გასართობისაკითხავისასარგებლო

აინშტაინის უაზრო კითხვები (III)

მორიგი საინტერესო კითხვა–პასუხი

კითხვა 1: ყველა სიტუაციაში ერთნაირად ვახამხამებთ თვალებს ?
არა მაგალითად, სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახში თვალებს ბევრად უფრო ხშირად ვახამხამებთ,ვინაიდან სიგარეტის კვამლი თვალებს აღიზიანებს. ბრიტანელმა მკვლევარებმა სამხედრო მფრინავებზე საინტერესო ცდა ჩაატარეს. სამხედრო მფრინავი უფრო იშვიათად ახამხამებს თვალს, თუ იგი მტრის ტერიტორიაზეა. თვალის ხამხამის სიხშირე ასევე კლებულობს, თუ მფრინავი ამჩნევს , რომ მტრის რადარმა იგი დააფიხსირა.

კითხვა 2: რამდენჯერ ვახამხამებთ თვალებს?

თუ ახალშობილი ბავშვი წუთში ერთხელ ახამხამებს ზრდასრული ადამიანი ამას 10-15 ჯერ აკეთებს.

კითხვა 3: რატომ ვახამხამებთ თვალებს?

თვალის ხამხამი ხელს უყყობს საცრემლე ჯირკვლების მიერ ცრემლის სეკრეციას, რაც თვალის ზედაპირს მტვრისაგან ასუფთავებს.

კითხვა 4: არის თუ არა ადამიანი ერთადერთი, სულიერი რომელიც თავის თავს აცნობიერებს?

მრავალმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ზოგიერთ ცხოველსაც გააჩნია გარკვეული ცნობიერება თავისი თავის შესახებ. მაგალითად, როდესაც თქვენ მამალ ცხენს აყენებთ სარკის წინ, იგი შუბლს ურტყამს, სარკეს რადგან ეჩვენება, რომ სარკეში ანარეკლი მისი მეტოქეა. სამაგიეროდ თუ თქვენ სარკის წინ შიმპანზეს დააყენებთ, თან მას შუბლზე საღებავით პატარა ნიშანს გაუკეთებთ, იგი შეეცდება ლაქა მოიშოროს.ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ შიმპანზეს გარდა დელფინებს, სპილოებს და ასევე ვეშაპებს გააჩნიათ გარკვეული ცნობიერება საკუთარი თავის შესახებ.

კითხვა 5: შეუძლია თუ არა კენგურუს ცურვა?

ავსტრალიაში სპეციალური პარკია, სადაც მოცურავე კენგურუების ნახვა შეგიძლიათ.

კითხვა 6: აქვს თუ არა ცხოველს ესთეტიკური აღქმის უნარი?

მაგალითად როდესაც მამრი ფარშევანგი მდედრს აჩვენებს თავის ფერად კუდს, ეს მდედრზე ძალიან დადებითად მოქმედებს , თუმცა ეს არ არის ესთეტიკური ხიბლი. მდედრი ფარშევანგისთვის ეს ნიშანია იმისა რომ მამრ ფარშევანგს ძლიერი რეპროდუქციული უნარი აქვს. იმავე ფუნქციას ასრულებს ლომის ფაფარი, ზოგიერთი თევზის ფერადი კუდი და ზღარბის ეკლებიც კი …    (ზღარბის ეკლებიც თუ მაგისთვის იო არ ვიცოდი  :D)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close