გართობა

სამყაროს განვითარების ჯაჭვი

როგორ წარმოიქმნა და განვითარდა სამყარო და სიცოცხლე, როგორ წარმოიშვნენ ახალი სახეობები და რა ცვლილებები ხდებოდა სამყაროს ისტორიის მანძილზე – ეს ყველაფერი, დანახული მეცნიერული კუთხით, ერთ ვიდეოში.

ქართული ტიტრების გამოსაჩენად მიაჭირეთ CC ღილაკს (ტიტრების ველი კი უმჯობესია მარჯვნივ “გააცუროთ”).

5ylkb

ტერმინები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ:

კვარკი – მატერიის ელემენტარული ნაწილაკი, პროტონისა და ნეიტრონის შემადგენელი ნაწილი.
ბირთვი (ატომბირთვი) – ატომის ცენტრალური მასა, პროტონებისა და ნეიტრონების ერთობლიობა.
კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის გამოსხივება – თერმული რადიაცია, რომელიც სამყაროს ერთფეროვნად ავსებს.
ვარსკვლავური ნუკლეოსინთეზი – კრებითი ტერმინი ვარსკვლავური რეაქციებისა, რომლებიც მიმართულია წყალბადზე მძიმე ელემენტების ბირთვის აშენებისკენ.
X პერიოდის ელემენტიქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მარცხენა მხარეს პერიოდთა რიგია, რომელთაგან თითოეულს ელემენტთა გარკვეული რაოდენობა შეესაბამება.
სუპერნოვა – ვარსკვლავის აფეთქება.
პროტოპლანეტარული დისკო – აირისა და მტვრის მბრუნავი დისკო, რომლიდანაც პლანეტები “იბადებიან”.
გვიანი მძიმე დაბომბვა – პერიოდი, როცა მრავალი ასტეროიდის დაცემის გამო წარმოიშვა კრატერები მთვარეზე, დედამიწაზე, მერკურზე, ვენერასა და მარსზე.
აბიოგენეზი – პროცესების ერთობლიობა, რომელმაც განაპირობა არაორგანული მატერიიდან ბიოლოგიური სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე.
ტრილობიტები – ზღვის ამომწყდარი (ლაყუჩებით მსუნთქავი) ფეხსახსრიანები.
კუკსონია – პრიმიტიული მცენარეების ერთ-ერთი გადაშენებული ჯგუფი.
ჰიკუიქთისი – კამბრიული აფეთქების პერიოდში მცხოვრები ორგანიზმი, რომელსაც ხერხემალი და თავის ქალა ჰქონდა. პოპულარული შეხედულებით, ერთ-ერთი უძველესი თევზი (თუმცა რეალურად, თევზამდე ბევრი აკლდა).
ცეპალასფისი – მტკნარი წყლის მობინადრე ჯავშნიანი თევზი.
ჰინერპეტონი – დევონის პერიოდში ოთხფეხა ხერხემლიანი ცხოველების ყველაზე გავრცელებული ხორცისმჭამელი სახეობა.
ლეპტიქტიდიუმი – პატარა ძუძუმწოვრების გადაშენებული სახეობა. დღესდღეობით ცნობილია მხოლოდ ლეპტიქტიდიუმი, მაკროპოდი და ადამიანი – ორ ფეხზე მოსიარულე ძუძუმწოვრების სამი წარმომადგენელი.

მსგავსი ამბები

Back to top button