რომ ადამიანმა მასზე ნადირობა დაიწყო.

sb65o
Josephoartigasia monesi, გიგანტური მღრღნელი. ყველაზე დიდი მღრღნელი, რაც ოდესმე აღმოუჩენიათ. უხეშად, ის ჰიპოპოტამის ზომისა იყო. სიმაღლეში 1.5 მ, სიგრძეში 3 მ, წონით 1 ტონამდე. მისი კბილები 30 სმ-ს აღწევდა, თუმცა ვეგეტარიანელი იყო.

griwe
Carcharodon/Carcharocles megalodon, გიგანტური ზვიგენი. დღესდღეობით ყველაზე დიდ თევზად ითვლება ვეშაპისებრი ზვიგენი (ლურჯი ვეშაპი ძუძუმწოვარია) , მაგრამ ეს გადაშენებული არსება მასზე დაახლოებით ორჯერ დიდი იყო – სიგრძეში 20 მეტრზე მეტი. ასევე სამჯერ ჯობნიდა ამ მაჩვენებლით გიგანტურ თეთრ ზვიგენს და საშუალო ზომის სედანს თავისუფლად გადაყლაპავდა (სურათზე მარცხნივ ვეშაპებს მისდევს).

ir4k0
Titanoboa cerrejonensis, გიგანტური გველი. ანაკონდებიც კი იშვიათად იზრდებიან 8 მეტრამდე, აი მისი წინაპარი კი გაცილებით დიდი იყო, ზომით 12-15 მეტრს შეადგენდა, იწონიდა 1200 კგ-მდე. ცხოვრობდა 60 მილიონი წლის წინ და გადაურჩა იმ მოვლენასაც, რამაც დინოზავრები გადააშენა.

და ბოლოს, თანამედროვე ობობების წინაპარი, რომელიც ზომით ადამიანის თავის ხელა იყო. რომ გაიგოთ, თუ რატომ იყო კარგი მისი გადაშენება, იხილეთ BBC-ის ვიდეო:

თუკი მიგაჩნიათ, რომ არ გიმართლებთ, შეადარეთ თქვენი ცხოვრება ამ ხვლიკისას.

მსგავსი ამბები

Back to top button