არქივი

ტომას ედისონის წინასწარმეტყველებები

ngvpf

11 თებერვალს ამერიკელ მეცნიერს, გამომგონებელსა და ბიზნესმენს ტომას ალვა ედისონს 164 წელი შეუსრულდა. 100 წლის წინ (1911 წელს) მან ამერიკულ ჟურნალ “Cosmopolitan”-ს მისცა ინტერვიუ და გაუმხილა მისი ვარაუდები, თუ როგორ შეცვლიდა მომავალში ტექნოლოგიები სამყაროს. ვნახოთ, რამდენად რეალური იყო მისი ფიქრები.

ni90f
ისეთ რამეებში, რაც ეხებოდა ტექნოლოგიებს, მაგალითად საფრენ აპარატებს, მისი ვარაუდი გამართლდა, თუმცა რაღაცებში შეცდა კიდეც. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ედისონის ვარაუდით, მომავალში წიგნები ნიკელისგან დამზადდებოდა, რაც მისი აზრით, უფრო იაფს, მყარსა და მოქნილს გახდიდა მათ ქაღალდთან შედარებით. სამწუხაროდ, მან ასევე ვერ განჭვრიტა ელექტრონული წიგნების შემოსვლის ალბათობა, რომლებიც დღეს ასე პოპულარულია.

vr9qv
ედისონის განცხადებით, ის არც კი ეჭვობდა, რომ მომავალში მექანიზმები “აიღებდნენ ნაწილებს და შეაერთებდნენ, ისინი სწრაფად შეასრულებდნენ იმ საქმეს, რასაც ადამიანები დიდხანს ანდომებენ.” მკერავების ეპოქა დასრულდა, ამას მანქანები გააკეთებენ, ამბობდა ის. მაშინდელ დროში მექანიზმების დახმარება სამუშაოს შესრულებაში სიახლე იყო, თუმცა ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს. დღეს კი ყველა მსხვილ ქარხნებში ფართოდ გამოიყენება და მძიმე სამუშაოებს ასრულებენ.

hkclh
მეცნიერი 1911 წელს ამბობდა: ადამიანები გიჟები უნდა იყვნენ, აგურებითა და ფოლადით რომ გააგრძელონ შენება, ამის მაგივრად მთლიანად რკინა-ბეტონზე გადავლენო. “ბეტონის გაძლიერებული შენობა პრაქტიკულად სამუდამოდ იდგება. ბეტონისგან დამზადდება ყველა შენობა, დაწყებული პატარა სახლებიდან, დამთავრებული უდიდესი ცათამბჯენებით.” 1920 წელს ცათამბჯენები მართლაც რკინა-ბეტონის იყო. მაგრამ II მსოფლიო ომი რომ დასრულდა, არქიტექტურა და შენების სტილი შეიცვალა. თუმცა ედისონმა რევოლუცია მოახდინა ცემენტის წარმოებაში სპეციალური გამოსაწვავი ღუმელის შექმნით.

53rvo
“მომავალში ფერმერი სკამზე იჯდება, მის გვერდით კი ღილაკები და ბერკეტები იქნება. ტრაქტორები და ბატერეებზე მომუშავე გუთნები მიწას უფრო კარგად დაამუშავებენ, ვიდრე ცხენები. ეს დიდი წინსვლის ერთ-ერთი მაგალითი იქნება.” კიდევ ერთი რამ, რაც მეცნიერმა სწორად გათვალა, იყო ის, რომ მისი თქმით, მომავალში ფერმები მასშტაბებით უფრო გაიზრდებოდა და ბიზნესის სახე მიეცემოდა.

nl64b
ედისონი მიიჩნევდა, რომ ფოლადისგან დამზადებული ავეჯი მომავალში მთლიანად ჩაანაცვლებდა ხისას. “შემდეგი თაობის პატარები ფოლადის სკამებზე ისხდებიან და საჭმელს ფოლადის მაგიდიდან შეჭამენ. მალე მიხვდებიან, რომ ხის მასალა ვარგისი არაა.” მისი აზრით, ეს იმიტომ მოხდებოდა, რომ ლითონის შენადნობები უფრო იაფია, ვიდრე ხე, ასევე შეიძლებოდა შეღებილიყო იმგვარად, რომ ხეს დამსგავსებოდა. 20-იან და 30-იან წლებში ფართოდ დაიწყეს მეტალის გამოყენება ავეჯის წარმოებაში, თუმცა ხის ავეჯი ჯერ კიდევ ბევრ თანამედროვე სახლში გვხვდება.

