უცნაური

ვინჩესტერის აგარაკი

834af3c86da1
მისტიკური უზარმაზარი სახლი(Whinchester Mistery House), სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა (ქალიშვილობაში სარა ლოკვუდ პარდი) – ნომერი 525 ვინჩესტერის ბულვარზე, ქალაქ სან-ხოსეში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. ამ სახლს, ჯერ კიდევ სტუმრობს რიგი ტურისტებისა მსოფლიოს სვადასხვა კუთხიდან.
ამ სახლში დაახლოებით 10000 ფანჯარა, 2000 კარი, 160 ოთახი, 40 კიბე, 40 საძინებელი, 6 სამზარეულო, 2 სამეჯლისო ოთახი, 2 მიწისქვეშა ოთახი, 52 შუქის ლუქი და 47 ბუხარია გაინტერესებთ რატომ და როგორ?! მაშ, შებრძანდით გაგრძელებაში.!

1857 წელს ოლივერ ვინჩესტერმა გამოიგონა იარაღი, რომელმაც მთლიანად შეცვალა არამარტო თავისი არამედ სხვა უამრავი ადამიანის ბედი. ამ იარაღის წარმოებით ის ძალიან გამდიდრდა. მისი ქონება კი ანდერძით თავის შვილ ვილიამს გადაეცა.
e6e737d9d625

ქალიშვილ პარდისთვის რომ ეთქვათ, მას მთელი 30 წელი მოუწევდა ღამე ჩაის დალევა მოჩვენებებთან ერთად, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა. სარას ცხოვრება გამართულად და წარმატებულად მიედინებოდა.
სარა 25 წლის ასაკში გაჰყვა მულტიმილიონერს ვილიამ ვინჩესტერს ცოლად. (დიახ, ზუსტად იმ ოლივერ ვინჩესტერის შვილს, რომლის იარაღმაც ერთერთი მთავალი როლი ითამაშა აშშ-ს სამოქალაქო ომში) ქალბატონი სრულიად ბედნიერი,შეყვარებული და უზომოდ მდიდარი იყო.

4d1dada50715

42b52296ebf8

b7619b576c80

bed8abbfc33c

ოჯახი მდიდრდებოდა საბრძოლო შეკვეთებით. ლამაზი, კოხტა მისის სარა ნიუჰევენის ერთერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი გახლდათ. (კონექტიკუტის შტატი). მაგრამ ოჯახს უბედურება დაატყდა დაქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ, მათ 1866 წელს ახალდაბადებული ქალიშვილი ენნი გარდაეცვალათ.
სარა 7 დღის განმავლობაში არ ჭამდა, არ სვამდა, უბრალოდ ქალიშვილის გვამს დასტიროდა.სიმდიდრეს და ქმრის სიყვარულს, არ გამოუკეთებია ის, სარა ფსიქიკურად გაითიშა,
და რამდენიმე წელი საავამყოფოში იწვა. მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოვიდა საღ გონებაზე.და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. (ოჯახს სხვა შვილი არ ყავდა.)

მაგრამ ოჯახს კვალვ ერთი “ბედნიერბა” დაატყდა თავს, ვილიამი ტუბერკულოზით დაავადდა და 1881 წელს გარდაიცვალა.
სარა დაქვრივდა. მაგრამ ქონება მიიღო 20 მილიონი დოლარის სახით, რაც იმდროისათვის ზღაპრულ თანხად ითვლებოდა,(არც ახლაა ნაკლები) პლიუს ამას ფირმის აქციების 50% რაც თითქმის ყოველდღიურად 1000 დოლარი გამოდიოდა.

