არქივი

Patriot (MIM-104A)

ffa8bd74cff5

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Patriot” განკუთვნილია მსხვილი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრების, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების ყველა სახის საჰაერო თავდასხმებისაგან დასაცავად. კომპლექსს შეუძლია ერთდროულად აღმოაჩინოს და ამოიცნოს 100-მდე საჰაერო მიზანი, ამოირჩიოს მათგან 8 ძირითადი სამიზნე და მუდმივად აკონტროლოს მათი მოძრაობა,განახორციელოს მონაცემთა გადამუშავება და თვითოეულ მათგანს ესროლოს სამ-სამი რაკეტა.

კომპლექსის დამუშავება დაიწყო 1963гწელს ,წინა თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაცვლელად.პირველი ცდები ჩატარდა 1970 წლის თებერვალში,ხოლო 1974 წლის 11 იანვარს რაკეტის პირველი დამიზნებადი გასროლა სახმელეთო რადიოლოკაციური სადგურის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.1982 წელს კომპლექსი მიღებულ იქნა აშშ-ს სახმელეთო არმიის შეიარაღებაში.

999dbf12f7b0

საზენიტო ბატარეაში შედის 4-8 გამშვები პლატფორმა თითოზე 4 რაკეტით.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Patriot” გამოირჩევა მაღალი საბრძოლო შესაძლებლობებით, მისი ეფექტურობა მიღწეულია უახლესი სქემური და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ძირითად ტაქტიკურ გადაწყვეტილებაში რომელიც ახასიათებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მდგომარეობს შემდეგში:

მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური ფაზირებული და სხივის ელექტრონული სკანირებით.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამიზნების კომბინირებული სქემა (რადიოსაკომანდო-ტრაექტორიის საშუალო მონაკვეთზე და ”დამიზნება რაკეტის მეშვეობით”- ბოლო მონაკვეთზე) შესაძლებელს ხდის, საბორტე გამომთვლელიდან კომპლექსის სახმელეთო აპარატურაზე ინფორმაციის გადაცემას,რითაც ხსნის აუცილებლობას მიზნის შორ მანძილზე გაცილებას,რითაც ამაღლებულია კომპლექსის მოქმედების სისწრაფე.

fb7b5cebdcd6

მოდიფიკაცია Patriot (MIM-104A)
მიზნის დაჭერის მაქსიმალური მანძილი- 80 კმ ( 90 o სექტორში)
მიზნის დაჭერის მინიმალური მანძილი-3 კმ
მიზნის დაჭერის მაქსიმალური სიმაღლე- 24 კმ
მიზნის დაჭერის მინიმალური სიმაღლე- 0,06 კმ
მიზნისათვის ერთდროულად ცეცხლის გახსნის შესაძლებლობა 8 ( 90 o სექტორში)
მიზნის დაზიანების ალბათობა 0,8 (საბრძოლო პირობებში 0,4-0,6)
რაკეტის წონა,-912 კგ
რაკეტის წონა ТПК- 1696 კგ
დიამერტი- 0,41 მ
სიგრძე- 5,31 მ
სიჩქარე- 3-5 მახი
მაქსიმალური გადატვირთვა,30 G
მართვა უკანა სიბრტყის ჯვარისებური სტაბილიზატორები
სტაბილიზატორების გაშლის ზომა- 0,87 მ
ძრავა РДТТ ТХ-486 ფირმა Thiocol
ძრავის წევა 13
ძრავის სამუშაო დრო-12 წამი
დამიზნების სისტემა
საშუალო მონაკვეთზე რადიო საკომანდო
ბოლო მონაკვეთზე რადიოლოკაციური TVM
საბრძოლო ნაწილი მსხვრევად-ფუგასური
საბრძოლო ნაწილის მუხტი ჩვეულებრივი ფეთქებადი ნივთიერება
ამფეთქი ХМ818, უკონტაქტო
კონტეინერის გაბარიტები- 0.99*1.09*6.1 მ
საბრძოლო ნაწილის წონა, 70  (РАС-1) 90 (РАС-2)
სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლოზე გადასაყვანი -30 წუთი

757b2c2c1b84

წყარო: armada.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button