20fkn
კიდევ ერთი წინასწარმეტყველება იყო ორთქლის ძრავის სიკვდილი და მისი ჩანაცვლება ელექტრო-ჰიდრავლიკური მატარებლით (როგორსაც სურათზე ხედავთ). ის დარწმუნებული იყო, რომ ელექტროობით შესაძლებელი იქნებოდა იგივე ეფექტის მიღწევა, რასაც ორთქლის ძრავით ახერხებდნენ. “ორთქლმავალი ბოლო ამოსუნთქვებს აკეთებს მილიონობით ხალხისთვის.” მართალია, მეცნიერი ფიქრობდა, რომ ელექტროობის მიღება ტრანსპორტში წყლიდან მოხერხდებოდა, თუმცა ძირითადი იდეა, რაც გადმოსცა, ახდა.

z9kpy
საუკუნეების განმავლობაში ბევრი ალქიმიკოსი და არამარტო ალქიმიკოსი ოცნებობდა ხელოვნურად ოქროს მიღებაზე, გამონაკლისი არც ედისონი იყო. ნათურის გამომგონებელმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის შეძლებდა აშშ ოქროს მიღებას. ამის შედეგად კი ოქრო უხვად იქნებოდა და მისი ფასი თანდათან შემცირდებოდა. გარკვეულწილად მეცნიერი მართალი იყო – თანამედროვეობაში მისმა კოლეგებმა შეძლეს სინთეტიკური ოქროს მიღება. თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ბირთვული ქიმიის დახმარებითაა შესაძლებელი, რასაც ძალიან დიდი ხარჯები აქვს.


რომში გადაღებული ეს ფოტო გვაჩვენებს, რომ ედისონის ერთ-ერთი ვარაუდი არ ახდა – ვარაუდი, რომ 100 წელიწადში ტექნიკის განვითარების გამო სიღარიბე აღარ იარსებებდა. “სიღარიბე ისეთი ქვეყნების ხვედრია, რომლებიც მარტო ხელებს იყენებენ. ახლა კი, როდესაც საქმეში ტვინიც ჩართეს, სიღარიბე უკან დახევას იწყებს.” ამგვარი ტექნოცენტრული მტკიცებები მაშინ უცხო ხილი არ იყო, ბევრი ადამიანი ფიქრობდა მსგავსად. ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ადამიანთა საშუალო მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდებოდა, თუმცა ცხადია, რომ ასე არ მოხდა.

tyq7s
1911 წელს, I მსოფლიო ომამდე 3 წლით ადრე ედისონმა თქვა, რომ იარაღების გაძლიერებული წარმოება საყოველთაო მშვიდობას მოუტანდა მსოფლიოს. მეცნიერი ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ თუკი ყველა სახელმწიფოს ექნებოდა იარაღის საკმარისი ოდენობა, ომების დაწყებას ვეღარ გაბედავდნენ, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა. თუმცა ატომურ ბომბზე მუშაობა აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა იმისთვის დაიწყეს, რომ ეს ერთგვარი მუქარა იყო ერთმანეთის მიმართ, ასე რომ ეს მოსაზრება ნაწილობრივ გამართლდა.

dgqy4
მართალია, ედისონი ფრენაზე მწირად საუბრობდა, თუმცა რასაც ამბობდა, ის გამართლდა. ბაზზე (ფუტკრის ჯიში) დაკვირვებით მას ასეთი აზრი მოუვიდა თავში: “წარმოიდგინეთ, მავთულისგან დაწნულ სკამზე ზის კაცი, მის აწევას კი 4 მილიონი ბაზი ცდილობს. რა მოხდება? ისინი აწევენ მას. მე მჯერა, რომ ხელოვნური ბაზების მსგავსი მოწყობილობით შესაძლებელი იქნება გაფრენა.” ამ პერიოდში ჯერ კიდევ მიიჩნეოდა, რომ შეუძლებელი იყო გაფრენა ისეთი აპარატით, რომელიც ჰაერზე მძიმე იქნებოდა. 8 წლის შემდეგ კი ამბავმა ძმები რაიტების ტრიუმფზე მსოფლიო მოიარა. ედისონი მიიჩნევდა, რომ საფრენი აპარატები შეძლებდნენ მგზავრების გადაყვანას 160 კმ/სთ სიჩქარით.

დასასრული.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button