გართობა

საშუალო გარეგნობა ეროვნების მიხედვით

როგორი გარეგნული მახასიათებლები აქვთ სხვადასხვა ეროვნების ქალბატონებს?

სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი მაიკ მაიკი განსხვავებული ეროვნების ასობით წარმომადგენელს უღებს ფოტოს, შემდეგ ერთმანეთს ადარებს და კომპიუტერის მეშვეობით გამოჰყავს ის შტრიხები, რომლებიც განსაკუთრებით ხშირია. ამ შტრიხებით კი იღებს შესაბამისი ეროვნების საშუალო გარეგნობას.

46 წლის მაიკი სტამბულში ცხოვრობს, მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და სურათებს უღებს იმათ, ვისაც პოზიორობაზე დაითანხმებს. პროექტს “მომავლის სახე” უწოდა. იდეა ლონდონში სწავლისას მოუვიდა თავში.

ცხადია, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები განსხვავდებიან სახის ფორმით, კანის ფერითა და სხვა მახასიათებლებით. პროგრამის მიზანიც სწორედ ამ სხვაობის დაფიქსირებაა. მაგალითად, პერუელებსა და ირანელებს უფრო დიდი პირი აქვთ, ეთიოპიელებსა და სამოელებს ხუჭუჭა თმა, ლიტვა/ლატვიასა და პოლონეთში კი შუბლზე ჩამოყრილი თმა (იგივე челка) უფრო ხშირი აქვთ.

თუმცა არის ერთი რამ: ფოტოგრაფს იმდენად ბევრი ადამიანისთვის არ გადაუღია სურათი, რომ შედეგი ზუსტი ყოფილიყო. მაგალითად, სამხრეთ აფრიკელი ქალები მუქკანიანები არიან. ღია ფერის კანი მხოლოდ 9.2%-ს აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ მიღებულ სურათებზე ქალებს სასიამოვნო გარეგნობა აქვთ, ასე რომ გამოთქმა “საშუალო გარეგნობა” სულაც არ ყოფილა ცუდი მნიშვნელობის.

ეს კი მიღებული შედეგები:

სამწუხაროდ, ქართველებით ჯერ არ დაინტერესებულა.

მსგავსი ამბები

Back to top button