არქივი

RM-70

2d1a8f1a002c

60-იანი წლების ბოლოს ჩეხოსლოვაკიის თავდაცვით მრაწველიბაში დასრულდა სამუშაოები პროექტ RM-70-ზე, რომელიც დაფუძნებულ იქნა საბჭოთა БМ-21-ზე. RM-70-ს ჩეხოსლოვაკიაში აწარმოებდნენ 1970 წლიდან და ამჟამადაც არის ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიბიის, ზიმბაბვესა და საქართველოს არმიის შეიარაღებაში.

ბაზირება:ავტოშასი .
მართვის სისტემა:უმართავი.
საბრძოლო ნაწილი:მსხვრევადი ფუგასური,კასეტური,ცეცხლგამჩენი,ქიმიური,კვამლგამშვები.
ტიპი:ზალპური ცეცხლის სისტემა
მწარმოებელი ქვეყანა:ჩეხეთი
სროლის მანძილი:20 კმ
წარმოებაში მიიღეს:1970 წ.

76b216ee7888

შემადგენლობა:
სისტემა RM-70-ის შემადგენლობაშია:
თვითმავალი გამშვები დანადგარი,
უმართავი რეაქტიული ჭურვები,
ცეცხლის მართვის სისტემა,
სატრანსპორტო-დამტენი მანქანა.
ფაქტიურად RM-70-ის კონსტრუქცია შედგება БМ-21-ის საბრძოლო ნაწილისა და ჩეხური მაღალი გამავლობის “Татра-813″..

გამშვები დანადგარი შესრულებულია კლასიკური სქემით,რომელსაც საარტილერიო სისტემა განთავსებული აქვს მანქანის უკანა ნაწილში. წინა ნაწილში მდებარეობს ეკიპაჟის დაჯავშნული კაბინა ძალური დანადგარი ტრანსმისიის აგრეგატით.შასის სიგრძის წყალობით შესაძლებელი გახდა შუა ნაწილში ჩამატებულოყო ორიგინალური ჰიდრავლიკური დამტენი მოწყობილება.

საარტილერიო ნაწილი შედგება მილისებრი მიმმართველებით (40 ლულა), რომლებიც მბრუნავ მექანიზმზე დგას.კონსტრუქციით იგი БМ-21-ის იდენტურია , სროლა მიმდინარეობს უმართავი რეაქტიული ჭურვებით,რომლებზეც შესაძლებელია დაყენდეს მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობინით М-21ОФ (სიგრძე ამფეთქთან ერთად — 2,87 მ, წონა — 66 კგ, სროლის სიშორე — 20,5 კმ).ასევე შესაძლებელია ბოლო წლებში რუსეთში წარმოებული ყველა სახის ჭურვის გამოყენება რომელიც შეიქმნა БМ-21-სათვის.

ბორბლებიანი RM-70ის უმრავლესობაზე გამოყენებულია მანქანა “Татра-813″. ამ მანქანას გააჩნია V-მაგვარი 12-ცილინდრიანი დიზელის ძრავა “Татра” Т-930-3 სიმძლავრე 270 ც.ძ.

8b204cf6ab91

სავალი ნაწილი შესრულებულია კლასიკური სქემით 8×8,მართვადია წინა 2 ხიდის ბორბლები. დაბალი წნევის საბურავებისა და საბურავებში ჰაერის მართვის ცენტრალური სისტემის არსებობამ, მანქანის გამავლობა უაღრესად აამაღლა. მას შეუძლია გადალახოს 30°-იანი აღმართი, 0.6-მ-ის სიმაღლის კედელი და 1.5 სიგანის თხრილი.წინასწარი მომზადების გარეშე შეუძლია გადალახოს 1.4 მ-ის სიღრმის წყალი.ტრასაზე მოძრაობისას მას შეუძლია განავითაროს 80-კმ/ს სიჩქარე.

გამშვები დანადგარი აღჭურვილია რადიოსადგურით და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.წინა ნაწილში შესაძლებელია დაყენდეს ბულდოზერის დანა,რისი დახმარებითაც მას შეუძლია მოიწყოს საბრძოლო პოზიციები,ან გაწმინდოს ჩახერგილი გზა.ასევე გააჩნია ბუქსირი რომლითაც შეუძლია ავტონომიურად სხვა ტექნიკის დახმარების გარეშე ამოვიდეს დაჭაობებული და არამკვრივ ნიადაგში ჩარჩენის შემთხვევაში.

c45d2f0f54a2

1983 წელს სრულყოფილი სახე მიიღო ოთხხიდიანმა მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანამ “Татра-815″-მა და მის ბაზაზე შეიქმნა ახალი საბრძოლო მანქანა RM-70/85.

ბოლო ხანებში შეიქმნა “Татра-815″-ის ბაზაზე ახალი ვარიანტი საბრძოლო მანქანისა რომელმაც მიიღო ნიშნული KRIZAN-ი,რომელიც აღიჭურვა 40-ლულიანი БМ-21-ის პაკეტით და ტერიტორიის შორი მანძილიდან დანაღმვის საშუალებებით.

RM-70 შეუძლია პირველი ზალპის შემდეგ 2-წუთში მისცეს მეორე ზალპი და დატოვოს საბრძოლო პოზიცია მანამდე სანამ მიიღებს საპასუხო დარტყმას.ამის საშუალებას მას აძლევს ჰიდრავლიკური დამტენი დანადგარი.იგი წარმოადგენს სტელაჟს რომელშიც განთავსებულია 40 რეაქტიული ჭურვი.დატენვის დროს მას შეუძლია შემობრუნება 180°. ყველა 40-ვე ჭურვი ერთდროულად ჯდება მიმმართველებში,რის შემდეგაც სისტემას შეუძლია ბრძოლის გაგრძელება.

დამხმარე იარაღის სახით მისი კაბინის სახურავზე შესაძლებელია 7.62-მმ ტყვიამფრქვევის დაყენება რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც სახმელეთო,ისე საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლა.

14cf3c55bb4d

წყარო: armada.ge

მსგავსი ამბები

Back to top button