არქივი

სიყვარულის მეცნიერება

ole0f3nq6z0jbvvzvhn

რა არის სიყვარული?

  • სიყვარული შედგება სამი ფაზისგან და თითოეულ პერიოდში მოქმედი ჰორმონების რაოდენობა და აქტიურობა განსხვავებულია.
  • მოვლენები, რომლებსაც ამ დროს ადგილი აქვს ტვინში, ჩამოჰგავს გონებრივი დაავადების სიმპტომებს.
  • როცა ვინმე გვიზიდავს, ეს შეიძლება იმის გამო იყოს, რომ ჩვენს ქვეცნობიერს მისი გენები “მოეწონა”.
  • სურნელს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ხშირად მოგვწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც სურნელითა და გარეგნობით მშობლებს გვაგონებენ.
  • მეცნიერებას უკვე იმის განსაზღვრაც შეუძლია, ურთიერთობა რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს.
  • კუპიდონის ქიმიკალიები

    წამოწითლებული ლოყები, აჩქარებული გულისცემა და დაცვარული ხელები ვინმეს დანახვისას – ეს იმის ზედაპირული ნიშნებია, რომ ადამიანი შეყვარებულია. მაგრამ სხეულის შიგნით გაცილებით რთული პროცესები მიმდინარეობს ამ დროს.

    როცა საქმე ეხება სიყვარულს, როგორც ჩანს, ჩვენ საკუთარ ბიოქიმიაზე ვართ დამოკიდებული. ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი არის ჰელენ ფიშერი ნიუ ჯერსიდან, რუტგერსის უნივერსიტეტიდან. მისი აზრით, სიყვარული შედგება სამი ეტაპისგან. თითოეულ ეტაპზე ორგანიზმში განსხვავებული რეაქციები ხდება.

    სიყვარულის სამი სტადია

    ეტაპი I – ლტოლვა.
    ლტოლვას იწვევს სექსის ჰორმონები, ტესტოსტერონი და ოსტროგენი. ტესტოსტერონი მარტო მამაკაცებზე არ მოქმედებს, დაკვირვებამ აჩვენა, რომ მას წამყვანი როლი უჭირავს ქალების შემთხვევაშიც, როცა საქმე სექსის საკითხებს ეხება. ჰელენ ფიშერის თქმით, ეს ჰორმონები გვაიძულებენ პარტნიორის ძებნას.

    ეტაპი II – მიზიდვა.
    აქ კი უკვე იწყება სიყვარულის მდგომარეობაში შესვლა. ამ ეტაპზე ადამიანები სხვაზე ვერაფერზე ფიქრობენ, გარდა “იმისა” (პარტნიორი იგულისხმება). შეიძლება დაკარგონ მადა, გაუტყდეთ ძილის რეჟიმი, დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე საათი დაუთმონ სატრფოზე ფიქრსა და ოცნებას.

    ამ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნეიროგადამცემები, სახელად მონოამინები:

  • დოპამინი – აქტიურდება კოკაინისა და ნიკოტინის მიღების დროსაც.
  • ნორეპინეპრინი – მეორენაირად ცნობილია, როგორც ადრენალინი. გვიჩქარებს გულს და იწვევს ოფლის გამოყოფას.
  • სეროტონინი – სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქიმიკალია (ქიმიკალია – ქიმიური წარმოების პროდუქტი). მას შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის დროებითი სიგიჟე.
  • ეტაპი III – დამოკიდებულება და ერთგულება.
    ეს არის დასკვნითი ეტაპი და დგება იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობას გაგრძელება უწერია. მაგრამ დამოკიდებულება არაა სამუდამო, სხვაგვარად ადამიანები ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ. ამ სტადიაში მნიშვნელოვანია ორი ჰორმონი, რომლებსაც ნერვული სისტემა გამოიმუშავებს:

  • ოქსიტოცინი – მას გამოიმუშავებს ჰიპოთალამუსი მშობიარობისას, ასევე ეხმარება მკერდს რძის გამომუშავებაში. ამ ჰორმონის მეშვეობით დედა-შვილს შორის მტკიცე კავშირი იბმება. ოქსიტოცინი ასევე გამოიყოფა ორგაზმის დროს ორივე სქესის მიერ და ხელს უწყობს პარტნიორების დაახლოებას. ამ თეორიის მიხედვით, რაც უფრო ხშირად აქვს წყვილს სექსი, მით უფრო მტკიცეა კავშირი მათ შორის.
  • ვასოპრესინი – მეორე მნიშვნელოვანი ქიმიკალია ხანგრძლივი ურთიერთობის პირობებში, რომელიც პარტნიორებს შორის უხილავი ძაფების გაბმას უწყობს ხელს. ის ასევე აქეზებს მამაკაცს მისი პოტენციური მეტოქის წინააღმდეგ და უღვივებს აგრესიას.
  • მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და მინდვრის თაგვებს გაუკეთეს წამალი, რომელიც ვასოპრესინის მოქმედებას ახშობდა. მინდვრის თაგვები, როგორც წესი, პარტნიორის ერთგულები არიან, ცდაც ამიტომ ჩაატარეს მათზე. წამლის მიღების შემდეგ თაგვებს შორის მტკიცე კავშირი დაირღვა. მათ შორის აღარ იყო ერთგულება და ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყეს.

    თემასთან დაკავშირებული საინტერესო ტესტი, რომელიც შემუშავებულია პროფესორ დევიდ პერეტისა და ტონი ლიტლის მიერ, შეგიძლიათ გაიაროთ აქ (ინგლისურ ენაზე).

    დასასრული.

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button