ზღაპრული სიმდიდრის მიუხედავად ქალი ძალიან უძლური, და სულიერად სუსტი გახდა. მეგობარმა მას ურჩია მიემართა მედიუმისათვის, თავიდან სარა უარზე იყო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა გაეგო, თუ რატომ დასაჯა იგი ასე უმოწყალოდ ბედმა, საამისოდ ბოსტონში მიაკითხა მედიუმს.
მედიუმი გაესაუბრა გარდაცვლილი მეუღლის სულს, და დაწვრილებით აუღწერა სარას მისი გარეგნობა ( მედიუმს საიდან ეყოლებოდა აბა ნანახი ვილიამი?!) და სარამ მას ბოლომდე დაუჯერა. სულმა შეატყობინა, რომ, მისი ოჯახი დაწყევლეს იმ გარდაცვლილთა სულებმა, რომელნიც, დაიღუპნენ იმ ვინჩესტერის გამო,რომელმაც ოჯახი გაუმდიდრა. ამასგარდა, სულმა შუთვალა მის მეუღლეს, რომ, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისათვის სარას უნდა ემოძრავა დასავლეთით, დაისისაკენ,მისი გიდი კი ქმარი იქნებოდა, და სადაც ის მიუთითება, იმ ადგილზე გაჩერებულიყო და დაეწყო მშენებლობა. მშენებლობა არ უნდა შეჩერებულიყო, ჩაქუჩის კაკუნი არ უნდა გაჩუმებულიყო არც ღამით არც დღისით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისსის ვინჩესტერი მოკვდებოდა.

e7ed7595129f

სარამ გაყიდა თავისი ქონება და დაიწყო მოძრაობა დასავლეთისაკენ, 1884 წელს ის ჩავიდა სან-ხოსეში, მან შეამჩნია ერთი სახლი, რომელიც ექიმ ლეკდველს ეკუთვნოდა, აგარაკის ფართობი 166 არკი იყო, ექიმი არ აპირებდა უძრავი ქონების გაყიდვას, მაგრამ, სარამ ისეთი თანხა შესთავაზა, რომ კელდველმა ვერ უთხრა უარი, სარამ დაიქირავა მუშები, ძველი სახლი მთლიანად დაანგრია, და ქმრის სულის ბრძანებით დაიწყო ახლის მშენებლობა.. მას მიზნად ჰქონდა, შეუჩერებლივ ემუშავა და მართლაც მშენებლობა არ გაჩერებულა არცერთი წუთით, 22 მუშა მუშაობდა მთელი წელი, 24 საათი დღეში, შ ე უ ჩ ე რ ე ბ ლ ი ვ.!

სარა ხვდებოდა ინჟინერს, რომელიც მშენებლობას მეთაურობდა, და ყოველდილით აძლევდა ბრძანებას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ დღის განმავლობაში, სახლის მშენებლობა არ მიდიოდა გარკვეული გეგმით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ არეულად, და ქაოსურად. ოთახი ოთახს ემატებოდა, და სახლის მომდევნო დიდ ნაწილად იქცეოდა, ამ ოთახებს უამრავი კარი აერთებდათ, რომლის უკან უმეტსიწილად იყო, ან ყრუ კედელი ან ბუხრები , სახურავზე გაყვანილი იყო ლუქები, რომლებიც პირდაპირ ოთახიდან იღებოდა. მატყუარა მილები იყო განთავსებული სახურავზე, რაც სარას თქმით, მოჩვენებას აუბნევდა თავგზას და დაიკარგებოდა, (თქმულებებს თუ დავუჯერებთ, სულები ზუსტად მილებიდან შემოდიან სახლში) გარეთა სახლის კედლებს ათობით სახანძრო კიბე ჰქონდა მიდგმული.

704b32962a72

დიასახლისი დაბორიალობდა სახლში, სადაც შეეძლო თავისუფლად დაკარგულიყო, ხოლო უძილო ღამეებით უკრავდა ფორტეპიანოზე.(შემდეგ ართრიტით დაავადდა, და ვეღარ უკრავდა) სარას ცხოვრების მიზანი, კი სახლის მშენებლობა გახდა.
სახლი ისე აშენდა,რომ იქ მოხვედრილ სულებს, რომლებსაც სარას გატაცება სურდათ, დაკარგულიყვნენ. ამიტომ კარები იღებოდა კედლებში, კიბეები ჭერს უერთდებოდა.
ჰოლები ვიწროდა დაკლაკნილიყო, როგორც გველის სხეული. ზედა სართულების ზოგიერთი კარი გარეთ იღება, ასე რომ ნებისმიერი უყურადღებო სტუმარი შეიძლება პირდაპირ ეზოში გადავარდეს, ბუჩქებში. აბაზანის უმეტესი კარი გამჭვირვალეა. აქ კარები იღება კედლებში,სარას “გაჭედილი” ჰქონდა ციფრ 13ზე. იატაკი შეიცავდა 13 ნაწილს, კედლები შედგებოდა 13 პანელისაგან, სარა თვლიდა, რომ ამით ის სულებს აშინებდა, და ძალას ართმევდა იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ სარასთვის ცუდი. ყველა კიბე გარდა ერთისა 13 საფეხურისაგან შედგება, თითქმის ყველა ოთახში ცამეტი ფანჯარაა,ვიტრაჟები 13 სეგმენტებისაგან შედგება. ფანჯრები იატაკზე დამონტაჟებული. სახლში უამრავი საიდუმლო კარია, რომლის მეშვეობითაცშეგიძლია მიაყურადო, თუ რა ხდება სხვა ოთახებში.

66ee9e9b3d85

5602de0243d7

2f471f12557e

41f6b1d9196c

8a637216367d

055a4982093c

fb2c89db94d0

სხვა სტუმრებს სახლში არ ელოდნენ, და ამიტომაც, სარა თავის სასასრგებლოდ ქონდა ყველაფერი მოწყობილი, კიბეებზე დაბალი საფეხურები იყო, მოხუცს,რომ ასვლა არ გაჭირვებოდა. ყველაფერი სახლში დიასახლის პარამეტრებს იყო მორგებული.

5040cdeb274b

ჰოლი და გასასვლელები ვიწრო იყო – დიასახლისი საკმაოდ გამხდარი იყო. უცნობია იცოდა თუ არა ამ სახლის არსებობის შესახებ მწერალმა ხორხე ლუის ბორხესმა, მისი ნაწარმოებების კითხვა კი მისსის ვინჩესტერს არანაირად არშეეძლო. მაგრამ სახლის პროექტი,რომელსაც სარა საუზმის დროს ტილოზე ხაზავდა, მწერლის ფანტაზიის ნაყოფის განსახიერება იყო. ამ სახლში თავისუფლად იცხოვრებდა მინოტავრი. სარა დარწმუნებული იყო, რომ რომ იქ სულები ცხოვრობდნენ. სახლში ყოველღამე გაისმოდა გონგის შემაძრწუნებელი ხმა, და დიასახლისი მარტოვდებოდა, ერთ გამოყოფილ ოთახში, რომელიც განკუთვნილი სპირიტული რიტუალების ჩასატარებლად.
მსახურებს ამ დროს ესმოდათ ორღანის ხმა, რომელზეც, ართრიტით დაავადებული სარა ვერ დაუკრავდა.

23e8efa4c608

წლიდან წლამდე, სართული სართულს ემატებოდა, სახლის სხვადასხვა ნაწილი სხვადასვხა რაოდენობის სართულისა იყო.
თითქოსდა დამშვიდებულ სარას მომდევნო უბედურება დაატყდა
1906 წლისათვის სახლი ექვსს სართულამდე გაიზარდა.მაგრამ მოხდა მიწისძვრა, და სამი ზედა სართული ჩამოინგრა.და არც აღდგენილა. დისახლს ეშინოდა, რომ არასუფთა ძალები მას მოსდევდნენ. და ყოველღამე სხვადასხვა ადგილას ძინავდა. მიწისძვრის შემდეგ, ის ნანგრევების ქვეშ იპოვეს მსახურებმა, იმიტომ რომ არ იცოდნენს ამჯერად სად ეძინა ქალბატონს. სარამ ყველაფერი სულების შემოტევას დააბრალა, სახლის წინა ნაწილში. 30 ოთახი დაილუქა და მშენებლობა გაგრძელდა, სარას თქმით, “არაწარმატებული” ფრაგმენტები იშლებოდა და მათ ადგილას შენდებოდა ახალი.

მუშაობა ისევ ძველ რიტმით აღსდგა. სახლის შიგნით და გარეთაც მონტაჟდებოდა სარკეები, სარა ფიქრობდა, რომ მოჩვენებებს და ბოროტ ძალებს, ეშინოდათ , თავისი ანარეკლის ნახვა. სარამ ბრძანა, რომ სახლში გაეკეთებინათ სამალავები, რომლის მეშვეობითაც, ერთი ოთახიდან, სახლის მეორე ნახევარში, სხვა ოთახში აღმოჩნდებოდა. სარას ერთი ჩვევა ჰქონდა, ეცვა რამოდენიმე კაბა ერთად,სწრაფად გამოიცვლიდა და.. ყველაფერი იმისათვის, რომ მოეტყუებინა ბოროტი ძალები.

