ადგილები საიდანაც ღირს გადმოჭყეტვა
ამბობენ რომ მოსახლეობის 5% სიმაღლის შიშით იტანჯება, თუმცა ხშირ შემთხვევებში ყველაზე საინეტერსო და ლამაზი მოვლენები იქ ზემოთ ხდება. ასე რომ ვისაც სიმაღლის შიში არ გაქვთ ნაბიჯით იაააააააარ!!!
ბურჯ ხალიფას გადმოსახედი მოედანი. დუბაი
იმისათვის რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის 124-ე სართულზე მოხვდეთ დაახლოებით 30 დოლარის გადახდა მოგიწევთ. სწორედ ამდენი ღირს ბილეთი მოედანზე ასასვლელად, საიდანაც კარგ ამინდში არამხოლოდ დუბაი, მთელი ემირატებიც ჩანს. მნახველებს გარესამყაროსგან სქელი მაგრამ ძალიან გამჭვირვალე მინა ყოფთ. მათ განკარგულებაშია უფასო ტელესკოპი საიდანაც დუბაის წარსული და მომავალი ჩანს.
ტიროლის უმაღლესი წერტილი. ავსტრია
აქ შემთხვევით ვერ მოხვდები. იმისათვის, რომ ისიდორის მთის მწვერვალზე მოხვდე საკამოდ კარგ ალპინისტურ მონაცემებს უნდა ფლობდე. გარდა ამისა სეზონიც სწორად უნდა შეარჩიოთ, ვინაიდან აქაურობა დროის უმეტეს ნაწილში თოვლითა და ყინულითაა დაფარული. მოედანი მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრზე. აქ მოსასვლელად ჯერ ვიწრო სათხილამური გზა უნდა გამოიყენეთო შემდეგ კი კიდევ 15 წუთი მთებში უნდა იძრომიალოთ. გზა დამღლელია თუმცა მიღებული შთაბეჭდილება ყველაფერს აკომპენსირებს.
მოედანი ”ხუთი თითი” ავსტრია
ეს თავბრუდამხვევი გადმოსახედი მოედანი მდებარეობს ალპებში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად ევროპაში. პირველი თითის ბოლოში არის სახალისო ჩარჩო სამახსოვრო ფოტოსთვის მყინვარის ფონზე. მეორე თითის იატაკი მძაფრი შეგრძნების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი, მისი იატაკი გამჭვირვალე მინისაა და იქმნება შთაბეჭდილება რომ ჰაერში ხარ გამოკიდებული. მესამე თითი აღჭურვილია გადმოსახტომი დაფით, თუმცა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის აქედან ხტომა დაუშვებელია. მეოთხე თითს იატაკში პატარა ხვრელი აქვს რაც პატარა ცხოვლებისთვისაა განკუთვნილი. მეხუთე თითი კი აღჭურვილია უფასო ტელესკოპით
Willis Tower-ის შუშის აივანი. ჩიკაგო
კიდევ ერთი ადგილ მათთვის ვისაც უყვარს სიცარიელეში შებიჯება. ამ აივანზე გასასვლელად ამერიკის ყველაზე მაღალი შენობის 103 -ე სართულზე უნდა ახვიდეთ. აბსოლიტურად გამჭვირვალე შუშის აივანი გასაოცარ შეგრძნებას პირდება ყველა მნახველს. კარგ ამინდში აქედან 4 შტატის დანახვაა შესაძლებელი
ორლანდი. ნორვეგია
ადგილი ამერიკული მთების მოყვარულთათვის. ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის რომლებიც განსაკუთრებით აფასებენ ვაგონის თითქოს სიცარიელეში დაშვების მომენტს. თუმცა უსაფრთხოება აქაც პირველ ადგილზეა და ამიტომაც ბუნებასთან ჰარმონიას შუშის კედელი არღვევს რომელსაც ხშირად და საგულდგაულოდ წმენდენ
ციური გემბანი ”ევრიკა”. მელბურნი
დღესდღეობით ყველას შეუძლია თავი არქიმედედ იგრძნოს ოთხმეტრიანი გემბანის შუშის იატაკზე გავლისას მრავალმილიონიანი მელბურნის თავზე. სულ რაღაც 300 მეტრი ასფალტის ზემოთ და უამრავ სიახლეს აღმოაჩენ ამ არაჩვეულებრივი ადგილიდან. ევრიკა არის ყველაზე მაღალი გადმოსახედი მოედანი სამხრეთ ნახევარსფეროში
მალაიზიის ციური ხიდი
ეს ხიდი მდებარეობს მალაიზიაში კუნძულ ლანგკავიზე და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ერთსაყრდენიან ხიდად. მისი სიგრძე 125 ხოლო სიგანე 1.8 მეტრია. უშუალოდ ხიდი ზღვის დონიდან 652 მეტრზე მდებარეობს მისი გადმოსახედი მოედანი კი ცოტა ზემოთ 710 მეტრზეა განთავსებული. კარგ ამინდში აქედან ულამაზესი ხედი იშლება, მოღრუბლულ ამინდში კი იქმნება შთაბეჭდილება რომ ღრუბლებში მიაბიჯებ
უსასრულო ოთახი სიცარიელეში. ვისკონსინი. აშშ
ოთახში 3264 ფანჯარაა, ამდენი ფანჯარა მსოფლიოში არცერთ სხვა ოთახს არ გააჩნია, მისი არქიტექტურა და დიზაინი უბრალოდ გასაოცარია. მასში შესვლისას გეუფლება განცდა რომ წინ კოსმოსია, შუშის კედლები და ბილიკის ბოლოს გამჭვირვალე იატაკი კი თავის საქმეს აკეთებენ და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით გავსებენ
Grand Canyon Skywalk. არიზონა. აშშ
გაიხსნა 2007 წლის 20 მარტს და წარმოადგენს არქიტექტურის თანამედროვე ნიმუშს. იგი 1200 მეტრ სიმაღლეზე კიდია ყოველგვარი კაბელებისა და სყრდენების გარეშე. გამჭვირვალე იატაკის სისქე 10 სანტიმეტრია. მოედანს შეუძლია ერთდროულად 120 ტურისტის დატევა, თუმცა როგორც შემქმნელები ამბობენ იგი თავისუფლად გაუძლებს 35 ტონამდე დატვირთვას ბილეთის ფასი 25 დოლარია ერთ კაცზე თუმცა როგორც მნახველები ამბობენ ის ამდენი ნამდვილად ღირს. როგორც თავად ხედავთ ულამაზესი ხედია დიდ კანიონზე
”ალპების აივანი”. ავსტრია
კიდევ ერთი მოედანი ავსტრიაში, იგი მდებარეობს კურორტ ხუნერკოგელში და მისი სიმაღლე არის 250 მეტრი მიწიდან ზღვის დონიდან კი 2700 მეტრი
ხედი რა მოგახსენოთ და ეს ყველაზე საშიში კი უნდა იყოს