გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოტა იტალიურიც (1 ნაწ.)

იტალიური ენა მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა რომანულ ჯგუფს ( ამ ენაზე ლაპარაკობენ იტალიაში, სან-მარინოში, კორსიკაზე, კ.მალტაზე, სომალის რესპუბლიკაში)

იტალიური ენა განვითარდა ე.წ. სასაუბრო ლათინური ენიდან. პირველი მნიშვნელოვანი წერილობითი ძგლები მე 10-ე მე 12-ე ს. ში შექმნილია სხვადასხვა იტალიურ დიალექტზე, ხოლო თვით იტალიურ ენაზე დაწერილი პირველი ლიტერატურული ძეგლი მე-13-ე საუკუნით არის დათარიღებული.

საერთოდ, იტალიური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა ფლორენციული (ტოსკანური) დიალექტის საფუძველზე მე 14-ე საუკუნეში და გავრცელდა უდიდესი ფლორენციელი მწერლების – დანტეს, პეტრარკას და ბოკაჩოს შემოქმედების მეშვეობით.

თანამედროვე იტალიაში იტალიურ ენასთან ერთად არსებობს მრავალი დიალექტი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

დათანხმება, მტკიცება. ——— Consenso, conferma.

დიახ – Si :))
კარგი, კეთილი – Va bene. (ვა ბენე)
რა თქმა უნდა – Certo (ჩერტო)
არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს – Non sono contrario, – a. (ნონ სონო კონტრარიო, – ა) (იტალიურ ენაში მამრ. სქესის მხ. რიცხვის დაბოლოებაა – o, მრ. რიცხვის – i . ხოლო მდედრ. სქესის მხ. რიცხვის დაბოლოებაა – a, მრ. რიცხვის – e.)
დიახ ეს ასეა – si, e cosi. (სი, ე კოს’ი)
სწორია – E giusto. (ე ჯუსტო)
თქვენ მართალი ხართ – ha (avete) ragione ( ა (ავეტე) რა’ჯორე)
სიამოვნებით – Con piacere, volentieri (კონ პიაჩერე, ვოლენ’ტიერი)
თანახმა ვარ – D’accordo (დ’აკკორდო)
უეჭველად – Senz’altro (სენც’ალტრო)


დილა მშვიდობისა – Buon giorno! (ბონ ჯორნო)
როგორ ბრძანდებით? – come sta (state) ?
საღამო მშვიდობისა! ღამე მშვიდობისა! – Buona sera! Buona notte! (ბუონა სერა, ბუონა ნოტ’ტე)
სალამი (პრივეტ)) – Ciao! Salve! Saluti! (ჩაო, სალვე, სალუტი)
მშვიდობით – Arrivederla! arrivederci! (არივედერლა, არივედერჩი)
მომავალ შეხვედრამდე – A presto!
მშვიდობით – addio (ა(ძ)იო)
საღამომდე – A stasera! (ა სტასერა)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება – Ben arrivato, -a.(-i,-e) Ben venuto, -a. (-i,-e)
როგორ ბრძანდებით? საკმაოდ კარგად! – Come sta? – abbastanza bene! (აბასტანცა ბენე)
გმადლობთ, ძალიან კარგად! – Benissimo, grazie! (ბენისიმო, გრაციე)

alla fine!!!!
წყარო : ჩემი კონსპექტი და მე :))
გაგრძელება იქნება მოთხოვნისდა მიხედვით :))

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close