ქართული ეკლესია-მონასტრები

ანანურის ანსამბლი
(XVI-XVII სს)
ანანურის ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, დუშეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, 23 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.

ბეთანია
(XII-XIII სს)
ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.

ბოლნისის სიონი
(478-493 წწ)
ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ-ში, სოფელ ბოლნისში.

სვეტიცხოველი
(XI ს)
სვეტიცხოვლის კომლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქალაქ მცხეთის ცენტრში.

გელათის სამონასტრო კომპლექსი
(XII s)
გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.

გერგეტის სამება
(XIV-ის 30-იანი წწ.)
გერგეტის სამების ტაძარი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე ხევში, დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე.

გუდარეხის მონასტერი
(XII-XVII სს)
გუდარეხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, ტყეში.

მცხეთის ჯვარი
(VIs-ის II ნახ.)
ჯვრის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთიდან 1.5 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მთაზე.

მანგლისი
(IV ს)
მანგლისი მდებარეობს საქართველოში, დაბა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე.

სამთავისი
(X-XI სს)
სამთავისის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, კასპის რაიონში, კასპიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ სამთავისის ცენტრში.

ვარძია
(X-XII სს)
ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.



ხუჯაბი
(XII-XIII სს)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახლანდელი სოფ. ახქერფის მახლობლად.

ალავერდი
(XI ს)
ალავერდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე, ახმეტის აღმოსავლეთით 15 კმ-ში.


ზარზმა

(XIII_XIV სს)
ზარზმის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამცხეში, სოფელ ზარზმაში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში.

იყალთო
(VI ს)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია

გრემი
(XV ს)
გრემის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ გრემთან, გზატკეცილის პირას.

ატენის სიონი
(VII _ის I ნახევარი)
ატენის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან 12 კმ–ში, სოფელ ატენის ცოტა მოშორებით, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას, გზის პირას.

ნიკორწმინდა
(1010-1014 წწ)
ნიკორწმინდის ტაძარი, მდებარეობს საქართველოში, რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან

სამთავროს კომპლექსი
(IV-XVIII სს)
სამთავროს ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის ცენტრში;

სარკის (სარყის) მონასტერი
(XVII ს)
სარკის წმ. გიორგის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთით 6 კმ-ში, მთაზე.

კვეტერა
(XI ს)
კვეტერას კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით 10 კმ-ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე.

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
(VI-XIII სს)
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.

კაცხის მონასტერი
(X-XI სს)
კაცხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში.

თეთრი გიორგის ეკლესია
წმინდა გიორგის სახელობის კომპლექსი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის სამხრეთით 2 კმ-ზე, მაღალ გორაზე.ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XIII საუკუნეებს, სამრეკლო – XVI საუკუნისაა, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული.

უფლისციხე
(ძველი წელთაღრიცხვით VI-IV სს)
უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, გორის რაიონში, ქ. გორის აღმოსავლეთით 20 კილომეტრზე, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;

წილკანი
ძეგლი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, მცხეთიდან 13 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, სოფელ წილკანში.

ერთაწმინდის ტაძარი
(XIII ს_ს I ნახ.)
ერთაწმინდის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან 10 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.

ძველი შუამთა
ძველი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე.ანსამბლში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში. VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ორივე ღერძი ტოლია.

საფარა
(X-XIVსს)
კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მესხეთში, ახალციხის რაიონში, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მთაში.

<strong>მარტვილის მონასტერი
ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი ქალაქ მარტვილში, სამეგრელო.

შიომღვიმე
(VI ს)
შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში.

ყინწვისი
(XII-XIII სს)
ყინწვისის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ხეობაში.

ბეთანია
(XII-XIII სს)
ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.

სხალტბა
(1669 წ)
სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ სხალტბას, სასაფლაოზე.

გურჯაანის ყოვლადწმინდა
(VIII-IX სს )
დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ.

ბოდბე
(VIII-IX სს)
ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში.

სამწევრისი
(VII-XVI სს)
ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ქარელის რაიონში, ქარელის დასავლეთით 4 კმ–ში, სოფელ სამწერისის მახლობლად.

დმანისის ნაქალაქარი ( მუზეუმ-ნაკრძალი)
( … XVIII ს)
დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.

რკონის კომპლექსი
(VII -XVIII სს)
რკონის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე.

ბაგრატის ტაძარი
(X-XI სს)
ბაგრატის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.

ფიტარეთი
(1213-1222 წწ)
ფიტარეთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით 12 კმ-ში, მთებში.

ოშკი
(963–973 წწ)
ძეგლი მდებარეობს თურქეთში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარე თორთომის (თორთუმისწყალი) ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოშკში (Osvank).

ხანძთა (ხანცთა)
(X ს_ის I ნახევარი)
ხანძთის კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის აღმოსავლეთით 40 კმ–ში, ისტორიულ სოფელ პორტაში (Y.Porta).

ლიხნი
(X-XI სს)
შუასაუკუნეების ქართულ წყაროებში ეწოდება ზუფუ (ასევე ცნობილია მისი თურქული სახელწოდება:სოუკსუ, სუუკსუ]) — ისტორიული სოფელი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, 50 მ ზღვის დონიდან, 5 კმ-ში გუდაუთიდან.

ხახული
(X ს)
ხახულის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ისტორიულ იმიერ ტაოში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), მდინარე თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, ისტორიულ სოფელ ხახულში.

ოთხთა
(Xს)
მდებარეობს სოფელ ოთხთადან 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ჭოროხის ხეობაში (თანამედროვე თურქეთის ფარგლებში).

ბანა
(VII ს)
ბანას ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, სოფელ ფენეკის დასავლეთით 2 კმ–ში.

კუმურდო
(Xს)
მდბარეობს საქართველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარეში,სოფელ კუმურდოში.

დოლისყანა
(IX ს)
დოლისყანის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, სოფელ ჰამამლი ქოის (Hamamli koy) სამხრეთ ნაწილში.

პარხალი
(X ს)
სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლში), ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში.

იშხანი
(VII-XI სს)
იშხნის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ოლთისის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში, სოფელ იშხანში (Ishan).

წყარო: dzeglebi.ge


Mako Mzhavanadze
| შექმენი შენი ემბლემა


ავტორი: h0lly

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC