არქივი

ჟიულ ვერნის “გამოგონებები”, რომლებიც რეალობად იქცა

y8kvjbjl7ks6djjy4i6

ამ საოცარ ადამიანს გუშინ 183 წელი შეუსრულდა და გუგლმა ამ ფორმით მიულოცა. მილიონობით ბავშვის საყვარელი წიგნი იყო “20 000 ლიე წყალქვეშ”, “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ” და “80 დღე დედამიწის გარშემო”. ის ხშირად წერდა წყლის, საჰაერო და კოსმოსურ მოგზაურობაზე, რაც მის თანამედროვეებს სასაცილოდ არ ყოფნიდათ. მაგრამ გავიდა დრო და მისი ფანტაზიის ნაყოფები დღეს რეალობაა.

  • წყალქვეშა ნავი
  • მწერლის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში “20 000 ლიე წყალქვეშ” ნახსენებია, რომ კაპიტანი ნემო ოკეანეებში დასეირნობდა გიგანტური წყალქვეშა ნავით, რომელსაც ‘ნაუტილუსი’ ერქვა. ის დიდად არ განსხვავდებოდა ზოგიერთი თანამედროვე წყალქვეშა ნავისგან, მაგალითად სურათზე აღბეჭდილი “ალვინისგან”. ნაუტილუსის მსგავსად, ისიც ელექტროობაზე მუშაობს. იყენებს ტყვიისა და მჟავის აკუმულატორს. კაპიტანი ნემო ელექტროობას აღწერს, როგორ ძლევამოსილ მოკავშირეს, მორჩილს, სწრაფს, ადვილად მოსახმარს და ბევრ რამეში გამოყენებადს.

  • ახალი ამბების გადაცემები
  • 1889 წელს სტატიაში ” 2889 წელს” ჟიულ ვერნიმ მისი წარმოდგენილი მომავალი აღწერა: “ქაღალდზე დაბეჭდვის მაგივრად, ახალი ამბები მოსახლეობას საუბრით გადაეცემა. ისინი ბევრ რამეს შეიტყობენ მომხსენებლებისგან, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მეცნიერებისგან”. ახალი ამბები ეთერში პირველად 1920 წელს გადმოსცეს, დაახლოებით 30 წლის შემდეგ, რაც ვერნმა იწინასწარმეტყველა. კიდევ 28 წელი იყო საჭირო, რომ ახალი ამბების ტელეარხი შექმნილიყო. 1974 წელს კი მილიონობით ადამიანმა იხილა ტელევიზიით აშშ-ს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომა.

    8oi3jv8ee1iqug8vi8ed

  • წყალში ჩაშვებული ხომალდი
  • 1965 წელს, სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკაში “დედამიწიდან მთვარემდე” ჟიულ ვერნი აღწერს კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ოკეანეში ეშვება და ტივტივებს, ისევე როგორც სურათზე გამოსახული “მერკური”. მსგავსი რამეები იმდროინდელმა სხვა მწერლებმაც აღწერეს, თუმცა ჩვენამდე ვერნიმ მოაღწია, რადგან გარდა ფანტაზიის დიდი უნარისა, თხრობის საოცარი ნიჭიც ჰქონდა. ის 20 წელი მუშაობდა თეატრში და იცოდა, როგორ გადმოეცა ისტორია საინტერესოდ.

  • მზის იალქნები
  • ნაწარმოებში “დედამიწიდან მთვარემდე” ავტორი წერდა კოსმოსურ ხომალდზეც, რომელიც მზის სინათლით იკვებებოდა. დღეს ამ ტექნოლოგიას სახელიც აქვს – მზის იალქნები, რომელთაგან ერთ-ერთს სურათზე ხედავთ. დღეს ჟიულ ვერნი ითვლება უნიჭიერეს ადამიანად, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიიდან ბევრი რამ დეკადებით ადრე წარმოედგინა. ის ბევრს ფიქრობდა, ბევრს წერდა, ხშირად ესაუბრებოდა ადამიანებს, იცოდა მათი ხასიათი და დაახლოებით ხვდებოდა, განვითარების რა კუთხით მიდიოდა მსოფლიო.

