რეკორდებისაკითხავი

მიხეილ შუმახერი


მიხეილ შუმახერი დაიბადა 1969 წლის 3 იანვარს. მან სულ ჩაატარა 252 რბოლა და აქედან 92 გაიმარჯვა. პირველი რბოლა მან ჩაატარა 1991 წელს ხოლო ბოლო 2010 წელს.

მამის მიერ აწყობილი კარტინგის საჭეს გერმანელი ბიჭუნა ადრეულ ასაკში მიუჯდა და „მსოფლიო ტრასას“ დაადგა. ინტერესი მალე შედეგში გადაზარდა – 12 წლისამ, პროფესიული ლიცენზიის აღებით ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვა. ასაკის მომატებასთან ერთად, იმატა სამართლიანმა ამბიციებმაც. კარტინგში შიდა და ევროპული წარმატებები ფორმულა 3-ით ჩაანაცვლა. ამას „აზიური არჩევანი“ და კვლავ წარმატებული, თუმცა ასევე დროებითი, იაპონური ფორმულა-3000 მოჰყვა.

მბრბოლელის შედეგიანობას მალევე გამოეხმაურნენ მისი მომავალი პარტნიორებიც. ახალგაზრდა მბრბოლელმა „ჯორდანის“ გუნდში გამოთავისუფლებული ადგილი შეავსო. ფორმულა 1–ში მისი სადებიუტო გამოსვლა მოულოდნელად კარგი, მე-7 ადგილით დასრულდა. ამის შემდეგ კი სპორტსმენმა „ბენეტონ-ფორდში“ გადაინაცვლა.
1994 წელს 25 წლის პილოტი პირველ დიდ გამარჯვებას აღწევს – მისი წარმატებების არეალი საგრძნობლად გაიზარდა და მთელი მსოფლიო მოიცვა.

სადებიუტო მიღწევა კიდევ უფრო ღირებული გახადა მომდევნო სეზონში, როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კვლავ შეინარჩუნა. პირველ საჩემპიონო წელს მრბოლელი მთავარი კონკურენტის გარეშე დარჩა ტრასაზე. რბოლისას 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი აირტონ სენას მანქანა გზიდან გადავიდა და ბორტს შეეჯახა. ბრაზილიელი ვარსკვლავი უკანასკნელი ავტოპილოტია, ვინც რბოლის დროს დაიუპა…

შემდეგ წლებში გერმანელი ჩემპიონის კარიერული მანქანა შენელდა და „დამუხრუჭებულმა“ ოთხი შედარებით მოკრძალებული სეზონი განვლო. თუმცა, ამ ჩავარდნას, თავის მხრივ, უდიდესი პროგრესი მოჰყვა. უძრაობის ხანა „უკანა ტრასაზე“ მოიტოვა და „ფერარის“ საჯინიბოსთან ერთად 5 წარმატებული წელი მიითვალა. ამით ფორმულა 1-ის სამყარო უნიკალური მიღწევით გამდიდრდა – გერმანელი 2000–დან 2004 წლამდე ზედიზედ ხუთჯერ გახდა მსოფლიოში პირველი. სპორტსმენის გამაოგნებელმა სტაბილურობამ მაყურებელი გააბრუა და ცალკეული ისტორიული რეკორდები ჩვეულებად აქცია. მაგალითად 2002 წელს ავტოპილოტის აბსოლუტურად ყველა რბოლა კვარცხლბეკთან დასრულდა.

მსოფლიოს 1996 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი დეიმონ ჰილი (სურათზე) დარწმუნებულია, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნების შემთხვევაში, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კვლავაც შეძლებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას.
ჰილსა და შუმახერს ტიტულისთვის 1994 და 1995 წლებში უშეღავათო ბრძოლები ჰქონდათ და ორივე შემთხვევაში, გამარჯვებული გერმანელი დარჩა, რომელიც მაშინ ”ბენეტონის” (ახლანდელი „რენო“) ბოლიდით ასპარეზობდა. თუმცა, როდესაც ის ნაკლებად კონკურენტუნარიან ”ფერარიში” გადავიდა (1996 წელს) ჰილის (უილიამს-რენო) რევანშმაც არ დააყოვნა.

გაზეთ ”ტაიმსის” სვეტში ჰილი წერს, რომ თუ მას 37 წლის ასაკში, ”ჯორდანის” მანქანით შეეძლო რბოლის მოგება, 41 წლის შუმახერისთვის ”მერსედესით” გამარჯვებისთვის ბრძოლა მიუწვდომელი ოცნება სულაც არ იქნება.
”არ მგონია, შუმახერისთვის დაბრუნება შეცდომა იყოს. მე თუ 37 წლისას შემეძლო, ”ჯორდანით” გამარჯვებისთვის მებრძოლა, როს ბრაუნის მანქანით რბოლის მოგება 41 წლის მიხაელისთვის პრობლემა არ უნდა იყოს”, – წერს ჰილი და დასძენს: ”როსმა გასული სეზონი მოიგო და მომავალ სეზონშიც კონკურენტუნარიანი მანქანა ექნება. რაც შეეხება მიხაელ შუმახერს, მას ბრძოლის ჟინი არასდროს დააკლდება და რაც მთავარია, ახლაც შესანიშნავ ფორმაშია. მან თავისი ცხოვრება რბოლებს მიუძღვნა და ის ფაქტი, რომ შარშან მოტორბოლებში მიიღო მონაწილეობა, აშკარად მიგვანიშნებს – სიჩქარე მას სისხლში აქვს”.
ჰილი ასევე დარწმუნებულია, რომ 2006 წელს შუმახერმა კარიერა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაასრულა. მაშინ ”ფერარის” გერმანელის ადგილზე კიმი რაიკონენის მიწვევა სურდა და იმედოვნებდა, რომ ფინელი გუნდში დიდი ხნით დარჩებოდა.
”ვეჭვობ, მიხაელი 2006 წელს სპორტიდან საკუთარი სურვილით წასულიყო. ჩემი აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას, ის ზეწოლას განიცდიდა. ეს უფრო ”ფერარის” პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჰგავდა და მათ მიხაელს გადაწყვეტილების მიღება დააძალეს. დარწმუნებული ვარ, მას ფორმულა 1-ში დაუმთავრებელი საქმე დარჩა. ერთადერთი პრობლემა, რამაც შეიძლება მას დაბრუნებაში ხელი შეუშალოს, კისრის ტრავმაა, რომლის გამოც, გასულ სეზონში დაბრუნებისგან თავი შეიკავა. და თუ ეს პრობლემა მოაგვარა, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც არ უნდა დაბრუნდეს.
ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებსაც გამოწვევის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, რისკი იზიდავთ. მიხაელიც ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. მას რბოლებში მონაწილეობა ახლაც სწყურია. მას შეუძლია იმ საქმის კეთება, რომელიც უყვარს”, – დასძენს ჰილი.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ”ფერარი” მზადაა, შუმახერი ზაფხულში გაგრძელებული კონტრაქტისგან გაათავისუფლოს და სავარაუდოდ, მასთან კონტრაქტს ”მერსედესი” შობის დღესასწაულამდე გააფორმებს.

წყარო: 7day.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close