არქივი

აკაკის ღიმილი ( ნაწ.2)

d160093074b1

პოსტში შემოგთავაზებთ აკაკი წერეთლის ხუმრობებს, რომელიც ერთ წიგნად 1991 წელს გამომცემლობა ნაკადულმა გამოსცა, კრებულში კი ხუმრობებს თავი მოუყარა გიორგი გაბუნიამ.
მოდი ერთად ვიხალისოთ , და გავიხსენოთ დიდი აკაკი წერეთელი. (ნაწილი მეორე)

1) აკაკის უთქვამს: დიდი თავმოყვარე იყო ნიკო ნიკოლაძე. ჩვენი ამხანაგები რომ დაიჭირეს, იმან იტირა, მე რად არ დამიჭირესო.

2) ერთგან ყმაწვილები შეყრილიყვნენ და წუხდნენ:
– რა გვეშველება, რომ ჩვენში შრომა ყველას სძულს და მუშა არავინ გვყვავს, განსაკუთრებით ქართველ ქალებშიო.
–ეგ ძალიან ტყუილიაო,–თქვა თურმე აკაკიმ,–ვერა ხედავთ , რამოდენა კურტან–ტიურნირები დააქვთ ჩვენს ქალებს? მუშები არიან, აბა რა არიანო?

3) 120 წლის ერთ თელაველ მოხუცს აკაკი გაესაუბრა ძველი დროის ამბებზე და ბოლოს ჰკითხა:
–როგორ მოგწონს ვორონცოვიო?
გლეხკაცს აკაკი დიდი ჩინოვნიკი ეგონა და , რაც კი შეეძლო , აქო კავკასიონის მეფისნაცვალი. პოეტმა სამი მანეთი აჩუქა ბერიკაცს და თან უთხრა:
–ვორონცოვი რომ არ გექო, ხუთი მანეთის ჩუქებას ვაპირებდიო.

4)ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის: ” როგორ მოვიქცე , რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?”
– ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ,– მიუგო აკაკიმ, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს ვითომ პენსიას და არც მაძლევსო !

5)1911 წელს ქუთაისის ქალაქის თავის არჩევნებს აკაკიც დაესწრო. მ.დარახველიძემ წამოაყენა ერთი კანდიდატურა და ასე დაახასიათა იგი: ვისაც მე ქალაქის თავად ვასახელებ, ადგილზე 24 საათი შეუძლია ჯდომა და მუშაობაო.
მიხეილ, ძალიან ახირებულია თქვენი აზრი: ქალაქს თავად ესაჭიროება არა საჯდომმაგარი კაცი, არამედ ჭკვიანი და თავმაგარიო.

6)აკაკი განსაკუთრებული გულისტკივილით მოიგონებდა ხოლმე ცილისწამებას მისი სიზარმაცის შესახებ და ამბობდა : ” აბა , გამოსცენ ჩემი ნაწერების კრებული და მაშინ მიკიჟინონ სიზარმაცეო.

7)ერთმა ახალგაზრდამ მიახარა აკაკის: ” საყმაწვილო წიგნი მინდა გამოვცეო”.
–საყმაწვილო წიგნი განა ბავშვმა უნდა გამოსცეს? –დაეკითხა პოეტი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button