არქივი

მზეთუნახავი და ურჩხული

7a8ec1843899

ჰერცოგის ასულ მარია ტერესა კაეტანა დელ პილორ დე ალბაზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე დადიოდა ლეგენდები. მხატვრები მის სურათებს ხატავდნენ, პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, ხოლო ტორეადორები მის საპატივსაცემოდ ხარებს ხოცავდნენ. მას მადრიდის ვარსკვლავად და ვენერად მოიხსენიებდნენ. ამ ამპარტავანი ლამაზმანის სახელი თავად ესპანეთის დედოფლის მარია-ლუიზას სახელს ჩრდილავდა, რის გამოც დედოფალი მას ვერ იტანდა.

044d2e098dc7
მაღალი, გამხდარი, მუქკანიანი, შავი თმების გვირგვინში ჩამჯდარი მოგრძო სახის ალბას სხეულში ნამდვილი ”ცისფერი დიდგვაროვნული სისხლი” ჩქეფდა-მისი წინაპარი შალი ალბა გახლდათ. მებრძოლი ჰერცოგისაგან ლამაზმანს მემკვიდრეობით გადაეცა ჰიპერტროფირებული სიამაყე და ულმობელი ხუმრობებისაკენ მიდრეკილება, თუმცა დიდი წინაპრისაგან განსხვავებით ის განათლებით, ხელოვნების სიყვარულით და ლიბერალური იდეებით გამოირჩეოდა. მისთვის უცხო არ იყო უბრალო ადამიანების პრობლემები და მათ დასახმარებლად ფულსაც არ იშურებდა. მიუხედავად ამ თვისებებისა და ხალხის დიდი სიყვარულისა, მაღალმა საზოგადოებამ ის ქვედაბოლოიანი სატანას სახელით მონათლა.

115f46f8046c
ოცი წლის ასაკში ის უკვე 7 წლის გათხოვილი იყო, ჰყავდა უამრავი საყვარელი, თუმცა არავინ უყვარდა. ერთხელ თავისი პორტრეტის დასახატად, მან არც თუ ისე ცნობილ (იმ დროისთვის), მაგრამ უზომოდ ნიჭიერ მხატვარს, ფრანცისკო გოიას მიმართა. ვიდრე კაეტანას ხატავდა, გოიასათვის დრო ერთ ადგილზე გაიყინა, მას ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა, სამყარო კი მის გარშემო ქაოსში იძირებოდა, ჩანდა მხოლოდ შავი თვალები, ხშირი წარბები, წვრილი ტუჩები და საოცრად პატარა ფეხის ტერფები.. ყოველი შეხედვისას, ფუნჯის თითოეული მოსმისას, მხატვარი გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ქალის ტყვეობაში ექცეოდა. და მოხდა შეუძლებელი: ახალგაზრდა და ლამაზმა ჰერცოგის ასულმა ყურადღება მიაქცია მოხუც, არცთუ დიდგვაროვან, უზარმაზარ, შეუხედავ და თითქმის აბსოლუტურად ყრუ ქვრივ მხატვარს (მაშინ გოია უკვე 70 წელს იყო გადაცილებული).

68c83ffebd0d
1796 წელს, დაქვრივების შემდეგ კაეტანა ალბა თავის ქალაქგარეთ მდებარე მამულში განმარტოვდა, სადაც ცოტა ხანში მისი ხშირი სტუმარი გახრა გოია. მათ ხშირად ხედავდნენ ერთად სეირნობისას. გოია ხატავდა მის პორტრეტებს, რომლებიც საკმაოდ ინტიმური ელფერით გამოირჩეოდნენ. კაეტანა საზოგადოებისაგან არ მალავდა თავის რომანს გოიასთან. ალბამ როგორც იქნა მოთოკა თავისი სიამაყე და შეიყვარა, გოიამ კი მიაგნო თავის მუზას. თუმცა ამ იდილიამ სულ 7 წელიწადს გასტანა.

cd2bd1094712

კაეტანას გული ახალი გამარჯვებებისაკენ მიილტვოდა და მან მოხუცი მხატვარი ახალგაზრდა არისტოკრატზე გაცვალა. ამ დარტყმის გადატანა გოიასათვის შეუძლებელი აღმოჩნდა: მასში შეურაცხყოფილმა საყვარელმა და შემოქმედმა გაიღვიძა, ამიტომ გადაწყვიტა, სამაგიერო გადაეხადა მოღალატისათვის. რამოდენიმე თვეში მან საზოგადოებას სამსჯავროზე თავისი ახალი ტილო ”შიშველი მახა” წარუდგინა, რომელზეც გამოსახული იყო ესპანელი მეძავი კაეტანა ალბას სახით.

d7886ba0ecfa

ხელოვნებათმცოდნეები დღემდე კამათობენ იმის შესახებ, მართლაც პოზირებდა თუ არა ამ სურათის დახატვისას ალბა გოიასათვის, თუ ოსტატმა კაეტანას სახე რომელიმე მოდელის ტანს მიახატა. მრავალი წლის შემდეგ იმისათვის, რომ მოეცილებინათ მიყენებული ჩრდილი, ალბას გვარის წარმომადგენლებმა თანხმობა გასცეხ კაეტანას სხეულის ექსჰუმაციის სესახებ, რათა მისი პროპორციები ”შიშველი მახას” პროპორციებისათვის შეედარებინათ, მაგრამ ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, მან ვერც დაადასტურა ეს ფაქტი და ვერც გააბათილა.

კაეტანა ალბა 1801 წელს გარდაიცვალა ახალგაზრდა და ლამაზი, ისე, როგორც ოცნებობდა. მითქმა-მოთქმას არ დაუყოვნებია: ვიღაც ამბობდა, რომ მან მიტოვებული, ახლა უკვე ცნობილი მხატვრისადმი მოჭარბებული გრძნობების გამო თავი მოიკლა, ვიღაც ამტკიცებდა რომ სიკვდილი ცუდად გაკეთებული აბორტის შედეგი იყო. თუმცა მისი სიკვდილის ჭეშმარიტ მიზეზს, ისევე როგორც მისი და გოიას ურთიერთობის საიდუმლოს, ჩვენ ვეღარასოდეს დავადგენთ..))

მსგავსი ამბები

Back to top button