გართობაუცნაური

ძველი ქირურგიული იარაღები

8q028

ქირურგიული იარაღები, რომლებითაც ძველ დროში ოპერაციები ტარდებოდა. ეს ის დროა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ანესთეზია და ოპერაციისას ადამიანები საშინელ ტკივილის გრძნობდნენ.

222q4
1500-იანი წლები. ბევრი რამ არაა ცნობილი ამ იარაღზე, თუმცა სავარაუდოდ ისრის ამოსაღებად იხმარებოდა. მთავარი ღერძი ისარს უმაგრდებოდა, დანები კი ჭრილობის პირებს სწევდა აქეთ-იქით, რათა ადვილად ამოეღოთ.

q8qih
1500-იანი წლები. ეს იარაღი ტყვიის ამოსაღებად იყო საჭირო. ფორმის გამო სხეულში ღრმად შესვლა შეეძლო, ხშირად კი მსგავს იარაღებს პირი ხრახნის ფორმის ჰქონდათ და ტყვიამდე მისასვლელად ნელ-ნელა ატრიალდებდნენ ხოლმე.

yasja
1770-იანი წლები. დანა წინადაცვეთისთვის. წინადაცვეთა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდებ(ოდ)ა სხვადასხვა მიზნებით, მაგრამ იარაღებიდან იშვიათად იყო ისეთი საშიშები, როგორიც ეს ევროპული დანაა.

2dgwl
1740-1830 წწ. ეს ლითოტომი იხმარებოდა შარდის ბუშტის გასაჭრელად იმ მიზნით, რომ ქვებისგან დაეცალათ. ტარში სამართებელი იყო ჩამალული და სახელურის მოწევის შემდეგ გამოდიოდა გარეთ.

l0wlo
1700-იანი წლები. მე-18 საუკუნეში საამპუტაციო დანები უმეტესწილად მოხრილი იყო, რადგან ქირურგებს ასე უფრო უადვილდებოდათ კანზე მრგვალი ფორმის ჭრილობის გაკეთება, შემდეგ კი კუნთოვანი ქსოვილების გადაჭრა, რათა ძვლამდე მისულიყვნენ. 1800-იანებისთვის კი სწორი დანები გახდა პოპულარული.

j2u09
1600-იანი წლები. იმ დროს, როცა ქირურგები თავს იწონებდნენ საგულდაგულოდ დეკორირებული იარაღებით, გრავიურებს შორის არსებულ ნაპრალებზე დაკვირვება ცხადყოფდა, რომ იქ მიკრობებს მრავალრიცხოვანი იმპერიები ჰქონდათ შექმნილი.

7lnhz
1800-იანი წლები. თვალისა და ყურის ოპერაციების დროს ფართოდ გამოიყენებოდა ეს ე.წ. ხელოვნური წურბელა. მბრუნავი ღეროები კანს ჭრიდა, ცილინდრის ფორმის ნაწილში კი სისხლი იღვრებოდა.

d954g
1915 წელი. ჰირცის კომპასის მეშვეობით აკურატულად საზღვრავდნენ, სად იყო ტყვია სხეულში, რათა შემდეგ ზუსტად გაეჭრათ ის ადგილი და ამოეღოთ.

5uogh
1800-იანი წლები. გამოიყენებოდა მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის გასაფართოებლად. თუმცა მალე ამოიღეს ხმარებიდან, რადგან რამდენჯერმე ზედმეტი მოუვიდათ და საშვილოსნო “გაეხათ”.

qo8j6
1870-იანი წლები. ეს იარაღი იხმარებოდა ჰემოროის (ბუასილის) შესაჩერებლად. ჯაჭვს ზედმეტ მასაზე მოახვევდნენ და შემდეგ ქაჩავდნენ.

szucf
1800-იანი წლები. ქირურგიული მაშა ჰემოროისთვის (ბუასილი). იყენებდნენ სისხლდენის შესაკავებლად.

eegmz
1850-იანი წლები. პაციენტს უკეთებდნენ დაზიანებულ ადგილზე, მაგალითად გადატეხილ ძვალზე, რამდენიმე კვირა ტოვებდნენ და მორჩენის (შეხორცების) შემდეგ ხსნიდნენ.


1860-90-იანი წლები. იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა ჰისტერექტომიისათვის (ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა).

z7ghi
1880-1910 წლები. ხრახნის ფორმის ხის ნაჭერი პირის გასახსნელად იხმარებოდა. მისი მეშვეობით ოპერაციის დროს პაციენტს უხსნიდნენ პირს და გარკვეული ხანი ტოვებდნენ, რათა არ დაემუწა.

lpck2
1910-20 წლები. წამოწვერილი მრგვალი პირის მქონე დანები კანს ჭრიდა, ჭიქაში კი სისხლი იღვრებოდა.

jm7ln
1830-60 წლები. ეს მოწყობილობა გამოიყენებოდა თავის ქალის გარკვეული ადგილების გასახერხად, რის შემდეგაც რიგში სხვა ინსტრუმენტები დგებოდნენ.

umza5
1600-იანი წლები. ამ იარაღით ქალებს ვაგინას უფართოებდნენ, რის შემდეგაც გამოკვლევისა და დათვალიერების საშუალება ეძლეოდათ.

bol29
1750-1810 წლები. თამბაქოს ოყნას პაციენტის ანუსს უერთებდნენ სხვადასხვა მიზნებით. მაგალითად, დახრჩობისგან რომ გადაერჩინათ. ტუბი დაკავშირებული იყო საკმეველთან და შეერთებისას პაციენტს სწორ ნაწლავში თამბაქოს კვამლს უკმევდნენ. მიაჩნდათ, რომ ეს სუნთქვის რეგულირებაში ეხმარებოდა სხეულს.

bsb5f
1860-იანი წლები. მას შემდეგ, რაც პაციენტს პირს გაუხსნიდნენ, ამ ინსტრუმენტით დაავადებულ ფარისებრ ჯირკვლებს აცლიდნენ. მეოცე საუკუნეში კი მაშებითა და სკალპელებით ჩაანაცვლეს, რადგან მოწყობილობა უხეში იყო და ოპერაციის შემდგომ ხშირი იყო სისხლჩაქცევები.

bg9n3
1800-იანი წლები. ბურღი ცილინდრული ფორმის დანით, რომლითაც თავის ქალას ხვრეტდნენ. შუაში არსებული კბილანა ადგილის განსაზღვრისთვისა და წონასწორობის შენარჩუნებისთვის იყო საჭირო.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button