კულტურა

ახალი “ჰერმესი” ისრაელის არმიისთვის

b753b25986c4

ისრაელის კომპანია elbit systems ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა ახალი უპილოტო საფრენი აპარატები hermes 900 და მისი წინა ვერსია hermes 450. გარიგებამ 50 მილიონი დოლარი შეადგინა. შეკვეთილი აპარატების როდენობას არ ახმაურებენ, მხოლოდ ცნობილია, რომ აპარატის მიწოდება უახლესი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ აპარატებს ისრაელში ანტიტერორისტული და სადაზვერვო ოპერაციებისთვის იყენებენ. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია elbite systems შეუკვეთა მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების მოდერნიზაციაც, რაც მათი სადაზვერვო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

b52c6ea16d03

hermes 900-მა პირველი გაფრენა 2009 წლის დეკემბერში შეასრულა, რის შემდეგაც საფრენმა აპარატმა გამოცდა გაირა. სამინისტროს შეკვეთა ფაქტობრივად ამ აპარატების სერიულ წარმოების დაწყებას ნიშნავს. წინამორბედისგან განსხვავებით, hermes 900 გამოირჩევა პატრულირების ხანგრძლივი დროით, რაც hermes 450 –თან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია და 40 სთ–ს შეადგენს.

წინამორბედი hermes 450.
0dcab12c2224

hermes 900-ს შეუძლია დაახლოებით 10 კილომეტრზე ფრენა და ბორტზე 300 კგ ტვირთის მიღება.მოდულური სისტემის გამოყენების წყალობით hermes 900–ის ძირითადი კომპონენტებისა და სენსორების გამოცვლა სწრაფად ხდება. აპარატს მართავს თანამგზავრი სახმელეთო მართვის ცენტრიდან ,რომელიც “ჰერმესის” სერიის სხვა აპარატების მართვის საშუალებასაც იძლევა.

60137a25ea82

მსგავსი ამბები

Back to top button