გასართობისაკითხავისასარგებლო

მოკლე ფაქტები სხეულის შესახებ

a

– გული აკეთებს დაახლოებით 101 000 დარტყმას დღის განმავლობაში, დაახლოებით 3 მილიარდს მთელი ცხოვრების მანძილზე.

– შეუძლებელია საკუთარი იდაყვის გალოკვა.. თითქმის ყველასთვის..

– დღის განმავლობაში პირში დაახლოებით 1 ლიტრი ნერწყვი გამოიყოფა.

– ადამიანის თავი შეიცავს 22 ძვალს.

– საშუალოდ ადამიანი დღეში 23 000 ჩასუნთქვას აკეთებს.

– საშუალოდ ადამიანი 5 000 სიტყვას წარმოთქვამს დღეში, თუმცა ამ რაოდენობის 80% პროცენტი საკუთარ თავთან ლაპარაკზე მოდის.

– 150 წლის განმავლობაში ინდუსტრირებულ ქვეყნებში ადამიანის სიმაღლე საშუალოდ 10 სანტიმეტრით გაიზარდა.

– ყველაზე მაღალი ერი მსოფლიოში არის Watusis of Burundi: 1.98 მ.

– თუ წყლის რაოდენობა სხეულში 1%–ით იკლებს, ადამიანს წყურია.

– ადამიანების 55% პროცენტი ამთქნარებს 5 წუთის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სხვის მთქნარებას დაინახავენ.

– ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ქალის მკერდის ზომა გაიზრდებოდა თუ ის ხმამაღლა და ხშირად იმღერებდა.

– ადამიანს საჭმლის გარეშე დაახლოებით 1 თვე შეუძლია გაძლოს, წყლის გარეშე კი 1 კვირა.

– ადამიანი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 75 000 ლიტრ წყალს სვამს.

– მამაკაცი დაახლოებით 40 ღერ თმას კარგავს დღის განმავლობაში, ქალებისთვის ეს რიცხვი 70 შეადგენს.

– პირველი წარმატებული სქესის შეცვლის ოპერაცია ჩატარდა 1950 წელს. დანიელმა ექიმმა ქრისტიან ჰამბურგერმა გაუკეთა ოპერაცია ჯორჯ იორგენსენს, რომელიც ქრისტინ იორგენსენი გახდა.

– კუნთი, რომელიც უზრუნველყოფს თვალის დახამხამებას არის ყველაზე სწრაფი კუნთი სხეულში. ის საშუალებას გვაძლევს თვალი წამში 5–ჯერ დავახამხამოთ.

– ადამიანი საშუალოდ 15000–ჯერ ახამხამებს თვალს. ქალები 2–ჯერ მეტს ახამხამებენ.

– ხელის ფრჩხილები დაახლოებით 4–ჯერ უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ფეხის.

– 1900 წელს საშუალო ასაკი იყო 47 წელი. განვითარებულ ქვეყნებში ეს რიცხვი 70 წლამდეა გაზრდილი.

– თუ დნმ–ს გავჭიმავთ, ის მთვარემდე 6 000–ჯერ მიაღწევს.

– სხეულის წონის დაახლოებით 2/3 არის წყალი. სისხლი შეიცავს 92% წყალს, ტვინი და კუნთები 75%–ს.

– ჩვენ სინამდვილეში არ ვხედავთ ჩვენი თვალებით, ჩვენ ვხედავთ ჩვენი ტვინით. თვალები კამერის როლს ასრულებს ტვინისთვის.

წყარო: smartblog.ge

პს.ჩემი პირველი სიახლეა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close