არქივი

მსოფლიოს შვიდ საოცრებასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

d4477a79bde2

მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ფაქტების ნაკრები მსოფლიო საოცრებებზე

e23d8e7a5f81
ჰალიკარნასის მავზოლეუმი

1. თუ დიდ პირამიდას არ ჩავთვლით, მავზოლეუმმა უძველესი სამყაროს საოცრებათაგან ყველაზე დიდხანს იარსება.
2. მავზოლეუმი ჯერ მიწისძვრამ დააზიანა,შემდეგ კი ჯვაროსანმა რაინდებმა მთლიანად დაანგრიეს, ხოლო ნარჩენები თურქების შეტევების მოსაგერიებლად საჭირო ციხესიმაგრის აშენებისას გამოიყენეს.
3. მავზოლეუმის ჩრდილოეთ კედლის რამდენიმე ქანდაკება გადარჩა, რადგან შენობის დანგრევის მომენტში მათ მიწა ფარავდა. ფრიზი, რომელიც წყალსადინარის ფუნქციებს ასრულებდა, წლების განმავლობაში მიწაში იყო ჩამარხული.
4. სიტყვით ”მავზოლეუმი”, რომელიც მავსოლეს სახელიდან მომდინარეობს, დღეს ნებისმიერი დიდი აკლდამა აღინიშნება.

8e7a6bab117f
არტემიდას ტაძარი ეფესოში

1. ტაძარი რომლის სიგრძე 114 მეტრს, ხოლო სიგანე 55 მეტრს აღწევდა, ძველ საბერძნეთში დიდი ნაგებობა იყო.
2. ეფესო ერთ დროს მცირე აზიის უმდიდრესი ქალაქი იყო. წმინდა ადგილის გაძარცვას ვერავინ ბედავდა, ამიტომ ტაძარი ბანკის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელსაც მთავარი ღვთისმსახური მეთვალყურეობდა.
3. ტაძრის არქეოლოგიური გათხრების დროს ჩვენთვის ცნობილი პირველი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს, რომლებზეც არტემიდე-კიბელე იყო გამოხატული.
4. მრავალი ადამიანი არტემიდეს ტაძარს თავშესაფრად იყენებდა, სადაც მათ ვერავინ დასჯიდა და ვერც დააპატიმრებდა.
5. ჯონ თართლ ვუდმა გათხრები 75 სხვადასხვა ადგილზე განახორციელა, სანამ ტაძრის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდა.

9be86cee8a40
როდოსის კოლოსი

1. სიტყვა ”კოლოსი” , სანამ მას ამ ქანდაკების აღსანიშნავად გამოიყენებდენენ, უბრალოდ ქანდაკებას ნიშნავდა. როდოსის კოლოსის შემდეგ კი ამ სიტყვით იმ ქანდაკებას აღნიშნავენ, რომლებიც ადამიანის რეალურ ზომებს აღემატება.
2. კოლოსის სიმაღლე 32 მეტრს აღემატებოდა, ესე იგი, მშენებლობის 12-წლიანი პერიოდის განმავლობაში ქანდაკებას ყოველწლიურად 2.75 მეტრი ემატებოდა.
3. სტრაბონი წერდა, რომ კოლოსის მშენებლობისას 500 ტალანი (12,9 ტონა) ბრინჯაო და 300 ტალანი (7,7 ტონა) რკინა გამოიყენეს.
4. კოლოსი მსოფლიო საოცრებათა სიაში შეიტანეს, თუმცა ამ სიის შედგენისას ქანდაკება უკვე აღარ არსებობდა.
5. ლეგენდის თანხმად, ქანდაკებას პატარა ბზარი გაუჩნდა, რომელიც თითქოს მოქანდაკე ქარესისკენ მიუთითებდა. ამის გამო ქარესმა თავი მოიკლა.
6. ზოგიერთი მხატვრის ნახატზე კოლოსის ფეხები ნავსადგურის ორივე ნაპირზე დგას. ასეტ შემთხვევაში ქანდაკება იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ მისი აგება შეუძლებელი იქნებოდა.

