გართობა

მესტია

bac046ff5150
მესტია

2cb428848500

05384940ef79

მესტია (ყოფილი სეტი), დაბა, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მესტიის ქვაბულში, მდინარეების მესტიაჭალასა და მულხრის ნაპირებზე ზღვის დონიდან 1500 მ, თბილისიდან 456 კმ, ზუგდიდიდან 128 კმ (უახლოესი რკინიგზის სადგური). დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 2.6 ათასი (2002).

01528ccab548

be2ee54640df

ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური – 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.

12f62915cc20

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები – გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

078b62b1f9a0

805495a8a544

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).

3361a43642d1

დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე)), განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის (ტურბაზა, ტურისტული სასტუმრო) დაწესებულებები.

af82e738816c

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button