5 ულამაზესი კუნძული
მსოფლიოში უამრავი ლამაზი კუნძულია, ვინ იცის კიდევ რამდენია უკაცრიელი. პოსტში თქვენ იხილავთ კუნძულებს, რომლებიც არც ისე ცნობილია და შესაძლოა არც კი იცით მათ შესახებ, მაგრამ ამ სურათებისა და ინფორმაციის გადათვალიერებისთანავე მოგინდებათ იქ ყოფნა.
ულეანგდო
ეს კუნძული იდეალურია სამხრეთ კორეაში მოგზაურთათვის. დედამიწაზე ცამოტანილ ნამდვილ სამოთხეს ჰგავს ბუნებითა და სილამაზით. მაგრამ ის, ვინც გართობისაკენ და საკურორტო ცენტრებისკენ მიილტვის აქ ნამდვილად მოიწყენს. მოკლედ ეს არის ადგილი სადაც დაისვენებთ, იტანტალებთ და მსოფლიო განუწყვეტელ მოძრაობასა და ქაოსს თქვენს თვალში თითქოს შეანელებს.
ულეანგდო პატარა სათევზაო ქალაქია სამხრეთ კორეაში, აქ მხოლოდ რამდენიმე სასტუმროსა და რესტორანს შეხვდებით. იდეალურია ლაშქრობის მოყვარულთათვის.
The Yaeyama Islands
ეს კუნძული იაპონიაშია და ფაქტიურად არქიპელაგს წარმოადგენს. იგი ტროპიკულ ზონას მიეკუთვნება და შესაბამისი ბუნებითაც ხასიათდება. სოფლური ცხოვრების სტილია აქ გავრცელებული და ზუსტად იმათთვისაა ზედგამოჭრილი ადგილი, ვისაც ქალაქისგან თავის დაღწევა სურს, თუნდაც ცოტახნით.
კუნძულს აქვს გამორჩეული და ულამაზესი პლაჟები, ტროპიკული ტყეები და რაც მთავარია უზარმაზარი მარჯნის რიფებსაც იხილავთ.
სოკოტრა
სოქოკრა (ზოგჯერ სუკოტრასაც ეძახიან) ინდოეთის ოკეანეში 4 კუნძულის პატარა არქიპელაგს წარმოადგენს. იგი სომალიდან 240 კილომეტრითაა დაშორებული აღმოსავლეთით, იემენიდან 380 კილომეტრით სამხრეთით, ადენიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 600 კილომეტრზე.
კუნძულს XVI-XIX საუკუნეებში სოკოტრას სულთანი განაგებდა. არქიპელაგი შედგება ერთი მთავარი კუნძულისგან,რომელსაც სოკოტრა ჰქვია. (ფართობი 3665 კმ²) დანარჩენი სამი პატარა კუნძულია: აბდ ალ კური, სამჰა და დარსა. აქედან დასახლებულია აბდ ალ კური და სამჰა, ხოლო დარსა დაუსახლებელია.
კლიმატი ტროპიკული უდაბნოს შესაბამისია. სოკოტრას სამი გეოგრაფიულად გამორჩეული ადგილი აქვს, აქ შეხვდებით ვიწრო ზღვისპირა ვაკეებს, კირქვის პლატოებს, თანაც კარსტული გამოქვაბულებით და ასევე დატკბებით მაღალი მთების ცქერით.
სოკოტრა ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ადგილია მსოფლიოში, აქ თავს სამყაროდან მოწყვეტილად იგრძნობთ.
არქიპელაგის გეოლოგიურმა იზოლირებამ, ცხელმა ჰავამ და გვალვამ ჩამოაყალიბა უნიკალური და ულამაზესი ენდემური ფლორა. კვლევებმა გამოავლინა, რომ მცენარეთა 900 ჯიშიდან დაახლოებით მისი მესამედი ჯიშებისა მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება.
Îles du Salut
კუნძული კოუროუდან 15 კილომეტრშია.
თავდაპირველად კუნძული კოლონისტებისგან თავის დაღწევის შემდგომ ციხედ გადაიქცა, აქ დაახლოებით 2000 ადამიანი მაინც იყო დატყვევებული, რომელთაგან უმეტესობა არაადამიანური პირობების გამო გარდაიცვალა. ციხე 1946 წელს დაიხურა და ეს ადგილი ბნელი წარსულის მიუხედავად უმშვენიერეს და მიმზიდველ კუნძულად გადაიქცა.
Îles du Salut 3 კუნძულისაგან შედგება: Royale, Saint-Joseph და Diable.
სან ბლასის არქიპელაგი, პანამა
სან ბლასის არქიპელაგი კარიბის ზღვის სანაპიროზე, პანამაში მდებარეობს. დაზუსტებით არაა ცნობილი რამდენი კუნძულისგან შედგება, მაგრამ დაახლოებითი რიცხვი 378-ია. თუმცა აქედან მხოლოდ 49 არის დასახლებული, კუნას ტომის ინდიელებით, დანარჩენი კი უკაცრიელი ადგილებია. არქიპელაგზე ჩასვლა თვითმფრინავითაც შეგიძლიათ, პანამიდან 20 წუთის გზაა საჰაერო ტრანსპორტით, ასევე არსებობს სამანქანი გზაც. როდესაც იქ ჩახვალთ, გეგონებათ, რომ სხვა დროში მოხვდით. მაცხოვრებელ ინდიელებს საკუთარი სამყარო აქვთ შექმნილი, თავიანთი ეკონომიკით, ტრადიციებითა და ჩვეულებებით.
არა-ინტერნეტი, არა-ტელევიზია, მხოლოდ ზღვა, ქვიშა, პალმები და მზე : )
…………………………………………………………………………………………………………………..