მთელი თავისი ცხოვრება, სიკვიდილმადე, რომელიც დადგა 1922 წლის 4 სექტმებერს,(83 წლის ასაკში) მან სახლის მშენებლობას მიუძღვნა.
მისსის ვინჩესტერმა, ქონება, თავის დისწულს, ფრენსის მარიოტს გადაულოცა. მის ფრენსისი ვარაუდობდა, რომ სახლში, სადღაც იქნებოდა სეიფი, ვინჩესტერის ოქროებით სავსე,
სეიფში კი ფულის მაგივრად აღმოაჩინეს თმის, კაცის და ბავშვის კულულები, მეუღლისა და შვილის გარდაცვალების მოწმობა, ასევე ანდერძი, რომელიც შედგებოდა 13 პუნქტისაგან და ხელმოწერილი იყო 13 ჯერ. სახლის ბედზე კი ანერძში არაფერი გახლდათ მოხსენიებული!
საბანკო ანგარიშზე კი აღარ იჯდა, იმდენივე თანხა, რამდენიც თავიდან, სარამ უზარმაზარი ფული დაახარჯა მშენებლობას.

9d48c04b10a3

6d0e247940f1

სანამ დიასახლისი ცოცხალი იყო აქ არ იღებდნენ სტუმრებს, თვით პრეზიდენტ რუხველტმა, მიიღო მტკიცე უარი.(ჩაის მირთმევა სურდა). ეხლა სახლში ყველა ცნობისმოყვარე მიძვრება. მაგრამ უმეტესად, სახლი ყველა მსურველისათვის არ არის ღია, როგორც სარს სიცხოცხლის დროს იყო. ზოგიერთი ადგილი და ზოგიერთი ისტორია, ჯერ კიდევ რჩება უცხობეისათვის გაუმჟღავნებელი.

0a6f5ede6241

f57a6395f64d

შემდგომ პერიოდში, შთამომავლებმა, გადაწყვიტეს სახლის გაყიდვა. მყიდველებმა კი გადაწყვიტეს ეს სახლი, მორიგ ტურისტულ ატრაქციონად ექციათ, ამისათვის დასჭირდათ,
შეედგინათ სახლის გეგმა, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა. თავიდან 148 ოთახი დათვალეს, მაგრამ ყოველ შემდეგ მცდელობაზე, ზუსტ რაოდენობას ვერ ადგენდენ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ, სახლის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა რაოდენობის სართულები, ოთახები და სხვადსხვა ჭერის სიმაღლე იყო. კორიდორები, კიბეები და
ოთახები, იმდენად რთული აგებულების იყო, რომ ინჟინრები და არქიტექტორებიც კი ძლივს პოულობდნენ ხოლმე გასასვლელს სახლიდან.

დღეისათვის ვინჩესტერების ეს სახლი, გამოცხადებულია ისტორიულ ძეგლად, რომლის შესახებ, პროსპექტებში წერია, რომ, ეს შენობაა უცნობი რაოდენობის ოთახებით. ბევრს ჯერა, რომ, სახლში დაძრწის მოჩვენებები, ამას კი სახლში ნამყოფი მედიუმები ამტკიცებენ. ამასთან ერთად სარა მოჩვენებაც არაერთხელ შუნიშნავთ.
ორმა მსახურმა განაცხადა, რომ, რამოდენიმეჯერ შეამჩნიეს, მამაკაცის მოჩვნება, რომელიც ჩაცმული იყო როგორიც მეცხრამეტე საუკუნის ჯენლტმენს შეეფერება. იქნებ ეს ვილიამის მოჩვნება იყო?!
მიუხედავად ამისა, ტურისტების რიგი მაინც არ კლებულობს ვინჩესტერის სახლის წინ, რაც საკმაო შემოსავლის წყაროა, სახლის ამჯამინდელი მფლობელებისათვის.

და ჯამში ამ სამსართულიან შენობაში მიახლოებით გამოვიდა :10000 ფანჯარა, 2000 კარი, 160 ოთახი, 40 კიბე, 40 საძინებელი და 6 სამზარეულო, 2 სამეჯლისო ოთახი, 2 მიწისქვეშა ოთახი, 52 შუქის ლუქი, 47 ბუხარი. 28 წლის განმავლობაში მშენებლები აშენებდენ, ანგრევდენენ, თავიდან აშენებდნენ ამ სასახლეს, საიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, სარა არც ისე ჩქარობდა მიწეოდა თავის ქმარს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button