არქივი

რატო არიან სუმოს მოჭიდავეები მსუქნები?

d9f8d41a32d6

თუ გაინტერესებს, რატომ არიან სუმოს მოჭიდავეები მსუქნები, შემოგვიერთდი :)

1) ძალიან ძნელია შეაჩერო ისეთი დიდი რამ, როგორიცა მატარებელი, გემი ან ნებისმიერი დიდი მასის სხეული, რომელიც მოძრაობს. იგივე ხდება სუმოში, ძნელია რო გაანძრიო დიდი მასის მოჭიდავე, მისთვის კი შენი გადაადგილება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს იგივეა, რაც მეტრო რომ  დაეჯახოს  ველოსიპედს.

2) სუმო მოდის იაპონიიდან, ის წარმოადგენს რელიგიურ სპორტს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რელიგიური ნიშნები იმაში, რომ  ზარი, ან Dohyo (დოჰიო არის იგივე ტატამი) წააგავს იაპონელების ძველ სასახლეს(Shinto Temple). Dohyo არის 15 მეტრი და სიმაღლეში 2 მეტრი.

3) სუმოს წინ ტარდება ტრადიციული ცერმონია. ამ ცერემონიას ძალიან დიდი ადგილი უკავია სუმოში. ყველა ცერემონიას თავისი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ზარის აამოქმედებენ, ეს ნიშნავს, რო უნდა მოეწყონ და მოემზადონ. ამის შემდეგ იწყება ჭიდაობა. წესები სუმში ადვილი და ცოტაა: მატჩის დროს მოთამაშეებს ეკრძალებათ თმების მოქაჩვა, ეკრძალებათ მუშტის დარტყმა ან დახრჩობა :) , ამის გარდა მათ შეუძლიათ რაც უნდა ის გააკეთონ მატჩის დროს. სუმოს მატჩი გრძელდება რამდენიმე წამი, იშვიათად ერთი წუთიც კი. როდესაც მოთამაშე მიწას ეხება ხელით, ეს იმას ნიშნავს რომ ის მზადაა.

7d0ae0005e9b

4) წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუმოში. მოჭიდავეები არიან დიდები, მაგრამ ზოგიერთი არის ძალიან მსუქანი. მას აქვს კუნთები, ამავდროულად ისინი არიან ძალიან წელვადები. სუმოში სიმაღლეც აუცილებელია და სისწრაფეც, და რათქმაუნდა ბალანსი და ტექნიკა. სუმოს მოჭიდავეებს შეიძლება ქონდეთ ჯამრთელობასთან პრობლემები, რადგან ისინი არიან მსუქნები. როდესაც სუმოს თავს ანებებენ, მოჭიდავეები ცდილობენ წონა დააგდონ. :)

6a7b5529ef63

5) გასუქება ზოგიერთი მოჭიდავისთვის არის ძნელი, რადგან ისინი არ ჭამენ შოკოლადებსა და ტკბილეულობას, მიირთმევენ მაღალ კალორიულ საკვებს . ზოგიერთი მათგანი დღეში 20,000 კალორიას ღებულობს. ასევე ისინი ვარჯიშობენ, რათა ქონდეთ კუნთები.

ea11c47ba567

6) იაპონიაში სუმო ძალიან პოპულარულია, მოჭიდავეები ითვლებიან გმირებად, ისინი ისეთი პოპულარულები არიან, ისევე როგორც მსახიობები. ხშირად მოჭიდავეებს ცოლად მიყვებიან მოდელები, მსახიობები და ცნობილი სახეები. იაპონელებს ჯერათ, რომ სუმოს მოაქვს კარგი ბედი, თუ მოჭიდავე ხელში აიყვანს ბავშვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაიზრდება დიდი და ძლიერი.

სულ ეს იყო რაც შემეძლო სუმოს შესახებ მეთქვა თქვენთვის მე. და რაც შეეხება სათაურს, ინტრიგა ხო უნდა მიმეცა პოსტისთვის =]] და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ რადგან ეს ჩემი პირველი პოსტია.
თქვენი მონა მორჩილი ოთო.

მსგავსი ამბები

Back to top button