5458e3571a6e
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

1. ქანდაკების აგებას ფიდიასმა რვა წელი მოანდომა.
2. როგორც ისტორიკოსმა სტრაბონმა გამოითვალა, ზევსს რომ ადგომა შეძლებოდა, თავით ტაძრის სახურავს გაანგრევდა!
3. ქანდაკებისთის უამრავი სპილოს ძვალი და ბეჰემოთის კბილი გამოიყენეს. სინესტისა და ზაფხულის ხვატისგან დასაცავად ძვალი ზეთით
დაფარეს.
4. თუკი ქანდაკებაში გამოყენებულ ოქროს დღევანდელი ფასებით შევაფასებთ, 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირებოდა.
5. ლეგენდის თანხმად, რომის იმპერატორმა, კალიგულამ ქანდაკების წაღება დააპირა, მადრამ ვერ შეძლო, რადგან ქანდაკების წასაღებად მოსულ მუშებს ზევსმა სიცილი დააყარა და გააქცია.

77b17304a963
გიზას დიდი პირამიდა

1. მეცნიერები თვლიან, რომ დიდი პირამიდის წონა 5 მილიონ ტონაზე მეტია, ხოლო მისი აგებისთვის 2 მილიონ ტონაზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.
2. ფართობი, რომელსაც პირამიდა იკავებს, 5.15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.
3. იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი ორჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.
4. ნაპოლეონმა გამოითვალა, რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა მთელი საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრი სისქის გალავნის ასაგებად.

ba41d9e76134
ბაბილონის დაკიდებული ბაღები

1. ზოგიერთი მწერლის აზრით. დაკიდებული ბაღები ჰაერში ეკიდა, თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალა აკავებსო. მაგრამ ბაღების ეს სახელწოდება, შესაძლოა, არასწორადაა თარგმნილი და გულისხმობს , რომ ბაღები ტერასებად, ანუ სხვადასხვა დონეებად იყო გაშენებული.
2. გადმოცემის თანახმად, ბაღების თითოეული მხარე სიგრძეში ოთხ ფლერტონს ანუ 123.2 მეტრს შეადგენდა (ფლერტონის, ძველი ბერძნული სიგრძის საზომი ერთეულის სიგრძე 3ო,8 მ-ს უდრიდა).
3. ტერასების რაოდენობა მეცნიერებისთვის უცნობია, მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ბაღებში ხუთი ტერასა იყო. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კედლების სისქე 7 მეტრს არღწევდა, რათა დიდი ხეების სიმძიმისთვის გაეძლო.

63c51fa444a9
ფაროსის შუქურა ალექსანდრიაში

1. ფაროსის შუქურა მსოფლიო შვიდი საოცრების სიაში მხოლოდ ახ.წ.მე-6 საუკუნეში შეიტანეს.
2. როგორც ერთმა მწერალმა აღნიშნა, ფაროსი სიმაღლეში “306 ფატომს” აღწევდა, ე.ი. ყველაზე მაღალ ცატამბრჯენზე მაღალი იყო.
3. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს ტანხმად, ფაროსის აგება ვერცხლის “800 ტალანტი”- დღევანდელი 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი-დაჯდა.
4. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფაროსის შუქურის თავზე დადგმულ სარკეში 1250 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბიზანტიუმში ( სატამბულში) მომხდარი მოვლენები ირეკლებოდა.
5. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ფრანგმა არქეოლოგმა ჟან-ივ ემპერერმა და მისმა ჯგუფმა შეისწავლეს წყლით დაფარული ნამსხვრევები, იმ ქანდაკებების ჩათვლით რომლებიც, შესაძლოა, ფაროსის შუქურას ამშვენებდა.

აჰა მოვრჩი როგორც იქნა დამატყდა ხელები დამაწყდა ნერვები იმედია ცოტა მაინც მოგეწონათ. იცოდეთ კომენტარები არ დაიშუროთ

წყარო: “მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი”

თქვენი მონა მორჩილი house md.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button