არქივი

უცხოელ მწერალთა აფორიზმები და სენტენციები (ნაწ.2)

096177b3f05e

მორიგი აფორიზმები და სენტენციები იხილეთ გაგრძელებაში

1. პლოტონი- ტალახი ლამაზ სამკაულს უფრო ნაკლებ სვრის, ვიდრე ცუდი ყოფაქცევა.

2. ჟუკოვსკი- როდესაც გავიხსენებ, რომ ადამიანი ვარ, სულით ავმაღლდები ხოლმე.

3. რაფაელი- უმჯობესია კაცმა არა იცოდეს რა , ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.

4. პრუტკოვი- ბევრი ადამიანი ძეხვსა ჰგავს: რითაც გასტენავ , იმისი მქონებელია.

5. პონტანუსი- ვისაც სიყვარული შეუძლია ის მოხუცი არ არის.

6. როინი- რაც უნდა სულელი იყოს ადამიანი, იმდენი ჭკუა კიდევ ექნება , რომ სხვას ავნოს.

7. რიჩარდი- გამოიზოგე დრო: დრო-ქარგაა, რომელზედაც იქსოვება სიცოცხლე.

8. სტასოვი- კეთილს ყველა აქებს, მაგრამ რა არის ადამიანისათვის კეთილი, ის ბევრმა არ იცის.

9. სმაილსი- ზრდილობა ადამიანის ხასიათის საუკეთესო სამკაულია.

10. სომერი- რა გრძელია ღამე მღვიძარე მწუხარებისა.

11. სტობე- ბიწი თვით უმშვენიერეს სახესაც ამახინჯებს.

12. სული- ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს.

13. სციიპიონი- გაქცეულ მტერს ღირს, რომ ოქროს ხიდი გაუდო.

14.ტოლსტოი-ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული , უბედური არ იქნება.

15. ფავარტი- სანათური კრიტიკისა უნდა ანათებდეს და არ სწვავდეს.

16. ვებერი- განათლებული ბარბაროსი ყოველ ბარბაროსზე უბოროტესი არსებაა.

17. ევრიპიდე- ჭეშმარიტი ვაჟკაცობა- სიფრთხილეა.

18. ვერგილიუსი- ვინც ხბო მოიპარა, ის ხარსაც მოიპარავს.

19. კალდერონი- გაქცევა -ეგეც ერთი ხერხია გამარჯვებისა.

20. თრაზიბულე- სულელი კაცი თუ არ აქე, უღმერთობას დაგწამებს.

21. კარი- სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.

22. კატონი- ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს.

23. კუზენი- მართლმსაჯულება ლაგამია კაცობრიობისა და სიყვარული მოყვასის მიმართ.

24. ლემონტეი- სადაც არ არის მართლმსაჯულება , იქ ბუნაგია და არა მამული.

25. ლუი XVI- ცოტა ცოდნა ენაა ცდომილებისა , დიდი ცოდნა კი ჭეშმარიტებისა.

26. მანცონი- კეთილმყოფელ კაცს მტერი თავის დღეში არ მოაკლდება.

27. მარატი- გამოცდილება პირველი და უკეთესი ოსტატია ადამიანის გონებისა.

28. მენცელი- თარგმანი ყვავილია , შუშის ქვეშ მოქცეული.

29. მილერი- ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა ჰგავს.

მსგავსი ამბები

Back to top button