გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური ამბები )))


უცნაური და ცოტა დაუჯერებელი )))

90 წლის დედა

ფრანს პრესის სააგენტოს ცნობით, ინდოეთის რაჯისტანის შტატის ერთ-ერთ სოფელში, 90 წლის ქალს გაუჩნდა ბავშვი! ახალშობილი სუსტი იყო და მალე გარდაიცვალა. ამ ქალს და მის 92 წლის მეუღლეს 34 შვილი და უამრავი შვილიშვილი ჰყავთ.

თითქმის დაუჯერებელი

კოლუმბიის ქალაქ ალიმაგეში დროებით გაანთავისუფლეს ყველა პატიმარი. მუნიციპალიტეტის ეს უცნაური გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ქალაქის ციხე ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებდა. “არდადეგების” დამთავრების შემდეგ ყველა პატიმარი დათქმულ დროზე ციხეში გამოცხადდა.


ორსული კაცი ))

მანილას ერთ-ერთ საავადმყოფოში მიიყვანეს მოხელე, რომელმაც უეცრად კუჭში მწვავე ტკივილები იგრძნო, პირველად ექიმებს კიბო ეგონათ, მაგრამ შემდეგ – ექიმების კონსილიუმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ პაწაწინა ცოცხალ არსებასთან ჰქონდათ საქმე. ზრდასრულებული მამაკაცის ორგანიზმში გაზრდილ მის ტყუპ ძმას ყველა ორგანო, ხელებისა და ფეხების, თითებისა და ფრჩხილების ჩათვლით განუვითარებელი ჰქონდა. ჯერ კიდევ დედის საშოში ყოფნისას ერთ-ერთმა ჩანასახმა ვერ მოახერხა ნორმალურად განვითარება და იგი მეორემ “შთანთქა”.


რეკორდები (ისე 20 საათი დიდი არაფერია )))

სამმა ინგლისელმა დაამყარეს ახალი რეკორდები: რეი ჰატერი შეუჩერებლად ლაპარაკობდა 20 საათის, 12 წუთის და 30 წამის განმავლობაში, ჯორჯ უოლტერზი 26 საათის მანძილზე უკრავდა აკორდეონზე, რეტ სტოვენსმა შეძლო ერთი სიგარეტიდან თამბაქოს კვამლის 192 რგოლის გამოშვება.


ქალები იაფად

ახალ გვინეაში სპეციალური ინსტრუქციით არის განსაზღვრული… ცოლის ფასი. ქალი, რომელიც პირველად თხოვდება 240 დოლარი ღირს, მეორედ გათხოვილი ქალის ფასი 300 დოლარია. ინსტრუქციაში არნიშნულია, რომ საპატარძლო, რომელიც სამჯერ ან ოთხჯერ იყო გათხოვილი, არავითარ კომერციულ საფასურს არ წარმოადგენს.

შეიცვალოს გვარი?

ლონდონის ერთ-ერთ ოჯახში სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის განუწყვეტლივ გაისმის ტელეფონის ზარი. საქმე ის გახლავთ რომ ამ ოჯახის უფროსის გვარია… ტაქსი.

სიცილის დაავადება

მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ავდმყოფობაა “კურუ” ანუ “სიცილით დაავადება”. ამითაა დაავადებული მხოლოდ ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ფორას ტომი.

საინტერესო )))

იაპონელები ქალიშვილებს გათხოვებისას კბილებს შავად უღებავდნენ და წარბებს პარსავდნენ.

წყარო: leonsio.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close