    53e6yuflr2mtkj1hlcuv

  • მთვარის მოდულები
  • ჟიულ ვერნი იმაზეც წერდა, რასაც დღეს მთვარის მოდულს ეძახიან. ეს არის კონუსის ფორმის კაფსულა, რომელიც გაშვებისას რაკეტას “ადევს” ზემოდან. ნაწარმოებში “დედამიწიდან მთვარემდე” ის აღწერდა ჭურვს, რომელიც ჩვენი პლანეტიდან ბუნებრივ თანამგზავრზე აიყვანდა ადამიანებს. მისი აზრით, ამ ჭურვს ჰქონდა იმხელა ძალა, რომ დაეძლია დედამიწის მიზიდულობა.

    qsh4so5lcmm8zg15abi

  • წარწერა ცაზე
  • ჟიულ ვერნი დაკვირვებით სწავლობდა სამყაროს. მას ყველაფერი აინტერესებდა, რაც მის გარშემო ხდებოდა. ერთ-ერთი რამ, რაც იზიდავდა, რეკლამის სფერო იყო. სტატიაში ” 2889 წელს” ის საუბრობდა ატმოსფერულ რეკლამაზე, რომელიც დღესდღეობით არსებულ ცის წარწერებს ჰგავს. “ყველა დაინახავს იმ ფრაზებსა და ნახატებს, რომლებიც მათ ზემოთ იქნება განთავსებული. ისინი ისეთი ნათელი იქნება, რომ მთელი ქალაქის მოსახლეობა დაინახავს, შეიძლება სხვა ქვეყნიდანაც კი შეამჩნიონ.” მიუხედავად ყველაფრისა, ცნობილია, რომ ვერნი ინჟინერიის სფეროში ცუდად ერკვეოდა.

  • ვიდეოთათბირი
  • სტატიაში ” 2889 წელს” ჟიულ ვერნიმ აღწერა მოვლენა ფონოტელეპოტი, დღევანდელი ვიდეოთათბირის ტექნოლოგიის წინამორბედი. მის მაგალითს სურათზე ხედავთ, 2005 წელს ვიდეოთათბირის მეშვეობით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეიდან დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დიალოგი გამართეს. ვერნი წერდა: “ფონოტელეპოტის მეშვეობით გადაეცემა გამოსახულება და ხმა მგრძნობიარე სარკეების მეშვეობით, რასაც მავთულები უზრუნველყოფენ”. ვერნი ხშირად კითხულობდა სამეცნიერო ჟურნალებსაც. დადიოდა ისეთ კლუბებში, სადაც ჟურნალისტები იკრიბებოდნენ და მათი საუბრიდან მნიშვნელოვან მომენტებს იწერდა.

  • ელექტროშოკის პისტოლეტი
  • ჟიულ ვერნის საყვარელი თემა გადაადგილების საშუალებები იყო, თუმცა იარაღიც არანაკლებ უყვარდა. ის წერდა იმ იარაღებზე, რომლებიც მაშინ არ არსებობდა. მაგალითად, ნაწარმოებში “20 000 ლიე წყალქვეშ” ის წერს იარაღზე, რომელიც ელექტრულ დარტყმას იძლევა. მოქმედებით ძალიან ჩამოგავს დღევანდელ ელექტროშოკის პისტოლეტს. “ბურთები, რომლებსაც ეს იარაღი ისვრის, ტრადიციულ ბურთს არ ჰგავს. ეს ბურთები ინახავენ ელექტროენერგიის რაოდენობას, რომელიც ძირს დააგდებს ნებისმიერ ცხოველს, როგორი ძლიერიც გინდა იყოს.”

    მოკლედ რომ ვთქვათ, ჟიულ ვერნი მეცნიერების ვანგა იყო. :D

    მსგავსი ამბები

    Back to top button